მთავარი > სხვადასხვა > სულიერი მოძღვარი

სულიერი მოძღვარი


17-06-2013, 00:06
სულიერი მოძღვარი   

   ვინაიდან თავდაპირველად გამოუცდელი ვიყავი, აღსარებაზე მოსულ ბერებსა და ერისკაცებს მძიმე ეპიტიმიას (საკანონოს) ვუწესებდი, და ეს გამოუცდელობით მომდიოდა. როცა მშიერი ვარ, მაშინ უკეთ მესმის ადამიანის სულის.

 

ბერი პორფირე


 

* * *


   ვისაც სხვისი ჭრილობების მკურნალობა სურს, თვითონ უნდა იყოს თავისუფალი ყოველგვარი ავადმყოფობისაგან, რათა არ მიემართებოდეს მას სახარების სიტყვები: „მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (ლუკა 4, 23).

 

წმიდა კასიანე რომაელი


 

* * *


   თავი დაიცავით მოძღვრისადმი გადამეტებული, არაჯანსაღი სიყვარულისაგან. მრავალნი გაუფრთხილებლობის გამო მოძღვრებთან ერთად ეშმაკის ბადეებში გაიხლართნენ. რჩევის მიღება და მორჩილება წმინდა და ღმრთის სათნოა მანამ, სანამ ისინი ვნებიანი მიჯაჭვულობით არ არიან შებილწულნი. ვნებებზე დამყარებული სიყვარული ადამიანს კერპად აქცევს. ამ კერპისადმი შეწირულ მსხვერპლებს ღმერთი რისხვით განეშორება. ასე იკარგება უსარგებლოდ ცხოვრება, იღუპება კეთილი საქმეები, როგორც საკმევლის სურნელება, ძლიერი ქარიშხალისაგან გაფანტული, ან მყრალი სუნით დახშული. არანაირ კერპს არ დაუთმოთ თქვენს გულში ადგილი.

 

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი


 

* * *


   მოძღვრის დამოკიდებულება სულიერი შვილის მიმართ ყოველთვის უნდა იყოს სიყვარულის გამოვლინება. მხოლოდ ამგვარად შეძლებს ის ზნეობრივი ზემოქმედების მოხდენას სულიერ შვილზე.

 

ვალაამის მონასტრის სქემ-იღუმენი იოანე


 

* * *


   მღვდლობის ძიება ცოდვაა, მონაზვნობისაკენ სწრაფვა კი საქებარია - წმიდა მამებიც ეძიებდნენ მონაზვნობას, ხოლო მღვდლობას თავს არიდებდნენ.

 

ბერი ბარნაბა იბერიელი


 

* * *


   ღვთის ძღვენი ისეთი არ არის, რომ იგი სამღვდელო სათნოებაზე იყოს დამოკიდებული.

 

წმიდა იოანე ოქროპირი


 

* * *


   ჩემთვის იმაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს, რომ საათობით ვიჯდე სააღმსარებლოში და ადამიანი შევარიგო ღმერთთან.

 

ბერი ეპიფანე


 

* * *


   ძმებო, დავემორჩილოთ ჩვენს მოძღვრებს და მაშინ იქნება საერთო მშვიდობა; უფალიც სულიწმიდით იქნება ჩვენთან.

 

* * *


   თუ ადამიანი ყველაფერს არ ეუბნება მოძღვარს, მისი გზა არასწორია და ვერ იხსნის თავს, ხოლო ვინც ყველაფერს ეუბნება, იგი პირდაპირ სასუფევლისკენ მიდის.

 

* * *


   მღვდელი ღმერთის ტახტის მსახურია, ვინც აწყენინებს მას, იგი წყენას აყენებს სულიწმიდას, რომელიც ცხოვრობს მასში.

 

* * *


   სულიწმიდა როცა გარდამოვიდა მოციქულებზე, მათ გამოცდილებით შეიმეცნეს, რომ არსებობს ღმერთისადმი და ადამიანებისადმი სიყვარული. „შვილნო ჩემნო, რომელთა თვის კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის!"

 

* * *


   მოძღვრის საშუალებით საიდუმლოებებში მოქმედებს სულიწმიდა. ამიტომ როცა გამოდიხარ მოძღვართან, სული გრძნობს გამოცოცხლებას მშვიდობით და სიყვარულით მოყვასის მიმართ, ხოლო თუ გამოდიხარ მოძღვრიდან შეშფოთებული, ეს იმას ნიშნავს, შენ არასუფთად სთქვი აღსარება და თვითონ არ მიუტევე ძმას მთელი სულით შეცოდებანი მისნი.

 

* * *


   მოწყალე უფალმა დედამიწაზე მოგვცა სულიწმიდა და სულიწმიდით განმტკიცდა წმიდა ეკლესია. სულიწმიდამ გაგვიხსნა ჩვენ არა მარტო მიწიერი, არამედ ზეციურიც. სულიწმიდით ჩვენ შევიმეცნეთ უფლის სიყვარული. სიყვარული უფლისა მგზნებარეა. სიყვარულით განმსჭვალულმა წმიდა მოციქულებმა მთელი ქვეყნიერება მოიარეს; მათ სულებს სწყუროდათ რომ ყველა ადამიანს შეემეცნებინა უფალი.

წმიდა სილუანი


უკან დაბრუნება