მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > პირფერობა და პირმოთნეობა

პირფერობა და პირმოთნეობა


8-09-2013, 00:07
პირფერობა და პირმოთნეობა   არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა.

 

* * *

   პირფერი ადამიანი ყოველგვარ მხეცზე საშინელია. ცხოველი ისეთს გიჩვენებს საკუთარ თავს, როგორიც არის სინამდვილეში, ასეთი ადამიანი კი ხშირად თავმდაბლობისა და სათნოების ნიღაბქვეშ მალავს თავის შხამს, ასე რომ, ძალზე ძნელია, ამოიცნო და ფრთხილად იყო მის ვერაგობასთან.

 

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

* * *


   ატარე სათნოების სახე, მაგრამ არა იმისათვის, რომ მოატყუო ისინი, ვინც ხედავენ, არამედ იმისათვის, რომ მათ სარგებლობა მოუტანო.

 

წმიდა ნილოს სინელი


 

* * *


   მრავალნი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, ზნეობით კი მასთან დაშორებულნი არიან.

 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი


 

* * *


   ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენს წინაშე და გეპირფერებოდეს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი - პატივმოყვარე და ამპარტავანისა.

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი


 

* * *


   ნუ იქნები ორპირი, ანუ სიტყვით ერთს რომ ამბობდე და გულში სხვა გქონდეს; რამეთუ ასეთი, წმიდა წერილის მიხედვით, წყევას ექვემდებარება (ზირ. 28, 15).

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე


 

* * *


   პირფერს ენაზე თაფლი აქვს, გულში კი ღვარძლს ატარებს - სიტყვით მშვიდობას გპირდება, საქმით კი მახვილს გიმზადებს.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი


უკან დაბრუნება