მთავარი > სხვადასხვა > ცოდვათა მიტევება

ცოდვათა მიტევება


3-06-2013, 00:07
ცოდვათა მიტევება

   არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისათვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე.

 

* * *


   თუ სხვას არ მიუტევებ, ამით მას ვერაფერს დააკლებ, მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ.

 

* * *


   მიუტევე ცოდვები მონას, რათა უფალმა შენც მოგიტევოს; თუ მან ძლიერ გაგანაწყენა, რაც მეტად მიუტევებ, მით მეტად მოგეტევება.

 

* * *


   შემწყნარებელნი ვიყოთ მტრების მიმართ, რათა იგივე მივიღოთ ღვთისაგან.

 

* * *


   წყენების სანაცვლოდ, რომელიც უსამართლოდ დავითმინეთ, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთი ან ცოდვათა მიტევებას გვაძლევს, ანდა გვასაჩუქრებს.

 

წმიდა იოანე ოქროპირი


 

* * *


   არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.

 

ნეტარი ავგუსტინე


 

* * *


   ვინც გულში ავის ხსოვნას ინახავს, ჰგავს კაცს, რომელსაც გულში გველი ჰყავს ჩახუტებული.

 

წმიდა ეფრემ ასური


 

* * *


   ნიშანი არაპირფერული სიყვარულისა წყენის მიტევებაა, რამეთუ სწორედ ამგვარად შეიყვარა უფალმა ეს სოფელი.

 

* * *


   შეუძლებელია ვინმეს შეცდომების მთელი გულით პატიება ჭეშმარიტი ცოდნის გარეშე, რამეთუ ის უჩვენებს თითოეულს, რომ ეს შეცდომა მისივე საკუთარია.

 

წმიდა მარკოზ განშორებული


 

* * *


   როგორც კი წყენა შენს გულს აანთებს, გაიხსენე ქრისტე და მისი ვნებები, განსაჯე, რომ შენს მიერ დათმენილი ძალიან მცირეა ზეციური მეუფის ტანჯვასთან შედარებით; მაშინ წყალით ჩააწრობ შენს მწუხარებას.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი


 

* * *


   სიკეთე სპილენძზე ჩაიწერე, წყენა კი - წყალზე.

 

წმიდა ისიდორე პელუზიელი


 

* * *


   უფალმა ორი ნიჭი გვიბოძა, რომლებიც ჩვენი სუსტი გულისათვის ერთნაირად ძვირფასია - ხსოვნა და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობა მის ხსოვნას ითხოვს; ხოლო როდესაც ბოროტებას გვიკეთებენ, სიყვარული მას გვავიწყებს.

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი


 

* * *


   ჩემთვის მთელი დროის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი წუთებია, როცა სერობის შემდეგ მუხლს ვიდრეკ და ვამბობ: „მამაო და ძმანო, შემინდეთ მე ცოდვილს და ყოვლადწმიდა ღმერთი მოგიტევებთ თქვენ".

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი


 

* * *


   ცოდვათა მიტევების ნიშანი ისაა, რომ ადამიანი გამუდმებულად თავს ღვთის მოვალედ გრძნობს. ვინც საკუთარ ცოდვებს დასტირის, მან არ იცის ტირის თუ არა, ან დაეცა თუ არა სხვა, ამიტომ იგი სხვათა განსჯას არ შეუდგება.

 

ღირსი იოანე სინელი


 

* * *


   ხიდი, რომელზეც ყველანი გადავდივართ, დამნაშავეთა პატიებაა, და თუ დამნაშავეს არ პატიობ, ანგრევ ხიდს, რომელზეც უნდა გადასულიყავი. მაშ ასე, კარგი ნიმუში და მაგალითი გახდი სხვათათვის შენი კეთილი და ღმრთისსათნო საქმეებით და ნუ ეცდები, რომ შენი ენით მოერიო ყველას.

 

იოსებ ათონელი


უკან დაბრუნება