მთავარი > სხვადასხვა > ადამიანური სინდისი
ადამიანური სინდისი25-07-2013, 00:01 |
ადამიანურ სინდისს თავისი ხმა აქვს, სამართლიანი შურისგების
გარდაუვალობის ულმობლად რომ დაამოწმებს. ამიტომ ადამიანს ცოდვაში ბედნიერების პოვნა
არ შეუძლია. ჯოჯოხეთურ ტანჯვას არა მხოლოდ შეახსენებს მას სინდისი, არამედ სევდისა
და სიბნელის მომავალ მდგომარეობასაც აგრძნობინებს.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
* * * ბოროტთა სიმშვიდე იმის ნიშანია, რომ ისინი უკვე ცოცხლად არიან დამარხულნი ჯოჯოხეთში.
წმიდა ამბროსი მედიოლანელი
* * * ბოროტი სინდისი ყოველგვარ შეურაცხყოფაზე მეტად შეურაცხყოფს და ყოველგვარ მტანჯველზე მეტად ტანჯავს ადამიანს.
* * * ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძლივს შეიმჩნევა, ისევე, როგორც გაჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებებს ვერ ვხედავთ.
* * * სინდისის წინააღმდეგ შეცოდებას სიკვდილი გერჩიოს.
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * დაე, სინდისი იყოს შენი მორჩილების სარკე და ეს საკმარისი იქნება შენთვის.
ღირსი იოანე სინელი
* * * ვინც არ იკველვს საკუთარ სინდისს, ის ვერც ღვთისმოსაობის გამო გასწევს ხორციელ შრომას.
* * * თითოეულის საიდუმლო იცის ღმერთმა და სინდისმა. სწორედ აქედან უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გამოსწორება ყველამ.
* * * კურნების ძიებისას სინდისზე იზრუნე. გააკეთე, რასაც ის გეუბნება და პოვებ სარგებელს.
* * * სინდისი ბუნებრივი წიგნია. ვინც საქმით კითხულობს მას, ის გამოცდილებით შეიცნობს ღვთის მეოხებას.
* * * სუფთა სინდისი ლოცვით მოიპოვება, ხოლო სუფთა ლოცვა - სინდისით, რამეთუ მათი ბუნებიდან გამომდინარე ისინი ერთმანეთს საჭიროებენ.
წმიდა მარკოზ განშორებული
* * * თუ გსურს, მუდამ გყავდეს სულის მაცხოვნებელი ხელმძღვანელი - მოუსმინე შენს სინდისს და გადაუდებლად შეასრულე, რასაც იგი ჩაგაგონებს.
წმიდა მაკარი მოსაგრე
* * * თუ შენ იცი, კაცო, შესცოდე რაიმე, წადი ჩქარა, დაუყოვნებლივ მოძღვართან, განიწმინდე სინდისი აღსარებით და ნუ დაელოდები მარხვას, როგორც ამას უმეცარი ერისკაცნი სჩადიან. აი, უბრალო მაგალითი: თუ თეთრეული გაგეთხვარა, უცებ გამოიცვლი და გარეცხავ. სული შენი განა უფრო ძვირფასი არ არის, რომ გაურეცხავს ტოვებ მთელი წლით, მომავალ მარხვამდე და სულაც არ ზრუნავ მის სისუფთავეზე?
ბერი გიორგი ათონელი
* * * სინდისი ჭეშმარიტად შინაური სასამართლოა. დამნაშავეს შეუძლია, ზოგჯერ ადამიანთა სამსჯავრო აიცილოს, მაგრამ იგი ვერასდროს გაექცევა სინდისის სასამართლოს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * * სინდისი მხოლოდ მათ არ განიკითხავს, რომელთაც სათნოების ან ბოროტების მწვერვალს მიაღწიეს.
წმიდა აბბა თალასე
* * * როცა ქრისტე მოდის, ჩვენი სულის მთელ სივრცეში ივანებს, მაშინ ყველა პრობლემა იხსნება; ყველა ცდუნება, ყველა დაბრკოლება ქრება, ცოდვებიც გვტოვებენ.
ბერი პორფირე
* * * მეუფემ პირველად შექმნა ადამიანი და დაუდუმებელ მამხილებელად მასში სინდისი ჩანერგა, რომლის მოტყუება ან მოხიბლვა შეუძლებელია.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზინსკი
* * * სინდისი უხილავი მსაჯულია, რომელიც ყოველი კაცის გულში ზის და მას ან აქებს, ან აძაგებს რომელიმე საქციელის გამო. ვისაც სურს უფრო ცხადად წარმოიდგინოს რა არის სინდისი, უნდა გაიხსენოს რა გამოუთქმელ სიტკბოებასა და სიხარულს გრძნობდა რომელიმე კეთილი საქმის აღსრულების შემდეგ და როგორი სირცხვილის გრძნობა წვავდა შემდგომად ბოროტი საქმის ჩადენისა.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * * სინდისი საღვთო ნაწერის პირველი მცნებაა, რომელიც შემოქმედმა ღრმად ჩააქსოვა პირველქმნილი ადამიანების გულში, და მას შემდეგ. ყველა, ვინც იბადება, მშობლისგან ითვისებს ამ მცნებას. ვინც თავისი სინდისი ყოველდღიური სწავლებით დახვეწა, თავს უცხოდ გრძნობს ამ წუთისოფელში, და ერისკაცებსაც უკვირთ მისი დელიკატური ქცევები. თუ ადამიანი არ ხვეწს თავის სინდისს, მაშინ მისთვის სულიერი დარიგებები, და მამათა სწავლებაც, უსარგებლოა და ღვთის მცნებებს ვერ დაიცავს, ვინაიდან უგრძნობელია.
ბერი პაისი უკან დაბრუნება |