მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > ქრისტიანული ოჯახი

ქრისტიანული ოჯახი


2-07-2013, 06:54
ქრისტიანული ოჯახი   ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება. ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს. კარგი ცოლი კარგი ხვედრია, წილად ერგებათ უფლის მოშიშებს. მდიდარია თუ ღარიბი, დაამებული ექნება გული, სახე კი ყოველჟამს მხიარული.

 

სიბრძნე ზირაქისა, თ. 26-27


 

* * *


   დედ - მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი.

 

იგავნი სოლომონისა, თ. 20-21


 

* * *


   დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე. ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ვერსად ისე ვერ შეიძენს კაცი და ვერ განამტკიცებს, როგორც საკუთარ ოჯახში. და მესამეც: კაცის ხასიათი ისე კარგად არსად არ მჟღავნდება როგორც შინ, მახლობელთა შორის. თუ გარეთ შეუძლია თავისი ნამდვილი ხასიათი დამალოს და გარშემო მყოფთ კარგ ადამიანად ეჩვენოს, ოჯახში ყოველ წამს და ყველა შემთხვევაში გამოჩნდება სინამდვილეში ვინაა იგი - კეთილი თუ ბოროტი.

 

* * *


   დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი სწორედ ოჯახში უნდა მიეჩვიოს, აქ ყოველ დღესა და ყოველ წამს მოთმინებითა და სულგრძელად უნდა იქცეოდე. თუ ადამიანებმა ერთმანეთს ნაკლი და შეცდომები არ მოუთმინეს, ერთად ვერ გაძლებენ.

 

* * *


   შინაური ცხოვრება სარკეა, რომელშიც ადამიანის ნამდვილი ხასიათი და ბუნება გამოიხატება. ქრისტიანებისათვის სახლი, ანუ ოჯახი მეორე ეკლესიაა: როგორც ეკლესიაში, ოჯახშიც სიწმინდითა და მორიდებით უნდა იქცეოდე (I, 263-266).

 

* * *


   ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ოჯახსაც. ოჯახის ეროვნული ტრადიციები აუცილებლად უნდა დავიცვათ; ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ენა და სარწმუნოება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


 

* * *


   თუ გსურს დატკბე ქალის ცქერით, შენი ცოლის ცქერით დატკბი და გიყვარდეს იგი, ამას არცერთი კანონი არ კრძალავს, მაგრამ თუკი შენს მზერას სხვის სილამაზეს მიაპყრობ, ამით შეურაწყობ შენს ცოლსაც, რადგან მისგან პირს იბრუნებ და იმ ქალსაც, ვისაც უცქერ, რადგან მას ცნებების წინააღმდეგ ეხები.

 

* * *


   მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისათვის დაისჯებიან, არამედ თავიანთი შვილებისაც, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან.

 

წმიდა იოანე ოქროპირი


 

* * *


   თუ შვილების შეძენა შეძელი, მათი კარგად აღზრდაც უნდა შეძლო, რათა ღირსეულად ატარო მამის სახელი.

 

* * *


   შენ შვილების ხორციელ მამად იწოდები; სულიერი მამაც იყავი.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი


 

* * *


   მშობლებო არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა განამტკიცებს შვილების სახლებს, მათ ოჯახებს, წყევლა კი საფუძვლამდე ანგრევს მათ.

 

* * *


   ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ეკლესიაც, ოჯახიც და სასწავლებელიც უნდა დაინტერესდეს. მტკიცე ოჯახი - მტკიცე სახელმწიფოა.

 

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II


 

* * *


   ოჯახში ბევრი რამ ხდება, მაგრამ ჭკვიანი ნაცვლად სამზეუროზე გამოტანისა, ოჯახშივე აგვარებს პრობლემებს და თუნდაც დროებით მოუწესრიგებელს, არ გახდის მეზობელთა და სხვათა საჭორაოდ. ხშირად სხვა სცოდავს, მაგრამ თუ შენი სიმართლე სიბრძნით არ წარმართე, შეიძლება სხვის ცოდვაზე გაცილებით უმძიმეს ცოდვაში ამოყო თავი.

 

მამა გაბრიელი


 

* * *


   შვილების ქრისტიანული აღზრდისათვის უფრო საჭიროა მაგალითები, ვიდრე სიტყვები, ყველაზე მეტად კი - ლოცვა.

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი


უკან დაბრუნება