მთავარი > წერილები სულიერ შვილებს > ამონარიდები (მცირე შემოკლებით და მცირე შესწორებით) წიგნიდან - "სულიერი გამოღვიძება“
ამონარიდები (მცირე შემოკლებით და მცირე შესწორებით) წიგნიდან - "სულიერი გამოღვიძება“11-06-2013, 00:13 |
"ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ბიჭუნა მოვიდა - იგი
კოჭლობდა, მაგრამ სახე გაბრწყინებული ჰქონდა. "აქ
საქმე მთლად უბრალოდ არაა, რახან ასე აცისკროვნებს საღვთო მადლი!" - ვიფიქრე
მე და გამოვკითხე ამბავი. მან მიამბო, რომ ერთი უზარმაზარი პირუტყვი, თავს ჭერს რომ
ურტყამდა, ქრისტესა და ღვთისმშობელს გმობდა,
ბიჭი გასაჩუმებლად მივარდა, ამ მხეცმა კი ძირს დასცა, წიხლებით შესდგა და ფეხებიც დაუსახიჩრა.
ამის გამო საწყალი დაკოჭლდა. აღმსარებელი!"
"ნელთბილობის სულს ვაჟკაცობა საერთოდ არა აქვს! ჩვენ საბოლოოდ გავფუჭდით! ნეტავ კიდევ როგორ გვითმენს უფალი? "მე არ მოგიწოდებთ სახიფათო თავგადასავლებში გადაეშვათ, მაგრამ, ჩემო ძმაო, ცოტა სიმამაცე უნდა გქონდეს. ომის დროს ამგვარი სიმამაცით ხვდებოდნენ გმირები სიკვდილს! ერთი ბერი, რომელიც კონდილისთან ერთად იბრძოდა(გიორგი კონდილისი - გამოჩენილი გმირი მეომარი და პოლიტიკური მოღვაწე, შემდგომში საბერძნეთის პრემიერ - მინისტრი), მიყვებოდა, რომ, როდესაც მცირე აზიის ომში ბერძნები კონსტანტინოპოლის სიახლოვეს საზღვაო დესანტს სხამდნენ, კონდილისი ხომალდზე იმყოფებოდა და როგორც კი შორიდან კონსტანტინოპოლი დაინახა, გიჟივით იქცეოდა, - ,,აბა ბიჭებო!"-ყვიროდა იგი -,,თუ ვკვდებით, მოვკვდეთ, გინდა დღეს გინდა ხვალ! სიკვდილს ვაჟკაცურად შევხვდეთ, ბიჭებო! სამშობლოსათვის გმირულად დავიხოცოთ!" მან ისიც კი ვერ შეძლო, რომ მოეთმინა, სანამ ხომალდი ნაპირს მიადგებოდა. დაძაბულობისაგან, ბრძოლის ძლიერი ჟინისაგან ვერ შეამჩნია, რომ ხომალდი ჯერ კიდევ ნაპირთან არ იყო მისული, - გაიქცა და ზღვაში გადავარდა. აი, ასე იწვოდა მასში ყველაფრი! ცურვა არ იცოდა, წყლიდან სხვებმა ამოიყვანეს". ,,ისინი ვინც გმირულად იღუპებიან, არ კვდებიან. და თუ გმირობა არ არსებობს, მაშინ კარგს ნურაფერს ელით. იცოდეთ აგრეთვე, რომ მორწმუნე ადამიანი მამაციც უნდა იყოს! მაკრიანისი (გენერალ - მაიორი-იოანის მაკრიანისი, ელადის ეროვნული გმირი) საწყალი რამდენი გადაიტანა! თანაც როგორ წლებში! თავის თავზე არ ფიქრობდა, სათვალავში არასდროს აგდებდა საკუთარ თავს. სამშობლოსათვის ბრძოლის დროს სიკვდილის არ ეშინოდა. ის რომ მონაზონი გამხდარიყო, ვფიქრობ ანტონი დიდისგან დიდად განსხვავებული არ იქნებოდა. მიუხედავად თავისი ჭრილობებისა და დასახიჩრებისა, იგი დღეში სამი ათას მეტანიას ასრულებდა. როდესაც ამას აკეთებდა, ჭრილობები ეხსნებოდა, შიგთავსი გარეთ გადმოდიოდა და უკან ხელებით აბრუნებდა. ჩემი სამი მეტანია მის ერთ მეტანიას უდრიდა. იატაკი მის წინ ცრემლით იყო სველი. ჩვენ რომ მის ადგილზე აღმოვჩენილიყავით? მაშინვე საავადმყოფოში გავიქცეოდით, რათა სამედიცინო დახმარება მიგვეღო. ერისკაცები განგვსჯიან ჩვენ!" ,,ისინი, ვინც წრფელი სიყვარულით მსხვერპლად სწირავენ თავიანთ სიცოცხლეს იმისათვის,რომ თანამოძმეები დაიცვან, ქრისტეს ბაძავენ. ეს ადამიანები - უდიდესი გმირები არიან, მათი შიშით ძრწის თავად სიკვდილიც, იმიტომ, რომ სიყვარულის გამო სძულთ სიკვდილი და ამგვარად მოიხვეჭენ უკვდავებას, საფლავის ქვაში პოულობენ მარადიულობის გასაღებს და უშრომელად გადადიან საუკუნო ნეტარებაში".
ბერი პაისი მთაწმინდელი
უკან დაბრუნება |