მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > „სულიერი გამოღვიძება“
„სულიერი გამოღვიძება“18-06-2013, 00:08 |
,,ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საპატრიარქოს ერთი
ეპისკოპოსის მონათხრობმა. თავიდან მე მას ვეუბნებოდი: - ,,აბა, ეს არის საქმე? ერთი
მხრივ, მოდის ეკუმენიზმი, მეორე მხრივ კი - სიონიზმი, სატანიზმი. მალე ორთავიანი არწივის ნაცვლად თაყვანს
სცემენ ორრქიან ეშმაკს,,. ,,დღეს - მიპასუხა მან, - ადვილი
არ არის ისეთი ეპისკოპოსის ნახვა, როგორიც პაისი II, კესარიელი
მიტროპოლიტი იყო ". რას აკეთებდა პაისიII , როდესაც სულთანთან
სათხოვრად მიდიოდა? წელზე თოკს შემოიჭერდა, ანუ მას წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი,
რომ თურქები ჩამოახრჩობდნენ. ამით თითქოს ეუბნებოდა სულთანს : ,,ნუ ეძებ თოკს, დროს
ნუ კარგავ. თუ ჩემი ჩამოხრჩობა გსურს, თოკი მზადაა". მას სულთანთან რთული საკითხების
გამო აგზავნიდნენ და ხშირად უმძიმესი სიტუაციიდან გამოუყვანია საპატრიარქო. როდესაც მოხუცდა და სულთანთან
ჩასვლა იყო აუცილებელი, ცხენის უნაგირზე გადაკიდებდნენ
ორ დიდ კალათას, რომელიც ერთმანეთზე იყო გადაბმული. ერთს დატვირთავდნენ, მეორეში კი
პაისი II ჩასვამდნენ
და ასე მიემგზავრებოდა კონსტანტინოპოლში.
ერთხელ სულთანმა თურქულ ჯარში ბერძენთა გაწვევის ბრძანება გამოსცა. ქრისტიანებისთვის თურქებთან ერთად მსახურება მთელ რიგ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. მაშინ პატრიარქმა მიტროპოლიტი პაისი მოიწვია და იგი სულთანთან გაგზავნა. თოკით წელშემორტყმული მიტროპოლიტი კვლავ სულთნის წინაშე წარსდგა. სულთანმა უთხრა: ,,ბერძნები ჯარში უნდა წავიდნენ, რათა სამშობლოს ემსახურონ". ,,დიახ, - უპასუხა მეუფემ, -მეც თანახმა ვარ, რომ ბერძნებმა ჯარში იმსახურონ,ვინაიდან ეს მიწები ძველთაგანვე ბერძნებს ეკუთვნოდათ. მაგრამ ჩვენ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს. ამიტომ ბერძნების არმია საომარ ბანაკში ცალკე უნდა იყოს, თავისი ოფიცრები ჰყავდეს და ა.შ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მათ თავიანთი რელიგიური მოვალეობების აღსრულება შეძლონ. ბერძნებმა ა რ შ ე ი ძ ლ ე ბ ა ი ლ ო ც ო ნ თქვენთან ერთად. თქვენ რამაზინი გაქვთ, ჩვენ კი - ნათლისღება". -,,ქრისტიანებს იარაღი მივცე? - დაფიქრდა სულთანი, - ეს საშიშია. არა, არა - უპასუხა მან მიტროპოლიტს, - უმჯობესია, ჯარში საერთოდ არ იმსახურონ". მიტროპოლიტი პაისი თურქებს ისე ატრიალებდა, როგორც სურდა. ეს იმიტომ, რომ იგი სიკვდილზე მიდიოდა. და თუ სიკვდილზე არ წახვალ, ვერაფერს მიაღწევ. ყველაფერი აქედან იწყება. დღეს ბევრს სურს, რომ გველი ხვრელიდან სხვებმა ამოათრიონ. მაგრამ თუ თავად ვერ ამოჰყავთ, მაშინ სხვები მაინც გააფრთხილონ: ,,ფრთხილად! იქ გველი არ იყოს!" ამასაც არ აკეთებენ. ალბათ მოწამეთა დროში რომ გვეცხოვრა, ჩვენი რაციონალიზმით ასე ვიტყოდით: მე გარეგნულად უარვყოფ ღმერთს, მაგრამ არა -შინაგანად. ამგვარად ამა თუ იმ ადგილს მივიღებ და მერე რომელივე საწყალს დავეხმარები". ,,ერში ადამიანები ყველგან შევიწროვებულნი და დაშინებულნი არიან. მაგრამ რისი გეშინია, როცა ქრისტესთან ახლოს ხარ? გახსოვთ წმიდა კვირიკე?სამი წლის იყო, როცა ტირანს, რომელსაც მისი ,,განათლება" სურდა, პანღური ჰკრა. ეს ცხოვრება იმისთვის არ არის, რომ რაც შეიძლება თბილად მოვეწყოთ. თუ სიკვდილია, მოვკვდეთ, ოღონდ მოდით, მოვკვდეთ ისე, როგორც საჭიროა! თუკი სხვას არაფერს ვაკეთებთ და უფალი მოწამეობას გვაღირსებს, განა ეს ცუდი იქნება? "ქრისტიანები სულიერი მამაცობითა და ღირსეულობით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ. ამიტომ ვეუბნები ერისკაცებს: ,,გიყვარდეთ ქრისტე, გქონდეთ თავმდაბლობა, აღასრულეთ თქვენი ვალი და ქრისტე ხალხში განაცხადებს თქვენს კეთილ საქმეებს". სათნოებას ერთი წესი აქვს: გათქვას ადამიანი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი. თუნდაც იგი ქრისტესთვის სალოსობას ეფარებოდეს და მისი საშუალებით იმალებოდეს. გასცემს მას - მოგვიანებით მაინც და მის მიერ დაგროვილი საგანძური, რომელიც ყველას თვალწინ უკვე მთელი სისავსით გაიხსნება, კიდევ ერთხელ დაეხმარება უამრავ სულს და შეიძლება იგი მათ კიდევ უფრო მეტად შეეწიოს". "ამჟამად ჩვენ ეშმაკს ვებრძვით, ამიტომ შევეცადოთ, რომ კიდევ უფრო შევკავშირდეთ, უფრო მეტად ვეძმოთ ერთმანეთს. ასე ერთად ვიაროთ ჩვენ მიერ არჩეული გზით. ერთად ავიდეთ ტკბილ გოლგოთაზე დაგრეხილი ბილიკებით". ამინ!
ბერი პაისი მთაწმინდელი უკან დაბრუნება |