მთავარი > სხვადასხვა > მოყვასის სიყვარული
მოყვასის სიყვარული6-06-2013, 00:06 |
ვინც მოყვასის ცოდვას საკუთარ თავზე იღებს, მას მეტი სიყვარული აქვს, ვიდრე იმას, ვინც თავისი თანამგზავრის მძიმე ტვირთს იდებს მხარზე.
* * * მისთვის, ვინც მოყვასის წრფელ სიყვარულში იღლება, დაღლილობა დასვენებად იქცევა. ხოლო ის, ვისაც საკუთარი თავი უყვარს და არაფერს აკეთებს, უსაქმოდ ჯდომისგანაც იღლება.
* * * ცვლილებას, რომელსაც სული გულითად სიხარულთან ერთად განიცდის მოყვასისთვის ჩადენილი სულ მცირე სიკეთის შედეგად, ვერ გამოიწვევს უდიდესი კარდიოლოგიც, თუნდაც დოლარების ტომარა მისცე მას.
ბერი პაისი
* * * თვით მოყვასის სიყვარულის გამო არ უნდა შეასრულო ის, რასაც იგი ჭირვეულობის, ვნების, უწესო ჩვევების გამო გთხოვს. ასევე სიყვარულისა გამო არ ჰმართებს მოძღვარს თავისი სამწყსოს მიმართ ზედმეტი დათმობის, სირბილის გამოჩენა.
ეპისკოპოსი იაკობ ნიჟეგოროდელი
* * * თითოეულის სარგებელი მოყვასის სიყვარულში მდგომარეობს, მოყვასის სარგებელი კი - მის სარგებელში.
* * * როგორებიც ვართ ჩვენ მოყვასის მიმართ, ისეთივე იქნება ღმერთი ჩვენს მიმართ.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * თუ ჭეშმარიტად გიყვარს მოყვასი, როგორც ამბობ, ცუდს კი ნუ იტყვი მასზედ, არამედ სიყვარულის ამგვარი გამოვლინება სათნოა ღვთისთვის.
ღირსი იოანე სინელი
* * * იმის მიხედვით, თუ როგორ შეითვისებს ადამიანი თავის მოყვასს, შეიძლება ვიმსჯელოთ, მასში არსებული სულიწმიდის დონის შესახებ; თუ ადამიანი თავის ძმაში ხედავს სულიწმიდის ყოფნას, ეს იმას ნიშნავს, რომ მასაც აქვს დიდი მადლი, ხოლო თუ არ უყვარს თავისი ძმა, მაშინ ისიც შეპყრობილია „ავი სულით".
წმიდა სილუანი
* * * ის ვინც მოყვასს ისე უყურებს, როგორც საკუთარ თავს, ნუთუ დაუშვებს, რომ იმაზე მეტი ჰქონდეს, ვიდრე მოყვასს აბადია.
* * * მოყვასის პირში ქება იგივეა, რაც ფეხის დადება სწრაფად მიმავალისათვის.
წმიდა კიპრიანე კართაგენელი
* * * ყოველი კაცი ჩვენი მოყვასი და ძმაა, უმეტესად კი, რა თქმა უნდა, უბედური და გაჭირვებული.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * * როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭმუნვარებით მიართმევ უფალს ლოცვით, როგორც შენთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვის - შენთვის ცნობილი და უცნობი მტრისა და მეგობრისათვის, შენი შეურაცხმყოფელისათვის - მაშინ იცოდე, რომ გულით გიყვარს მოყვასი. მაგრამ სულის ასეთი მოწესრიგება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სიყვარულის საქმეს ფარულად აკეთებ.
წმიდა გრიგოლ პალამა
* * * ჩვენ ველით სამსახურს სხვათაგან და სიკვდილივით გვეშინია „მსახურის მდგომარეობაში" ყოფნისა, საკუთარი ამპარტავნების გასამართლებლად კი მოგვყავს ასაკი, მდგომარეობა საზოგადოებაში, დაღლილობა, სნეულებანი და ა. შ. მხოლოდ ერთი წამით წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა ჩვენი ცხოვრება, თითოეულმა ჩვეგანმა რომ აი, ამ წუთიდან წესად გაიხადოს მოყვასის სურვილების აუცილებელი შესრულება და ისწრაფოდეს თავისი ძალების, ტალანტებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ემსახუროს მოყვასს, თავისი თავი კი დაივიწყოს, უფლის სიტყვისაებრ „იყოს ყველას მსახური".
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი უკან დაბრუნება |