მთავარი > სხვადასხვა > ღვთისმიერი გლოვა

ღვთისმიერი გლოვა


21-04-2013, 07:42
ღვთისმიერი გლოვა

   არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ ღვთისმიერი გლოვა სულს რგებს, მაგრამ, თუ რაში მდგომარეობს ეს სარგებელი, ამას მხოლოდ სულის სხეულიდან განსვლის შემდეგ შევიტყობთ.

 

 

* * *


 

გლოვა ისეთი გრძნობაა, რომელიც გულს გამუდმებით აღსარებისკენ უბიძგებს, იმდენად იწვის გული მხურვალე განცდით.

 

 

* * *


 

თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაი ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ. 6,14).

 

 

* * *


 

მათი თვისება, ვინც გლოვა, ახლად მოიპოვა და ნეტარ ტირილში წარმატება სურს, არის დაოკება და მდუმარება ბაგისა, ხოლო მათი, ვინც ამას უკვე მიაღწია - ურისხველობა და არაბოროტმეხსიერება, ხოლო სრულყოფილთა სიმდაბლე, უპატიობის წყურვილი, ტანჯვის ნებსით ძიება, ცოდვილთა განუკითხველობა, ყოველგვარ ძალას აღმატებული გულმოწყალება.

 

 

* * *


 

ჩვენ სულთქმასა და გლოვას აღვუვლენთ უფალს, მოშიშებით დაღვრილი ცრემლი ღვთის წინაშე გვშუამდგომლობს, ხოლო ის ცრემლი, რომელიც ყოვლადწმიდა სიყვარულის მიერ დაგვედინება, გვარწმუნებს, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილია.

 

 

* * *


 

ჭეშმარიტი გლოვა არის მწუხარე სული, რომელიც მხურვალე გულით გლოვობს და გამუდმებულად ცრემლის ღვრა სწყურია, სულ მას ეძიებს და როცა გამოუჩნდება, მთელი ძალით მისდევს და მწუხარებითა და მოთქმით მიჰყვება, თუ ასეთი რამ არის - ე. ი. გლოვაა.

 

 

* * *


 

ჭეშმარიტი გლოვა ყოველივე ხორციელი ნუგეშის მოკვეთაა მწუხარების გარეშე.

 

 

 

ღირსი იოანე სინელი


უკან დაბრუნება