მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ენით შეცოდება

ენით შეცოდება


24-02-2014, 00:07
ენით შეცოდება
   ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია. მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა. მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან.

 

 

 

იგავნი სოლომონისა, თ. 10-11


 

 

* * *


 

   განა სამარცხვინო, უკიდურესად სასაცილო არაა, რომ მსახურს, როგორც წესი, საკუთარი საჭიროებისათვის ვიყენებთ, ხოლო ენას, ჩვენი სხეულის ნაწილს, მსახურივითაც კი არ ვექცევით, არამედ ყველაზე უსარგებლო და ამაო საქმეებს ვაკისრებთ?

 

 

წმიდა იოანე ოქროპირი


 

 

* * *


 

   გაუფრთხილდი ენას: იგი ხშირად წარმოთქვამს იმას, რისი დაფარვაც უმჯობესი იქნებოდა.

 

 

წმიდა ნილოს სინელი


 

 

* * *


 

   გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია. მართალი ბაგე სამარადისოდ რჩება, მატყუარა ენა კი - წამიერია.

 

 

იგავი სოლომონისა


 

 

* * *


 

   ენა შენი, დაე, ყოველთვის გონების კარნახს ემორჩილებოდეს, რადგან გონიერებას მოკლებული სიტყვები ბასრ ეკლებად გექცევა შენვე.

 

 

* * *


 

   ერიდე ენით კიცხვასა და ლალვას, და საერთოდაც, აღვირი ამოსდე შენს ენას.

 

 

წმიდა ეფრემ ასური


 

 

* * *


 

   ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს ააცილებს.

 

 

სიბრძნე ზირაქისა, თ. 18-19


 

 

* * *


 

   თუ რომელიმე თქვენგანს ღმრთისმოსავი ჰგონია თავი, და ლაგამს არ ამოსდებს ენას, არამედ აცდუნებს თავის გულს, ფუჭია მისი ღმრთისმოსაობა.

 

 

კათოლიკე ეპისტოლენი იაკობისა, თ. 1


 

 

* * *


 

   იღვაწე, ადამიანო, დაეუფლე შენს ენას და არ განამრავლო სიტყვები, რათა არ განამრავლო ცოდვები.

 

 

წმიდა ანტონი დიდი


 

 

* * *


 

   პატარა გველია ენა, მაგრამ უდიდეს და მრავალ უბედურებას ჩადის; ორმაგი გალავნითაა შემოზღუდული, ანუ - კბილებითა და ტუჩებით, მაგრამ საკმაოდ მოხერხებულად გამორბის.

 

 

წმიდა ტიხონ ზადონელი


 

 

* * *


 

   სადაც შეშა არ არის, ცეცხლი ჩაქრება; სადაც ენატანია არ არის, შუღლს ბოლო ეღება.

 

 

იგავნი სოლომონისა, თ. 26-28


 

 

* * *


 

   სიკვდილ - სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი მის ნაყოფს იგემებენ.

 

 

იგავნი სოლომონისა, თ. 18-19


 

 

* * *


 

   ქართული ენა - მსოფლიო საოცრებაა! ის არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გადმოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი.

 

 

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II


 

 

* * *


 

   ჭრილობების მიყენება ენითაა შესაძლებელი და ენითვე განიკურნება: „რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა".

 

 

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 


 


უკან დაბრუნება