მთავარი > სხვადასხვა > მრისხანების ცოდვის შესახებ

მრისხანების ცოდვის შესახებ


12-06-2013, 00:06
მრისხანების ცოდვის შესახებ

   ადამიანში გაღიზიანება თხრილივითაა. ვინც საკუთარ თავში დაძლია იგი, მან ეს თხრილი გადალახა.

 

* * *


   ადვილად გაღიზიანება, გულმრისხანება - დიდი ორმოა ადამიანისათვის, და ვისაც ეს ვნება დაუძლევია, მას აღარც მთხრებლში ჩავარდნა ემუქრება.

 

* * *


   უმჯობესია, ღიმილით დაჯაბნო გაღიზიანება, ვიდრე დაუცხრომლად მძვინვარებდე.

 

წმიდა ეფრემ ასური


 

* * *


   არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე - საკუთარი მრისხანებისა და გულისწყრომის დაძლევაა.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი


 

* * *


   არასოდეს მინახავს, რომ რაიმე მრისხანებით გამოსწორებულიყო, არამედ ყოველთვის - სიყვარულით. მაშინ ისიც კი, ვისაც განსწავლი, მსხვერპლს იღებს. ამიტომ ესეც მოიქეცით. საკუთარი თავისგან აიღე მაგალითი; როდის ხდები თვინიერი? შეურაცხყოფისა თუ სიყვარულისაგან?

 

* * *


   არაფერი ისე არ შეგეწევა მრისხანებისა და სხვა ვნებების დაცხრომაში, როგორც სიყვარული ღმრთისა და ყოველი ადამიანისადმი. სხვა ღვაწლთან შედარებით, სიყვარულით იოლად იმარჯვებ.

 

იოსებ ათონელი


 

* * *


   განრისხებულ ადამიანს რომ შეეძლოს, საკუთარი თავის ამ მდგომარეობაში ნახვა, მას უკვე არანაირი ქადაგება აღარ დასჭირდებოდა, რამეთუ არაფერია უფრო უსიამოვნო, ვიდრე - გაღიზიანებული ადამიანის სახე.

 

* * *


   ვისაც სწყინს, როდესაც მასზე ცუდს ამბობენ, ამით მასზე თქმულის სამართლიანობას ამტკიცებს; ხოლო ვინც იცინის, თავისზე ყოველგვარ ეჭვებს აქარწყლებს.

 

* * *


   მაშინ კი არ უნდა ვმწუხარებდეთ, როდესაც საკუთარ თავზე რაიმე ავ ამბავს გავიგებთ, არამედ მაშინ, როდესაც ეს სამართლიანია.

 

* * *


   მრისხანების ჟამს საკუთარი თავის ჯალათი ხდებით, საკუთარ თავს ტანჯავთ. განრისხებულ ადამიანზე საბრალო არაფერია.

 

* * *


   სადაც გაბოროტება და მრისხანებაა, იქ თავმდაბლობის სული არ დაივანებს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი


 

* * *


   განრისხებულის აზრები ტოლფასია მათი ქმნისა, რომელიც მის დამბადებელ გულს ნთქავს.

 

წმიდა ნილოს სინელი


 

* * *


   ზოგჯერ, მრისხანებისას ცბიერი ეშმაკები მალე გვშორდებიან, რათა ჩვენ დაუდევრად მოვეპყროთ ამ დიდ ვნებას და ამით ჩვენი დაავადება უკურნებელი გავხადოთ.

 

წმ. იოანე კიბისაღმწერელი


 

* * *


   თუ ვინმე რაიმე ცოდვას დაგაყვედრებს, რაც არ ჩაგიდენია, თავი დაიმდაბლე მაყვედრებელის წინაშე და უხრწნელ გვირგვინს მიიღებ.

 

* * *


   იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა - მრისხანება და ლანძღვით.

 

წმიდა ანტონი დიდი


 

* * *


   თუ შენ ვინმეს მრისხანებით გამოუტანე განაჩენი, ამით შენს ვნებას აკმაყოფილებ; ამრიგად, სხვის გადასარჩენად საკუთარ თავს ნუ დაღუპავ.

 

წმიდა მაკარი დიდი


 

* * *


   მრისხანება ადამიანის ბუნებაა, ხოლო მისი მოთოკვა - ქრისტიანისა.

 

ნეტარი იერონიმე


 

* * *


   მრისხანება ფირნიშია, რომელიც ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ თვითონ წარმოაჩენს საკუთარ თავს.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი


 

* * *


   ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ სულის სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ ავღელდეთ, როდესაც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ. ამისთვის საჭიროა ყოველი ღონით შევაკავოთ მრისხანება და გული და გონება ყურადღებით დავიცვათ უჯერო მოძრაობებისაგან.

 

წმ. სერაფიმე საროველი


 

* * *


   ძალიან ნუ განურისხდები მას, ვინც გაწყენინა, არამედ საკუთარ ცოდვაზე აღშფოთდი, რომელიც შენს გულს აღაგზნებს განმარისხებლის წინააღმდეგ.

 

წმიდა დიმიტრი როსტოველი


უკან დაბრუნება