მთავარი > სხვადასხვა > თავმდაბლობა
თავმდაბლობა23-07-2013, 00:09 |
ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებენ უპირატესობას; ღვთისთვის
კი თავმდაბალი სულია სათნო.
* * * ადვილად შეგეძლოს, ყველაფრის უგულებელსყოფა განდიდებისას და ნუ იქნები დიდი შენს სიმცირეში.
* * * რაც მარილია ყოველგვარი საკვების გარეშე, იგივეა თავმდაბლობა ყოველგვარი სათნოების გარეშე.
* * * ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია.
წმიდა ისააკ ასური
* * * გაიხსენე ძლიერთა დაცემა და საკუთარ სათნოებებში დამდაბლდი.
წმიდა ეფრემ ასური
* * * გიყვარდეს თავმდაბლობა: იგი შენს ცოდვებს დაფარავს.
წმიდა ანტონი დიდი
* * * გსურს პირველობა? - ის ჯერ სხვას დაუთმე.
* * * ვინც გრძნობს, რომ მას ბევრი კეთილი უქმნია და არ იფიქრებს, რომ ის ყველაზე უკანასკნელია, ის ვერავითარ სარგებლობას ვერ მიიღებს ვერც ერთ თავის კეთილ საქმეთაგან.
* * * ვინც ღვთის წინაშე თავს იმართლებს, არაწმიდაა, ყველაზე წმიდანიც რომ იყოს; და პირიქით, ვინც თავს ყველაზე უკანასკნელად თვლის, განმართლდება.
* * * ნურც ცოდვების გამო ჩავვარდებით სასოწარკვეთილებაში და ნურც ზედმეტად დავამყარებთ იმედებს კეთილ საქმეებზე.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * დიდია ის კაცი, რომელიც გინებას სიხარულით აიტანს, ხოლო წმინდა და პატიოსანია, ვინც ქებას უვნებელი გადაურჩება.
წმიდა იოანე სინელი
* * * ვერაფერი შეედრება თავმდაბლობის სათნოებას; ეს არის დედა, ფესვი, საკვები, საფუძველი და კავშირი ყოველი სიკეთისა.
* * * თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა.
წმიდა ბასილი დიდი
* * * ვინც მეტად შეიცნობს უფალს, მით უფრო მდაბალი ხდება, ეშინია და უყვარს იგი.
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * თავის დამდაბლების ყველაზე უკეთესი საშუალებაა, საკუთარი თავი ყველა ქმნილებაზე ნაკლებად ჩათვალო.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
* * * ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც საკუთარ თავზე ცუდს ამბობს, არამედ ის, ვისაც სხვისგან ყვედრების შემდეგ მისი სიყვარული არ შეუმცირდება.
* * * ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც საკუთარ თავზე ცუდს ამბობს, არამედ ის, ვისაც სხვისგან ყვედრების შემდეგ მისი სიყვარული არ შეუმცირდება.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
* * * თავმდაბლობის გარეშე მადლის მოქმედება შეუძლებელია, მადლის გარეშე შეუძლებელია სიყვარული; სიყვარულის გარეშე სამყარო ავადმყოფი და უბედური ხდება.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
* * * მინახავს მე მდაბიო, ნამდვილად თავმდაბალი ხალხი და ისინი ყველა ბრძენზე უბრძენესნი ყოფილან.
წმიდა მარკოზ განშორებული
* * * ნუ ისირცხვილებთ, თუ მშობლებისაგან რაიმე ნაკლოვანება დაგყვათ, მაგრამ ნურც მემკვიდრეობითი სათნოებებით იამაყებთ, იმიტომ რომ ღმერთი ჩვენ იმას შეგვეკითხება, თუ როგორ იმუშავა თითოეულმა ჩვენგანმა თავის ძველ კაცზე.
ბერი პაისი
* * * სიმდაბლე ყველა სხვა სათნოებათა სამკაულია; სიმდაბლის გარეშე არავითარი წარმატება არ მიიღწევა.
წმიდა ამბროსი მედიოლანელი უკან დაბრუნება |