მთავარი > სხვადასხვა > სულიერი დაცემა
სულიერი დაცემა24-05-2013, 00:06 |
ადამის დაცემის შემდეგ, როცა ადამიანისთვის სამოთხე დაიკეტა და მცველად დადგენილ იქნა ქერუბიმი ცეცხლოვანი მახვილით (დაბ. 3, 24), დაცემულ ანგელოზთა მეთაური - სატანა თავისი მორჩილი ურდოებით „დედამიწიდან სამოთხისკენ მიმავალ გზაზე დადგა; და მას მერე, ჩვენი ხსნისთვის ქრისტეს წამებამდე და მაცხოვნებელ სიკვდილამდე, ბოროტს ამ გზაზე სხეულს განშორებული არც ერთი ადამიანის სული არ გაუტარებია. ზეცის კარი სამუდამოდ ჩაიკეტა ადამიანისთვის. მართალნიცა და ცოდვილნიც ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ. მარადისობის კარი და უვალი გზაც მხოლოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინაშე გაიხსნა".
ეპისკოპოსი ეგნატე
* * *
დაცემები - საშუალებაა თავის დასამდაბლებლად.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
* * *
მთელი უბედურება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შენ დაეცი, არამედ იმაში, რომ დაცემის შემდგომ არ დგები; იმაში კი არა, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ ცოდვას არ განეშორები.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც შებილწავს კაცს. მაშინ მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: თუ იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით შეცდნენ?
სახარება მათესი, თ. 15-16
* * *
როდესაც დაეცემი, ნუ მოუსმენ მათ, ვინც ამბობს: მთავარია, დიდად არ შესცოდო, ეს კი არაფერია. ხშირად მცირე ძღვენი მსაჯულის დიდ გულისწყრომას დააცხრობს.
ღირსი იოანე სინელი უკან დაბრუნება |