მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მარხვა, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა მამათა შეგონებები მარხვის შესახებ
წმიდა მამათა შეგონებები მარხვის შესახებ23-03-2024, 00:20 |
გემოთმოყვარე შრომობს და დარდობს იმაზე, როგორ ამოივსოს მუცელი საჭმლით; ხოლო როდესაც შეჭამს, იტანჯება საჭმლის მონელების დროს; თავშეკავებას კი თან ახლავს ჯანმრთელობა და სიფხიზლე.
წმიდა ეფრემ ასური
* * * დასაბამად როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, იმთავითვე მარხვის მცნება დაუდო აღსასრულებლად - კეთილისა და ბოროტის ხისაგან არ ჭამოო... და თუკი სამოთხეში იყო აუცილებელი მარხვა, რაოდენ გზის უფრო სამოთხის გარეთაა იგი საჭირო ჩვენთვის, ცოდვას დაქვემდებარებულ ადამიანთათვის!...
* * * დასძლიე მუცელი, ვიდრე იგი დაგძლევს შენ.
* * * მარხვა ხორცისა - საზრდოა სულისა.
* * * მსუქანი მუცელი ვერ დაბადებს ფაქიზ აზრს.
* * * შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * ეშმაკთა უფროსი დაცემული მთიებია, ხოლო ვნებათა მთავარი - გემოთმოყვარება.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
* * * ვინაიდან არ ვმარხულობდით, გამოგვაძევეს სამოთხიდან! ამიტომ ვიმარხულოთ, რათა კვლავ შევიდეთ სამოთხეში.
* * * რამდენსაც წაართმევ სხეულს, იმდენ ძალას შემატებ სულს.
წმიდა ბასილი დიდი
* * * ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხებს, უსარგებლოა მისი მარხვა.
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
* * * ვისაც არ შეუძლია, თავის თავს რაიმე აუკრძალოს, თავი შეიკავოს ჭამისა და სმისაგან, იგი თავისი თავის უფალი ვერ იქნება; იგი ვერ შეძლებს, წინ აღუდგეს თავისი გულის რომელიმე სურვილს, ან რომელიმე ცოდვილ მიდრეკილებას.
* * * ნუ დაიჯერებთ, რომ კაცს გამაძღარი სტომაქით ლოცვა და მონანიება შეუძლია.
* * * ჭამისა და სმისაგან მრავალი სნეულებაა, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან - არცერთი.
წმ. ეპ. გაბრიელ ქიქოძე
* * * ვშიშობ, რომ ის, ვინც შეგნებულად თავს არიდებს მარხვას, ბუნებრივია, მხედველობაში მყავს ჯანმრთელი ადამიანები, - სერიოზულად არ ზრუნავს თავის გადარჩენაზე.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
* * * მარხვა ზოგადი სახელია და ბუნების საზღვარია, ესე იგი, ბუნების საზღვრების წეს - რიგის დამცველია, რათა არა გარდახდენ განწესებათა, ვითარცა წერილ არს: „საზღვარი დასდევ, რათა არა გარდახდენ".
წმ. ალექსი ბერი
* * * მარხვა სასარგებლო და მადლმოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ იგი გულში მწუხარებას, გლოვას, თავმდაბლობას გვაგრძნობინებს ჩადენილი ცოდვების გამო.
* * * მარხვა ცოდვათა ძილისაგან გამოღვიძების ჟამია.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
* * * საყვარელო, ენით იმარხე, ვითარცა დავით წინასწარმეტყველი გიბრძანებს: „დააცხურე ენა შენი ბოროტისაგან და ბაგენი შენნი ნუ იტყვიან ზაკუასა".
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
* * * სქემის კურთხევა მარხუათა შაბათ კვირიაკე კეთილ არს და აქა ჩუენც თანაშაბათ კვირიაკეთა აღსრულების კურთხევა სქემისაი; უკეთუ კულა სნეულად ვინმე არს და დამძიმდეს, რომელსაც დღესა იკურთხეს კეთილ არს.
წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი
* * * ცეცხლი შეშის მოკლებით სუსტდება, საჭმლის სიმწირით კი უჯერო გულისთქმები მოუძლურდება.
წმ. ნილოს სინელი Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |