მთავარი > სხვადასხვა > გულის განწმენდა
გულის განწმენდა22-04-2013, 00:52 |
ვიდრე გული განიწმინდება, მას ამსოფლიური სურვილები აქვს და ისინი მას ახარებენ. მაგრამ განწმენდის შემდეგ გულს სწყინდება ამსოფლიური სურვილები, მათდამი სიძულვილს გრძნობს. და მაშინ გული სულიერით ხარობს. ამგვარად, ამსოფლიურ სურვილთა ჩახშობით განიწმინდება გული.
მამა პაისი მთაწმინდელი
* * *
მიუხედავად იმისა, რომ ორი თვალი გვაქვს, ერთბაშად არ შეგვიძლია მიწასაც უცქიროთ და ზეცასაც, წინაც და უკანაც, მით უმეტეს, როცა ერთი გული გვაქვს, არ შეგვიძლია, იგი უფალსაც მივაჯაჭვოთ და ქმნილებებსაც.
წმიდა ტიხონ ზადონელი
* * *
მოწყალე გული ცხადად იქნება შეწყალებული, უმოწყალოს კი - შესაბამისი მიეგება.
* * *
სანამ შენში ბოროტებას არ გაანადგურებ, გულს არ დაემორჩილო, რამეთუ როგორიცაა მასში ნადები, იმგვარსავე დანართს მოითხოვს.
* * *
სასტიკი გული ქალაქში შესასვლელი რკინის კართა მსგავსია, ტანჯულსა და შეურაცხყოფილს კი ისინი თავისით გაეხსნება, როგორც პეტრეს.
წმინდა მარკოზ განშორებული
* * *
ყოველ დროს, ყოველ წამს დაიცავი გული აზრებისაგან, რომელნიც არიან სულიერი სარკის დამლაქავებელნი, რაზედაც მხოლოდ იესო ქრისტე უნდა გამოისახებოდეს, რომელიც არის სიბრძნე მამა ღმერთისა. მუდამ უნდა ვეძებოთ ჩვენში ცათა სასუფეველი და აუცილებლად მოვიპოვებთ მას საიდუმლოდ გონების თვალის განწმენდით. ამისათვის თქვა უფალმა: „ცათა სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს", გულისხმობდა რა გულში ღვთაების არსებობას.
ფილოფეი სინაელი
* * *
ჩვენი გულის უდიდესი, მუდმივი შეცდომილება, რომელსაც ჩვენ განუწყვეტლივ, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვებრძოდეთ, ესაა მისი ფარული აზრი, რომ თითქოს ჩვენ შეგვიძლია სადმე, ოდესმე თუნდაც ერთი წუთით ვიყოთ ღვთის გარეშე.
წმიდა იოანე კრონშტადტელი უკან დაბრუნება |