მთავარი > სხვადასხვა > პირჯვრის შესახებ
პირჯვრის შესახებ11-08-2013, 00:05 |
ადრე
ადამიანები ყოველი საქმის დაწყების წინ პირჯვარს გამოისახავდნენ ხოლმე, ხოლო მნიშვნელოვანი
საქმეების წინ დიდხანს ლოცულობდნენ. ჩვენს დროში, სამწუხაროდ, უმეტესი ჩვენგანი არამცთუ
არ ლოცულობს მნიშვნელოვანი საქმეების წინ, არამედ არც ფიქრობს მათზე და ჩვენი უგუნური
საქციელის გამო სხვები აგებენ პასუხს.
ბერი პაისი
* * * ერთად შეერთებული სამი თითი, რომლითაც პირჯვარს ვიწერთ, წმ. სამებას ნიშნავს; ორი მოხრილი - იესო ქრისტეს ორ ბუნებას - ღმრთეებრივსა და კაცობრივს. თითებს პირველად შუბლზე ვიდებთ, რათა აზრი განიწმინდოს, შემდეგ გულზე - გულის გასაწმენდად, მერე მხრებზე, რათა ქრისტეს გულში გავძლიერდეთ. ჯვარს იმიტომ ვისახავთ, რომ ჯვარცმულმა ღმერთმა იესო ქრისტემ დაგვიცვას და დაგვიფაროს.
* * * შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ თავის ლოცვას წაახდენს. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი ერთობ მოკლეს, თითქოს გულზე სრული ჯვარის გამოხატვა რცხვენია; ზოგიერთი პირჯვრის წერის დროს აქეთ - იქით იყურება, ან ლაპარაკობს. - ვინ დაიჯერებს, რომ ესენი მხურვალედ მლოცველნი არიან? ზოგიერთნი კი შიშითა და კრძალვით შეამტკიცებენ სამ თითს, ხელს მაღლა აღმართავენ და ჯვარის სახეს შუბლზე, გულსა და მხრებზე მტკიცედ დაბეჭდავენ. შესაბამისად, მათი საიდუმლო ლოცვაც მტკიცე და მხურვალეა (II, 91-92).
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * * ქრისტიანი პირჯვრის გარეშე იგივეა, რაც მეომარი საჭურველის გარეშე. მტერი ათამაშებს მას, როგორც სურს. ვინც პირჯვარს იწერს, უსიტყვოდ აღიარებს იესო ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინა და ამით ჩვენ გამოგვიხსნა. ჯვრის გამოსახვით იკურთხება ყველა საღვთო საიდუმლო, ჯვრითვე იკურთხება ცხოვრებაში გამოსადეგი ყოველი ნივთი.
წმიდა კიპრიანე კართაგენელი უკან დაბრუნება |