მთავარი > სინანული > სინანულის სათნოება

სინანულის სათნოება


24-07-2013, 00:03
სინანულის სათნოება   ადამიანს ღუპავს არა დიდება, არა ცოდვათა სიუხვე, არამედ - მოუნანიებლობა და გასასტიკებული გული.

 

* * *

   ისინი უცილობლად მიიღებენ საუკუნო სამსჯავროს ჯოჯოხეთში ეშმაკთან, რომლებსაც არ სურთ მონანიება და ცოდვების დატევება: ცოდვის დამტევებელ მონანულთ კი განეღებათ ღვთის მოწყალების კარი.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *

   აღიარე, რომ სცოდე, და აღიხოცება შენი ცოდვები.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *

   კეთილ გზას ის ადგას და ცოდვების შენდობის იმედი შეუძლია მას ჰქონდეს, ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

* * *

   მაცხოვარი მხოლოდ ამას მოითხოვდა: შეინანეთ, მოახლოვებულ არს სასუფეველი ღმრთის!

 

* * *

   თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და სინანულს კარი არ გაუღო, იგი ღმერთს ჯეროვან სინანულს ვერ მიართმევს. ჭეშმარიტი წმიდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედებაა. მისი მოპოვება თითქმის მთელი სჯულის შესრულებას ნიშნავს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

* * *

   მონანიებით აღსრულდება სამარცხვინო საქმეებში ჩადენილ სიბილწეთაგან განწმენდა. შემდგომ ამისა, თანაზიარ ვექმნებით სულიწმიდას, მაგრამ ზერელე დამოკიდებულებით კი არა, რწმენის ძალით, უდრეკად და მორჩილი სულის ღრმა სინანულში მყოფობით.

 

წმიდა კიპირიანე კართაგენელი

 

 

* * *

   მონანიებულ სულს უფალი აძლევს სამოთხეს და სასუფეველს თავისთან. ურიცხვი გულმოწყალების გამო იგი არ იხსენებს ჩვენს ცოდვებს, როგორც არ გაუხსენა იგი ჯვარზე ავაზაკს.

 

წმიდა სილუანი

 

* * *

   როგორც მონანულისთვის უცხოა ამპარტავნება, ისე ნებით შემცოდეს ვერ ხელეწიფება სიმდაბლე.

 

* * *

   სასიკვდილოა მონანიების გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა, რომელზეც სხვის გამო წმინდანმაც რომ ილოცოს, არ იქნება შესმენილი.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

* * *

   საკუთარ ცოდვათა ხედვის გარეშე შეუძლებელია სინანული, სინანულის გარეშე შეუძლებელია მადლის მოხვეჭა, მადლის გარეშე კი - მიახლოება ღმერთთან. იმისათვის, რომ ვნებებს, მანკიერებებსა და ცოდვებს ვებრძოლოთ, უნდა გვახსოვდეს, თუ საით მივყავართ მათ.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

* * *

   ნუ ყოყმანობთ, ნუ გერიდებათ. რაც არ უნდა ჩაიდინოთ, თუნდაც უდიდესი ცოდვა, მოძღვარი ქრისტესგან უფლებამოსილია მოგიტევოთ თქვენ და თავისი ოლარი გადაგაფაროთ.

 

ბერი იაკობი

 

 

* * *

   სინანული ის კიბეა, რომლის საფეხურებსაც ჩვენ ავყავართ სანეტარო ადგილას, საიდანაც ოდესღაც დავეცით.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

* * *

   სინანული მომახსენებელია ცოდვებისა და მისდამი ტყვექმნილი და მონად მისყიდული სულის გამომხსნელია მაცხოვარებითი.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

* * *

   უპირველესად ყოვლისა მუდამ ის უნდა შევთხოვოთ უფალს, რომ სინანული და საუკუნო ტანჯვის შიში მოგვმადლოს ჩვენ, ღვთის უსაზღვრო სულმოწყალებისა და მოთმინების მრავალგზის უარმყოფელთ, რათა ამ გზით აღგვადგინოს...

 

წმიდა გრიგოლ პალამა

 

 

* * *

   უფალმა მონანიება გადარჩენისათვის დაგვიტოვა. რომ არ ყოფილიყო მონანიება, მოციქულებიც კი ვერ გადარჩებოდნენ, მით უმეტეს სხვა ადამიანები.

 

წმ. მღვდელმათავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

* * *


   უფლისაგან ბრძანებული ისაიას პირით: „განიბანენით", „წმიდა იქმნენით" - სინანულისათვის არის; და თუ ვინმე ძიების მოყვარე ამას იძიებს, რომ რასათვის სინანულსაც ემბაზის მსგავსად ამისთვის განბანა ეწოდება, - სიყვარული, სინანულსაც ემბაზის მსგავსად ამისთვის განბანა ეწოდება ნათლის - ღების მსგავსად ცოდვის განმბანელი არის და ამითი მსგავსი არის ნათლის - ღებისა.

 

 

წმიდა ანტონ ჭყონდიდელი



უკან დაბრუნება