მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ღვთისა და მოყვასის სიყვარული
ღვთისა და მოყვასის სიყვარული3-03-2014, 00:09 |
ადამიანმა თავის გაუმაძღარ პირუტყულ ნების წყალობით
სიყვარული გარდაქმნა მთელ მსოფლიო ბიწიერების ზღვად, სადაც უბედურდებიან, იღუპებიან
მათი მაღალ პიროვნების და ღმერთ - კაცობის შემარცხვენელად.
წმიდა ალექსი ბერი
* * * გინდათ, არ გყავდეთ მტრები? გიყვარდეს მტერი შენი, ასეთია სიყვარულის ძალა.
* * * თუკი ცივია ჩვენი სიყვარული - ცივი იქნება ჩვენი მოღვაწეობაც.
* * * მხოლოდ გიყვარდეს - და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ.
* * * სამართლიანია ბოროტებში ბოროტება გძულდეს, მაგრამ გიყვარდეს ღვთის ქმნილება.
ნეტარი ავგუსტინე
* * * გიყვარდეს ცოდვილნი, მაგრამ გძულდეს მათი საქმენი.
წმიდა ისააკ ასური
* * * დიდი რამ სათნოება არის ლოცუა და მარხუა, მაგრამ თვინიერ სიყვარულისა უხმარი არის.
წმიდა ანტონ ჭყონდიდელი
* * * ვინც თავის გულში რომელიმე ადამიანის მიმართ რაიმე დანაშაულის გამო სიძულვილის თუნდაც კვალს ამჩნევს, იგი ღმრთის სიყვარულისაგან სრულიად უცხოა. ღმრთის სიყვარული ვერანაირად ვერ იტანს ადამიანის მიმართ სიძულვილს.
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
* * * ვისაც უყვარს ღმერთი სულიწმიდით, მას აუცილებლად უყვარს ღმერთის ყველა ქმნილება, უპირველეს ყოვლისა კი ადამიანი.
წმიდა სილუანი
* * * თუ, შენი აზრით, მოყვასი ღირსი არ არის შენი სიყვარულისა, ღირსია ღმერთი, რომლის მონაცაა იგი და რომლის სახესაც ატარებს; ღირსია ქრისტე, რომელმაც მისთვის სისხლი დაანთხია.
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * ნუ მეტყვი, რომ გიყვარს უფალი - ეს მხოლოდ სიტყვებია: მიჩვენე სიყვარული საქმით.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * ნურცერთი ადამიანის მიმართ ნუ გექნება სიძულვილის გრძნობა და ღმერთი შეგიყვარებს.
წმიდა ეპიფანე კვიპრელი
* * * საყვარელნო, გიყვარდეთ ერთმანეთი; ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია, და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია.
წმიდა იოანე მოციქული
* * * სიყვარულის საქმეები დროის საზღვარს სცილდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი პასიურია. მოვალეობის საქმეები შემოსაზღვრულია მოვლენებითა და სიყუაციებით, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი შემოქმედებითია.
წმიდა ნიკოლოზ სერბი
* * * სიყვარული ღმრთისა დიდი და პირველი მცნებაა ქრისტეს მოძღვრებისა და საფუძველი ქრისტიანული ცხოვრებისა. ამიტომაც უნდა ვზრუნავდეთ, რომ იგი არ შეირყეს ჩვენში და მასთან ერთად ჩვენი სულიერი ცხოვრებაც.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * * ღვთისადმი სიყვარული გამოულეველი საგანძურია; ვინც მას ფლობს, მდიდარია; ვისაც არა აქვს - ღატაკი.
წმიდა ბასილი დიდი
* * * ყოველ გონიერ ქმნილებაში - გინდ მამაკაცი იყოს ის და გინდ ქალი, - არის ძალი სიყვარულისა, რომლის მეოხებითაც ადამიანებს უნარი აქვთ მიემთხვიონ სიყვარულს ღვთისასაც და კაცისასაც. ღვთივ სულიერთ - ღვთაებრივი უყვართ ყოველივეში, ხორციელთ კი - სხეულებრივი და ნივთიერი.
წმიდა ეფრემ ასური
* * * ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთისაგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მოენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს.
წმიდა ანტონი დიდი
უკან დაბრუნება |