მთავარი > საცდურები > მკითხაობის ცოდვის შესახებ

მკითხაობის ცოდვის შესახებ


7-06-2013, 00:27
მკითხაობის ცოდვის შესახებ

   ახლაც არიან ცრუ მასწავლებელნი, რომელნიც სჯულის საწინააღმდეგო ჩვეულებებს ნერგავენ და დედაბრულ ზღაპრებს ავრცელებენ. საოცარი და საზარელია ის გავლენა, რომელიც განსაკუთრებით დაბალ წრეში აქვს მკითხავთა დედაბრულ ზღაპრებს. ისინი ოჯახებს უსარგებლო ხარჯში აგდებენ და ამდენად მორალურადაც აზარალებენ.

 

 

* * *


   მიზეზი იმისა, რომ მკითხავები ადვილად ატყუებენ ხალხს, ხალხის უმეცრება და უსწავლელობაა. ადამიანი, რომელმაც არ იცის სარწმუნოება, ადვილად ხდება საკბილო მკითხავისა, რომელიც მისგან მხოლოდ სარგებლობას ეძებს. ასე რომ, ეს უწესობა მხოლოდ სწავლითა და განათლებით მოისპობა.

 

 

* * *


   მკითხაობა ისაა, როცა სადმე გამოჩნდება კაცი, ან ქალი, ცბიერი და ცრუ და დაინახავს რა, რომ უმეცარი და გამოუცდელი ადამიანები ცრუსა და უცნაურ ამბებს ადვილად იჯერებენ, გამოაცხადებს, რომ თითქოს მას ყოველი საიდუმლოს გამოცნობა შეუძლია, რომ იციან მიზეზი ყოველი ვნებისა და უბედურებისა და მათგან თავის დახსნისა. ჩვენ ვართ მოწმე და მნახველი, რომ მკითხავს ნაცვლად მორჩენისა, ავადმყოფი მოუკლავს და მეუღლეთა თუ მეზობელთა შორის, ნაცვლად სიყვარულისა, მძულვარება დაუთესია, შეუძლებელია მოკლედ იმ უბედურებათა აღწერა, რომელთა მიზეზიც მკითხავი და მისი სიცრუეა.

 

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


 

 

* * *


   ზოგიერთი ისე კადნიერდება, რომ შელოცვა - მჩხიბაობის დროს უხმობენ ღვთისმშობელს, წმიდანებს და პირჯვარს ისახავენ, მაგრამ მათ უნდა გავურბოდეთ.

 

 

ღირსი მამა თეოფანე დაყუდებული


 

 

* * *


   მკითხაობა დიდი ცოდვაა. ვინც მკითხაობს და ადამიანებს ნებით თუ უნებლიედ გასაწირად იმეტებს, შუაგული ჯოჯოხეთი არ ასცდება შეუნანებლობის შემთხვევაში.

 

 

* * *


   მკითხაობა დიდი ცოდვა და ღვთის მოწინააღმდეგეობაა. ღვთისგან დაფარულის ბოროტად გამჟღავნების ერთგვარი მცდელობაა, რასაც მკითხავი ეშმაკის შთაგონებით ნაწილობრივ ახერხებს.

 

 

* * *


   მკითხავი ეშმაკის მეშვეობით ადამიანს უყვება მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვან ამბებს. განსაკუთრებით იმ პრობლემების ირგვლივ, რამაც მასთან მიიყვანა. მაგალითად ეუბნება სახელს, მოსვლის მიზეზს და სხვა. ურწმუნო ადამიანზე ასეთუ ფაქტების სიზუსტე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. სინამდვილის მოსმენით გაოგნებულს ეჭვი აღარაფერში ეპარება და მზადაა მკითხავის ნებისმიერი რჩევა გაითვალისწინოს.

 

 

მამა გაბრიელი


უკან დაბრუნება