მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ზიარება

ზიარება


23-02-2014, 00:09

ზიარება

   ადამიანს ზიარების მიღების წინ, წესით, შიში, კრძალულობა და სინანული უნდა ჰქონდეს, ზიარების შემდეგ კი სიხარული და სიმშვიდე უნდა იგრძნოს, მაგრამ იმასაც უნდა განიცდიდეს, რომ მოუმზადებელია სიადუმლოსათვის.

 

 

ბერი იერონიმე


 

 

* * *


 

არ შეიძლება, პირველად მოსული დაკავებულ იქნეს ზიარებიდან. მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული ადამიანი, მიუხედავად მის მიერ აღიარებული თუნდაც მძიმე ცოდვებისა, აუცილებლად უნდა აზიაროს.

 

 

მამა გაბრიელი


 

 

* * *


 

მართალია, ჩვენს გრძნობებს ეჩვენება, რომ ზიარების წმიდა ნაწილნი - ჩვეულებრივი პური და ღვინოა, მაგრამ თვით უფლის საღმრთო მოწმობით, ეს მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია.

 

 

წმიდა კირილე იერუსალიმელი


 

 

* * *


 

სქემის კურთხევისა შემდგომად, უკეთუ სხუაჲ არა რაჲ ბრალი შეემთხუა, მარადის ეზიარებოდიან; უკეთუ კულაჲ შერამე ემთხვოს ცოდუაჲ, კუალად კანონი უზიარებოობისა დაიმარხოს, ვითარცა შეჰგავეს ცოდუას.

 

 

წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი


 

 

* * *


 

ღვთაებრივი ზიარება ჯილდო არ არის - იგი წამალია.

 

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი


 

 

* * *


 

წმიდა ზიარებას მიეახლე საკუთარი ცოდვილი ბუნების შეგრძნებით, სიწრფელითა და კეთილკრძალულებით, იმის შემეცნებით, რომ იღებ ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს. ვინაიდან, ჩვენ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ვჭამოთ ხორცი, ღმერთმა სახიერებითა თვისითა ინება, რომ ჩვენ ცოდვილთ მივიღოთ ის ღვინისა და პურის სახით.

 

 

ვალაამის მონასტრის სქემ - იღუმენი იოანე


 

 

* * *


 

ზიარება ცხოვრების წყარო მხოლოდ იმათთვისაა, ვინც მისთვის ღირსებით მოემზადა, ხოლო უღირსებისა და უკეთურებისათვის იგი დამსჯელ ცეცხლად გადაიქცევა. ზიარებისთვის პირველ რიგში მარხვით ვემზადებით, მაგრამ რადგანაც მარხვა თავისთავად სათნოება არაა, ამიტომ უსარგებლოა, თუ მმარხველს ჭეშმარიტი სათნოებებით არ შემოსავს.

 

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


 

 

* * *


 

ვინს ეზიარა, იღებს ძალას, ნათლდება, ხედავს ახალ ჰორიზონტებს, და განიცდის სიხარულის მოზღვავებას. თითოეული განსხვავებულად, სულიერი ტემპერამენტისა და განწყობილების შესაბამისად. ზოგი გრძნობს სიხარულს და მოსვენებას, ზოგი - მშვიდობას, ზოგი - ერთგულების რწმენას, და ზოგი - უსაზღვრო თანაგრძნობას ყოველივესადმი. პირადად, ბევრჯერ ვყოფილვარ დაცლილ - დაქანცული, მაგრამ უფალთან ზიარების შემდეგ, დაღლილობა მთლიანად მომხსნია.

 

 

ბერი ამფილოქე


 

 

* * *


 

სულიერ გზას სინანულით უნდა შეუდგე და საღვთო ევქარისტიის საიდუმლოთი განმტკიცდე. ზიარება უნდა მიიღო არა წელიწადში ერთხელ, როგორც ეს ამა სოფლისკენ მიდრეკილ ქრისტიანებს ექცათ ჩვევად, არამედ ბევრჯერ, როგორც მონასტერშია მიღებული, რადგან ხშირი ზიარების გარეშე შეუძლებელია სულიერი ცხოვრება ერში. შენი სხეული ხომ იფიტება და უძლურდება, როდესაც საკვებს არ აწვდი. სულსაც სჭირდება თავისი ზეციური საზრდო, არადა გამოიფიტება და დაძაბუნდება. ზიარების გარეშე შენში მინელდება სულიერი ცეცხლი, მას ამსოფლიური ხარახურა დაეყრება და ქვეშ დაიტანს.

 

 

* * *


 

გვმართებს, სინანულის არქონაც აგრეთვე ცოდვად ვაღიაროთ. და თუ ცოდვაში დარჩენის ბოროტი და შეგნებული სურვილი არა გაქვს, თუ იგი არ გიყვარს, არამედ მის გამო გრცხვენია, წმიდა ეკლესია მღვდლისადმი მინიჭებული ძალაუფლებით მოგვიტევებს ყველა ცოდვას და ზიარების ღირსიც გახდები. იგივე ითქმის რწმენის სისუსტეზეც. დაე, შეგნებული გქონდეს შენი რწმენის სიმცირე და უსუსურობა. მაგრამ, ხომ გსურს, რომ გწამდეს; შენ ურწმუნოებას საკუთარ ცოდვად აღიქვამ და ღაღადებ: „მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა" (მარკ. 9, 24). და მცირედმორწმუნეობის მიუხედავად, ზიარებას ღირსეულად მიიღებ.

 

ოპიტნელი ბერი (სტარეცი)


უკან დაბრუნება