მთავარი > საცდურები > ეშმაკი

ეშმაკი


15-04-2013, 22:17
ეშმაკი

   ადამიანები ნანობენ, ხოლო ყოფილი ანგელოზები ისე ღრმად დაეცნენ, რომ ეშმაკებად იქცნენ და სინანულის ნაცვლად კიდევ უფრო ცბიერნი გახდნენ, კიდევ უფრო ბოროტნი, გამძვინვარებულნი ისინი ღვთის ქმნილების განადგურებას ცდილობენ.

 

 

მამა პაისი მთაწმინდელი


 

 

* * *


 

გამუდმებით რაიმე სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკმა ყოველთვის დაკავებული გნახოს.

 

 

ნეტარი იერონიმე


 

 

* * *


 

გმობის აზრებით ეშმაკი ტანჯავს მგრძნობიარე ადამიანებს, რათა ისინი მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს.

 

 

ბერი პაისი


 

 

* * *


 

გონება და გული ზეცისა და მარადიულობისაკენ მიმართე და ეშმაკი ვერ შეგიპყრობს; რაც უფრო მაღლა დაფრინავს ჩიტი, მით უფრო უსაფრთხოდაა; ხოლო როდესაც დაბლა, მიწაზე ეშვება, ადვილად დაიჭერენ ან მოკლავენ.

 

 

წმიდა ტიხონ ზადონელი


 

 

* * *


 

ეშმაკები ცნობენ ადამიანებს და ეშინიათ იმათი, რომელთა გონება შებოჭილია არა ამქვეყნიური საქმეებით და თუმცა დედამიწაზე დადიან, სული და გონება მათი ზეცაშია.

 

 

ღირსი ზოსიმე პალესტინელი


 

 

* * *


ეშმაკებს, როგორც ამბობენ, არაფერი ისე არ ახარებთ, როგორც ცოდვის ბოროტი სიმყრალე და არც ერთი სხვა ვნება ისე არ უყვართ - როგორც სხეულის შემბილწველნი.

 

 

* * *


 

ჩვენს დაცემამდე ეშმაკები ღმერთს კაცთმოყვარედ წარმოგვიდგენენ. დაცემის შემდეგ კი - სასტიკად.

 

 

ღირსი იოანე სინელი


 

ეშმაკთან ბრძოლა ღმერთთან შერიგებას ნიშნავს.

 

 

* * *


 

ეშმაკი იმიტომაც შთააგონებს ზოგიერთს იმის ფიქრს, თითქოს გეენია არ არსებობდეს, რომ მასში ჩააგდოს.

 

 

* * *


 

ნაბრძანები გვაქვს, მტრად ვიყოთ მხოლოდ  ეშმაკთან; მას ნურასოდეს შეურიგდები.

 

 

წმიდა იოანე ოქროპირი


 

 

* * *


 

ეშმაკი ამცირებს (ჩვენს თვალში) პატარა ცოდვებს, რამეთუ სხვაგვარად მას არ შეუძლია, უფრო დიდ ბოროტებამდე მიგვიყვანოს.

 

 

* * *


 

ვინც ამბობს, რომ ეშმაკის ყველა მანქანებას ხედავს, საკუთარ თავს არ იცნობს და თავი სრულყოფილი ჰგონია.

 

 

წმიდა მარკოზ განშორებული


 

 

* * *


 

ეშმაკი თავის მახეს შეიძლება თვრამეტი წელიწადი აგებდეს, რათა ვინმე გახლართოს მასში. მტერს არსად ეჩქარება...

 

 

* * *


 

ეშმაკი მხოლოდ გვიბიძგებს ცოდვისაკენ, მაგრამ საბოლოო სიტყვას - „დიახ"! - ჩვენ ვამბობთ.

 

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი


 

 

* * *


 

ეშმაკი იმ ანგელოზებრივ ძალასა და სილამაზეზე, დიდებასა და სახეზე ამყარებდა იმედებს, რომელიც ღვთისგან ჰქონდა მიცემული, იმედოვნებდა, როგორც მარადიულად მის კუთვნილებაზე. ამიტომაც დაეცა და წყვდიადის სულად იქცა.

 

 

* * *


 

წმიდა მამები ეშმაკს ფერმწერს უწოდებენ, რომელიც ადამიანის გონებაში მაცდუნებელ სურათებს ხატავს.

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


 

 

* * *


 

ეშმაკის შეხებით ხორციელი ვნებები აღიძვრება და ავადმყოფობა წარმოიშობა, რომელზეც ჩვეულებრივი ადამიანური მკურნალობა არ მოქმედებს.

 

 

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი


 

 

* * *


 

ვერავის ისე მოხერხებულად ვერ აცდუნებს ეშმაკი, როგორც - უქმადმყოფსა და ზარმაცს.

 

 

წმიდა ტიხონ ზადონელი


 

 

* * *


 

მორწმუნეთა ლოცვა უდიდესი წამება და შიშია ბოროტი სულებისათვის.

 

 

წმიდა ნილოს სინელი


 

 

 * * *

 

როგორც ძლიერი ქარი მტვერს გაფანტავს, ასევე ჩვენი მტერი - ეშმაკი - განიდევნება ღმერთთან საუბრით, ლოცვითა და ცრემლებით.

 

 

* * *


 

ღვთის მცნებების მისაღებად უბრალოება გქონდეს, ეშმაკის მახის თავიდან ასაცილებლად კი - სიფრთხილე.

 

 

წმიდა ეფრემ ასური


 

 

* * *


 

საჭიროა, გვქონდეს უდიდესი სიფხიზლე, რადგან ჩვენს მტერს (ეშმაკს) არ სძინავს; იგი დიდი ხნის წინ გამოიდევნა სასუფევლიდან, ახლა კი არ სურს ვინმეს ზეცად აღსვლის დაშვება.

 

 

წმიდა იოანე მმარხველი


 

 

* * *


 

უხილავ ბოროტ სულებს - ეშმაკებს, შეუძლიათ შთაგონების ძალით, ნებისმიერი ფორმის და ფერის სახით ეჩვენონ და ეკონტაქტონ ადამიანებს.

 

 

მამა გაბრიელი


უკან დაბრუნება