მთავარი > საცდურები > ამა სოფლის საცთურები
ამა სოფლის საცთურები31-05-2013, 00:06 |
თუმცა ძნელი არ არის მივხვდეთ, რომ ჩვენი ბუნებაც, რომელიც წამხდარია დაუმორჩილებლობით, და ეს სოფელიც თავისი სხვადასხვაგვარი ხიბლით ეშმაკს ეხმარება. ღმერთმა კი თავისუფალი ნება მოგვანიჭა. გვმართებს ვისწრაფოთ სათნოებისაკენ ძალისაებრ ჩვენისა, მაგრამ მასში განმტკიცება ჩვენს ხელთ არ არის, არამედ უფლის ნებაა, უფალი გვიფარავს არა ღვაწლისათვის, არამედ სიმდაბლისათვის: „სადაც დაცემა აღსრულდა - იქ მანამდე ამპარტავნება უფლობდა" - ამბობს კიბისაღმწერელი.
* * * მონაგები სიუხვე, სიმდიდრე, მშობელთა სიყვარული და ქება - დიდება გარშემომყოფთაგან დიდი დაბრკოლებაა სულიერი ცხოვრების გზაზე. წმიდა მამებს ძალიან ეშინოდათ ცოდვის ამ მიზეზების და ყოველმხრივ განერიდებოდნენ მათ. ამიტომ მიდიოდნენ მონასტრებსა და უდაბნოებში. მაგრამ შენ ნურსად გაიქცევი, არამედ ეცადე იყო ბრძენი, ვითარცა გველი და უმანკო, ვითარცა ტრედი. სხვა ყოველივე წარმავალია, ამაოა, ყალბია, უნდა გვახსოვდეს და გვწამდეს, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოვკვდებით. იქ საუკუნო სიცოცხლეა და დრო გაჩერებულია. უფალო შეგვიწყალე!
ვალაამის მონასტრის სქემ - იღუმენი იოანე
* * * მაცდური სარგებლობს ახალგაზრდული ასაკით, რომელშიც ყველაფერთან ერთად ახალგაზრდული ხორციც ამბოხებულია და ცდილობს, ახალგაზრდობა იმ რთულ პერიოდში გარყვნას, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მათი გონება ჯერ მომწიფებული არ არის, სრულიად გამოუცდელი არიან და სულიერი სიფრთხილე არ გააჩნიათ. ამიტომ ყმაწვილებმა ამ კრიტიკულ ასაკში უნდა იგრძნონ, რომ მათთვის გამუდმებით უფროსების რჩევებია საჭირო. ეს რჩევები სჭირდებათ მათ იმისათვის, რომ ერული დაცემის ტკბილ გორაზე ფეხი არ დაუსხლტეთ. რაც იმით ემუქრება, რომ შედეგად მათი სული შფოთით აღივსება და სამუდამოდ განეშორებიან ღმერთს.
მამა პაისი მთაწმინდელი
* * * მაცთურთა პირველი ნიშანი და თვისება ის არის, რომ ისინი ლაპარაკის დროს სულიერსა და ხორციელს, ქვეყნიურსა და ზეციურს, სამოქალაქო წყობასა და საღმრთო სჯულს ერთმანეთში ურევენ. ამ განყოფილსა და განსხვავებულ საგნებს ერთად განიხილავენ და გმობენ.
* * * მეორე ნიშანი ზოგიერთი აწინდელი მაცთურისა იმაში მდგომარეობს, რომ მათი მტკიცებით საღმრთო წერილი იმავეს ასწავლის, რასაც თვითონ ჰქადაგებენ. ამასთანავე, ვითომ სწუხან და ზრუნავენ ქვეყნისათვის, ვითომ ღარიბი და დაცემული ადამიანები ებრალებათ და მათი აღდგენა და ბედნიერება სურთ; მაგრამ ეს ყოველივე ცბიერება და სიცრუეა.
* * * მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებულებად მოაჩვენებენ; თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რადგან მხოლოდ ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა აქვთ. საფუძვლიანი სწავლა დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ხოლო მათ არც პირველი და არც მეორე არ გააჩნიათ.
* * * საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალებისა და შფოთის აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან ქვეყანაზე. ეს თვით უფალმა იესო ქრისტემ წინასწარვე გვაუწყა; თვით მან ბრძანა, რომ მის სახარებას არა ყველა, არამედ მხოლოდ ისინი მიიღებენ, რომელთაც მისი ზეციური მამა გამოარჩევს და მასთან მიიყვანს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * * მშვიდად გადაიტანეთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ მტრის მიერ მიყენებულ პირველ წყენას, მიუტევეთ მას მეორეც, მაშინ მესამემდე საქმე არ მივა.
წმიდა ამბროსი მედიოლანელი
* * * ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის.
ნეტარი ავგუსტინე
* * * საცდური ჭირით დაწყლულებას ჰგავს, რომელიც ერთ ადამიანში იწყება და მრავალს - ახლოს მყოფს აზიანებს.
წმიდა ტიხონ ზადონელი უკან დაბრუნება |