მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > მადლი ღვთისა
მადლი ღვთისა19-01-2014, 00:09 |
მადლი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში იგივეა, რაც ფიზიკურ ცხოვრებაში სუნთქვა. ადამიანი სუნთქვის გარეშე სხეულით მკვდარია, ქრისტიანიც მადლის გარეშე ქრისტიანი არაა (რომ. 8,9), სულით მკვდარია.
ეფ. 2,1
* * * თუმცა სულიწმიდა ერთია, მისი ძღვენი თანაბარი არაა, ვინაიდან სულიწმიდის მიმღებნი თანაბარნი არ არიან.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * * მადლიანი დედაკაცი დიდებას იხვეჭს, უმოწყალო კაცები კი სიმდიდრეს იხვეჭენ. მოწყალე კაცი თავის სულს სიკეთეს უყოფს, გულქვა კაცი კი თავის სხეულს ღუპავს.
იგავნი სოლომონისა, თ. 10 – 11
* * * მადლიერება - ეს არის გრძნობა, რომელიც სიკეთისა და შეწევნის მოქმედში, უპირველეს ყოვლისა, უანგარობას უნდა ხედავდეს.
* * * უფალმა ადამს შთაბერა სული ცხოვრებისა. ადამი შექმნის მომენტიდანვე იყო ღვთაებრივი მადლის, ამ ღვთაების სუნთქვის ზიარი.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
* * * მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის გონებაში ეჭვი ჩნდება და იგი თავს აღიმაღლებს, მაშინვე უშვებს, რომ მის წინააღმდეგ გაძლიერდეს და განმტკიცდეს განსაცდელები, ვიდრე არ შეიცნობს იგი თავის უძლურებას და სიმდაბლით არ მიექცევა უფალს.
წმიდა ისააკ ასური
* * * მიწა არაფერს აღმოაცენებს წვიმის გარეშე, და მიწის გარეშე წვიმაც უსარგებლოა; სწორედ ასევე მადლი არ მოქმედებს თავად ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე, არც ადამიანის ნება - მადლის თანამონაწილეობის გარეშე.
* * * მოვიდა კეთილდღეობა - მადლობდე უფალს, და კეთილდღეობა მყარი იქნება. მოვიდა უბედურება - მადლობდე უფალს და იგი დასრულდება.
* * * როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც - ჩვენს გულმოდგინებას, რათა აგიზგიზდეს.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * * რა ზომის სარწმუნოებითაც აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, სულიწმიდა თავის ნაყოფს იმდენად აღმოაცენებს ჩვენში.
წმიდა მარკოზ მოსაგრე
* * * როგორც ის წყარო, რომელიც განუწყვეტლივ გამოადინებს სუფთა ნაკადულებს და უხვ დინებებს, არასდროს უკრძალავს მსურველს, დატკბეს წმიდა წყლის ძღვენით, ასევე ღვთაებრივი მადლიც ღიაა ყველასთვის, რათა ყველა დატკბეს ისე - ვისაც რამდენად სურს.
წმიდა ეფრემ ასური
* * * როგორც, ღვთის საზომის მიხედვით იზომება ჩვენი ცხოვრების საზომი - ასევე, ცხოვრების საზომის მიხედვით, იზომება ღვთის საზომიც (მადლის ნიჭების მიხედვით).
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * * სულიწმიდის მადლი ერთია და უცვლელი, მაგრამ თითოეულში მოქმედებს თავისებურად, როგორც მას უნდა.
* * * უპირველეს ყოვლისა, ის (მადლი) ღვთიური კრძალვით აღვიძებს სინდისს, რის გამოც ბოროტების მოქმედებმა შეინანეს და ღმერთს სათნოეყვნენ.
წმინდა მარკოზ განშორებული
* * * უწმინდურ სარკეში შეუძლებელია საკუთარი გამოსახულების მიღება; ასევე სულსაც, რომელიც დაკავებულია ცხოვრებისეული საზრუნავით და ხორციელი ვნებებითაა დაბნელებული, არ შეუძლია, მიიღოს სულიწმიდისეული განათლება.
წმიდა ბასილი დიდი
* * * ღმერთის საქმეა - მოგანიჭოს მადლი, შენი მოვალეობა კი მისი დაცვა და შენარჩუნებაა.
წმიდა კირილე იერუსალიმელი
* * * შეხედე გონებით, რა ხდება სულში. თუ მადლია მასში მცირე მაინც, მაშინ იქ მშვიდობაა და იგრძნობა სიყვარული ყველას მიმართ; თუ მადლი დიდია, სულში ნათელი და სიხარულია უდიდესი, ხოლო თუ უფრო დიდია, სხეულიც გრძნობს სულიწმიდის მადლს.
წმიდა სილუანი უკან დაბრუნება |