მთავარი > სხვადასხვა > მიწიერი და ღვთიური დიდება
მიწიერი და ღვთიური დიდება23-04-2013, 07:53 |
გსურს დიდების მიღება? გაექეცი დიდებას, თუმცა კი არ გსურს იგი.
* * *
ის კი არ არის დიდებული, ვისაც ეს სოფელი ადიდებს, არამედ ის - ვისაც ღმერთი განადიდებს.
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
ვინც არად აგდებს ადამიანურ დიდებას, იგი ღვთის დიდების ღირსი ხდება.
წმიდა ისააკ ასური
* * *
თუ გსურს, დიდებას მიაღწიო, შეიძულე იგი. და თუკი დიდებას დაუწყებ დევნას, მოაკლდები მას.
* * *
ჭეშმარიტი დიდება ისაა, რომ შეიძულო ადამიანური დიდება, არარაობად მიიჩნიო და ყველაფერი მხოლოდ უფლის საამებლად აკეთო და ილაპარაკო.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
იზრუნე ყოველთვის მარადიული დიდებისათვის, ვინაიდან ახლანდელი დიდება ყოველდღე გატყუებს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * *
ნუ გაყიდი მომავალ დიდებას ადამიანთა შექებაზე, რომელიც არაფრად ღირს.
წმიდა ნილოს სინელი
* * *
მე მანცვიფრებს, რომ ზოგიერთი ასე მიელტვის კაცობრივ და არა - საღმრთო დიდებას, რომელიც შველის, თუ კაცობრივ დიდებას განვერიდებით. ყველაზე მაღალი ხარისხიც რომ მოიხვეჭოთ, რაც კი ამქვეყნად არსებობს, მთელი ქვეყანა რომ მზად იყოს ჩვენს განსადიდებლად, რა სარგებლობას მოგვიტანს ეს? ქვეყნიური ქება - დიდება! განა ის სამოთხეს მოგვიტანს? თუ ჯოჯოხეთისაკენ გვიბიძგებს? ქრისტემ როგორ თქვა?! – „დიდება კაცთაგან არა მოვიღო".
მამა პაისი მთაწმინდელი
* * *
მიწიერი დიდება სხვა არა არის რა, თუ არა საცთური ჩვენი სულისათვის და ამ ცთუნების შედეგი. ჯერ კიდევ უკმევენ ადამიანები ქების მსხვერპლს მიცვალებულის ნეშტთან, მაგრამ გავა ერთი დღე და ყველაფერი ქრება. მაგრამ ვის გულს სეუძლია ღმერთის განსაკუთრებული შეწევნისა და მადლის გარეშე გულგრილი შეიქმნეს დიდებისმოყვარების მსახვრალი მომხიბლაობის მიმართ? ის იპყრობს წაბუკსაც ნათელცისკროვანი მოჩვენებებით, დაფნის გვირგვინით და ხალხის ტაშისკვრით. ის მოხუცსაც იტყუებს საუკუნო ძეგლის აღმართვით ჩინებული საქმისათვის, რომელნიც აღასრულა შთამომავალთა წინაშე.
კიევო-პეჩორის ლავრის მღვდელ-მონაზონი ვლადიმერი უკან დაბრუნება |