მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვა - პასუხი

კითხვა - პასუხი


21-04-2013, 15:11

  გიორგის შეკითხვა: რატომ ითვლება ცოდვად ბანქოს, იგივე კარტის თამაში და სიგარეტის მოწევა?

 პასუხი: აზარტი, კარტის თუ სხვა სახის თამაში, მით უფრო ფულზე, მძიმე ცოდვა გახლავთ. ის ერთი შეხედვით გვეჩვენება უმნიშვნელო გატაცებად, მაგრამ ნებისმიერ აზარტს ადამიანი კიდევ უფრო ღრმა დამოკიდებულებაში შეჰყავს. თუ პიროვნება თავდაპირველად დებს მხოლოდ ერთ ლარს, შემდეგში "სტავკები", როგორც წესი, იზრდება.

    ადამიანები დღეს აგებენ უზარმაზარ თანხებს; ჰყიდიან სახლებს და სხვა ქონებას. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია. ახალგაზრდა ბიჭები, უიმედობის ცოდვით დამონებულნი იკლავენ თავს. ამისი არა ერთი მაგალითი არსებობს. ამდენად, დღეს ამ ცოდვას მომაკვდინებელ ცოდვებში განვიხილავთ.

        ღმერთმა გვაშოროს ეს განსაცდელი.

  თუთუნის მოწევა შეგვიძლია მსუბუქი სახის ნარკოტიკს მივაკუთვნოთ, რომელიც წარმართული ინდური მაგიისაგან იღებს სათავეს. წარმართები სულების გამოძახების მიზნით წრიულად სხდებოდნენ და გადასცემდნენ ერთმანეთს მოსაწევს სულების გამოსახულებით.

    ეს წრე წააგავდა სპირიტებისა და მასონების წრეს. როგორც ჩანს, ინდიელები თუთუნს სხვა ნივთიერებებსაც ურევდნენ, რაც მათში ჰალუცინაციას და ხიბლს იწვევდა.

   ზოგიერთი მორწმუნე, დამონებული ამ ვნებას, ამბობს, რომ ის აბსოლუტურად ნეიტრალურია სარწმუნოებასთან მიმართებაში. მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ვინაიდან, სიგარეტით ვერ დადგები ლოცვაზე და ვერ გადაიწერ პირჯვარს. ეს შეუთავსებელია ერთმანეთთან.

      სავალალო ის გახლავთ, რომ ინდიელებთან მხოლოდ მამაკაცები ეწეოდნენ, ხოლო ჩვენთან ქალბატონებიც.

      დასკვნები თავად გააკეთეთ.

 



უკან დაბრუნება