მთავარი > სხვადასხვა > მცონარეობა
მცონარეობა20-07-2013, 00:09 |
მცონარებაში გატარებულ მრავალ წელს, ჯილდოებითა და გვირგვინებით
შემკული ერთი დღე სჯობს. რადგან სულის შეგნებითა და გრძნობით განვლილი ღვაწლის ერთი
დღე, უგუნური და უდარდელი მოსაგრის ცხოვრების ორმოცდაათი წლის ტოლფასია.
იოსებ ათონელი
* * * დაუთესავ და დაუმუშავებელ მიწაზე ბალახი ამოდის (უსარგებლო და გამოუყენებელი); ასევეა სულიც, რომელიც კეთილი საქმეებისთვის არ იღვწის, თავისი ბუნებით კი განუწყვეტლივ მიისწრაფვის მოღვაწეობისაკენ, აუცილებლად მიიდრიკება ცუდი საქმისაკენ.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.
იგავნი სოლომონისა, თ. 8-10
* * * ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება.
* * * ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე და პურით დანაყრდები.
იგავნი სოლომონისა, თ. 20-21
* * * ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არ სურთ შრომა.
იგავნი სოლომონისა, თ. 21-22
* * * იგი, ვინც ზარმაცობს მცირედში, რომელიც მას ეხება, ნუ დაიჯერებ, რომ ოდესმე დიდებაში თავს გამოიჩენს.
* * * სიმშვიდე და უსაქმურობა სულისთვის დამღუპველია და დემონზე მეტად შეუძლია მისი დაზიანება.
წმიდა ისააკ ასური
* * * ნაკლოვანებათა დედად სიზარმაცე ჩათვალე, რადგან იტაცებს მადლს, რომელიც გაქვს, და რაც არ გაქვს, იმის მოპოვების საშუალებას არ გაძლევს.
წმიდა ნილოს სინელი
* * * ნუ იტყვი, როგორც მომექცა, ისე მოვექცევიო, თავისი საქმისებრ მივაგებო. გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი; და, აჰა, ყოველივეს ეკალ - ბარდები მოდებოდა, მისი ნიადაგი ჯინჭრით დაფარულიყო და მისი ყორეც დანგრეულიყო. როცა ეს ვნახე, ჩავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე: ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად, და შენი სიღარიბე მწირივით მოგადგება და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.
იგავნი სოლომონისა, თ. 24-25
* * * სიღატაკე კურიერს ჰგავს - ზარმაცს მალე ეწევა.
იგავნ. 6, 11
* * * ჭუჭყიან ქვაბს ჰგავს ზარმაცი და ყველა უსტვენს მის უპატიობას. ხარის ნეხვსა ჰგავს ზარმაცი; ყოველი მისი ამღები ხელს იფერთხავს.
სიბრძნე ზირაქისა, თ. 20-22
* * * აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: „მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა". ეშმაკმა, თითქოსდა თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ეს ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ. ცოდვებს იქ ყველა ადამიანი იმეცნებს, მაგრამ სწავლაში განსაკუთრებით წარემატებიან, ისინი, ვისაც დამძიმებული და მდორე ფიქრები აქვთ. იქ ადამიანი სწავლობს გონებით შეცოდებას, როცა გულით სურს ის, რისი გაკეთებაც საქმით არ შეუძლია. „ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არ სურთ შრომა" (იგავ. 21,25). ის მთელი დღე ბოროტს იზრახავს. ხშირად უსაქმური კაცი საქმით არანაირ ბოროტებას არ იქმს, ვინაიდან მას საერთოდ არაფრის კეთება არ სურთ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, ფიქრებით ყოველდღიურად ჩაფლულია უწმიდურობაში.
* * * რამდენადაც უსაქმური კაცი შრომის მტერია, იმდენად იგი სიამ - ტკბილობის მეგობარია. უსაქმურობის მოყვარული ხშირად მოწყენილია, თუკი ამ სიამოვნებას ვერ ღებულობს. მართალს ამბობს ძველი ანდაზა: ის ადამიანები, ვინც არაფერს აკეთებენ, ბოროტების კეთებას სწავლობენ. დამდგარი წყალი მალე ფუჭდება, უმოძრაო ჰაერიც მავნებელი ხდება, ზარმაცი ჯარი მალე იღლება. როცა ახლოვდება დიდი მარხვა, უსაქმურები საჩქაროდ გარბიან მოძრვრებთან და სხვადასხვა საბაბით ითხოვენ მკაცრი მარხვის შემსუბუქებას. დაე, ნუ მივეცემით ბოროტებას და პირველივე დაბრკოლებისთანავე უარს ნუ ვიტყვით სათნოებებზე. ამგვარია პირველი ბადე ეშმაკისა - უსაქმურობა.
წმიდა ნიკოდიმოს ათონელი უკან დაბრუნება |