მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ვნებებთან ბრძოლა

ვნებებთან ბრძოლა


22-02-2014, 00:08
ვნებებთან ბრძოლა

   ადამიანს ვნებებისაგან სრულად განთავისუფლება არ ძალუძს. შეიძლება, ისინი ნებისყოფას დაუმორჩილო, მაგრამ შეუძლებელია, რომ საერთოდ არ გქონდეს.

 

 

წმიდა იოანე ოქროპირი

* * *

 

არ წარმოიქმნება ღრუბელი ქარის გარეშე, არც ვნება იბადება აზრის გარეშე.

 

 

* * *

 

ვისთვისაც უცნობია მტრის სამალავი, ადვილად იღუპება; ვინც არ იცის ვნებების მიზეზი, ადვილად ეცემა.

 

 

* * *

 

ვნება, რომელიც საკუთარი ნებით მოიყვანეს მოქმედებაში და გამოკვებეს, შემდგომში უკვე სურვილის საწინააღმდეგოდ ძლიერ აუმხედრდება მის მიერ დამორჩილებულ ადამიანს.

 

 

* * *

 

ვისაც ვნებები სძულს, მათ მიზეზებსაც იკვეთს; ხოლო ვინც მათ წარმომქმნელ მიზეზებში იმყოფება, ის სურვილის საწინააღმდეგოდ ვნებების მიერ იქნება ძლეული.

 

 

* * *

 

წარმოიდგინე, რომ არსებობს თორმეტი უწმინდური ვნება. თუ ერთ - ერთს მაინც ნებით შეიყვარებ, მაშინ ეს ერთი დანარჩენი თერთმეტის ადგილს დაიკავებს.

 

 

წმინდა მარკოზ განშორებული

 

 

* * *

 

ვინც დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგება ვნებებს, იგი მალე გაიმარჯვებს მათზე.

 

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

* * *

 

ვისაც ვნებები სძულს, იგი მათ მიზეზებს განაგდებს; ხოლო ვინც მათ წარმომშობ მიზეზებთან მყოფობს, იგი უნებურად დაძლეულია ვნებებისაგან.

 

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

* * *

 

ვნება კერპს ქმნის: ვნებით დატყვევებული ადამიანი ამ ვნების საგნის - სხვა ადამიანის აღქმაში რეალობის შეგრძნებას კარგავს და იმ ღირსებებს მიაწერს, რაც მას არ ახასიათებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ვნება ყოველთვის ბრმაა, ის ყოველთვის ცრუობს. თავად ბრმა, გონებასაც აბრმავებს და ორივენი ერთ ორმოში ცვივიან: „ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ხელეწიფების ბრმასა ბრმისა წინა - ძრუანვად? არა - მეა ორნივე ჯურღმულსა შთაცვენ? (ლკ. 6,39).

 

 

 

* * *

ვნება ადამიანისგან დროისა და სიკვდილის დავიწყებას მოითხოვს, ის წამის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამიტომ ვნება ყოველთვის ცრუობს, ყოველთვის ატყუებს ადამიანს. ის ძაღლს ჰგავს, რომელსაც ხორცის ნაჭერი მიუგდეს და მაშინვე გამოსტაცეს პირიდან.

 

 

 

* * *

ვნება ბრმაა; როცა ის სულის სფეროში იჭრება, მაშინ ადამიანი წყვდიადში დაძრწის. ამ ლაბირინთიდან გამოსასვლელი არ არის. ვნებები ცრუობენ. ისინი სიმახინჯეს სილამაზედ წარმოაჩენენ. ჩვენ ვამბობდით, რომ ყველაზე საძაგელი სურათი, რაც კი შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს, საფლავში გახრწნილი გვამია; მატლებისაგან შეჭმული გვამი - ეს სახეა ჯოჯოხეთისა და ამავე დროს სამშვინველისაც, რომელსაც ვნებები ხრავენ.

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

* * *

 

ვნება ძაღლს ჰგავს. ძაღლი მოგვდევს და მიგვერეკება, როდესაც მისგან გავრბივართ, ხოლო როდესაც ვდგევართ და ვაგდებთ, იგი გაგვირბის; ასევე ცოდვაც მისდევს მას, ვინც დაემონება და ემორჩილება, და უთმობს იმას, ვინც ეწინააღმდეგება.

 

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *

 

თუ ავისმდომს შეიწყნარებ, მტერი გეყოლება; და თუ ვნებას შეიწყნარებ, იგი შენს წინააღმდეგ ამხედრდება.

 

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

* * *

 

ის კი არ არის საშიში, რომ ვნებები გვებრძვიან და ჩვენს ვებრძვით მათ; უბედურება ისაა, თუ სიზარმაცით ან დაუდევრობით დავემხობით მოწინააღმდეგის წინაშე.

 

 

წმიდა ეფრემ ასური

    * * *

 

ყველა ვნებას სიმდაბლე ამარცხებს, რომელიც შრომით მოიპოვება. ძმაო! ღმერთმა მოგცეს ძალა, განკითხვასთან (განსჯასთან) და ღმრთის შიშთან შეერთებული.

 

 

წმ. ბარსანუფი დიდი

* * *

 

ყოველ ჩვენგანს აქვს მემკვიდრეობითი ვნებები, მაგრამ თავისთავად ისინი არ გვნებენ ჩვენ. ვთქვათ, ადამიანი დაიბადა, მაგალითად, სახეზე ხალით, რომელიც ალამაზებს მას, მაგრამ თუ ამ ხალს გააღიზიანებენ, შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნე განვითარდეს. არ უნდა დავანებოთ ბოროტს, რომ მან გააღიზიანოს ჩვენი ვნებები, თუ მას ამის საშუალებას მივცემთ, სულიერი კიბო დაგვეწყება.

 

 

მამა პაისი მთაწმინდელი


უკან დაბრუნება