მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > გონიერება
გონიერება20-02-2014, 00:06 |
ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ შეესატყვისება საღმრთო ბუნებას, ხოლო საკუთრივ ღმერთის ბუნებაზე რისი ფიქრიც ჯერ - არს, ეს მას არ ესმის.
წმიდა გრიგოლ ნოსელი
* * *
ამაღლებულ ღვაწლთა შორის კაცობრივი გონება ოდენ ხატს ჭვრეტს ჭეშმარიტებისა, ისე, როგორც უძლური მზერა ხედავს მზის ანარეკლს წყლის ზედაპირზე.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * *
არასოდეს არ უნდა დაიწყო არცერთი საქმე, თუ უფლის მიმართ ლოცვასთან შეერთებული გონიერებით არ განსჯი მას.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
* * *
არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სხეული მოსაგრეობით მოაუძლურეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დაშორდნენ ღმერთს, რადგან მათ გონიერება არ ჰქონდათ.
წმიდა ანტონი დიდი
* * *
გონება არის ძალზე მშვენიერი რამ, და მასში ჩვენი სწორედ ის ძევს, რაც შემოქმედი ღმერთის ხატად და მსგავსებად შეგვქმნის.
* * *
გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის რომ ადამიანს თავშეკავებლობა აღარ ძალუძს.
* * *
ყოველგვარ წამოწყებას გონიერება უნდა უძღოდეს; მის გარეშე ისიც, რაც სიკეთედ გვეჩვენება, შესაძლოა, ცოდვად იქცეს, თუ არ კეთდება თავის დროზე ანდა - ზომიერების დაცვით.
წმიდა ბასილი დიდი
* * *
გონება სულის მკვებავია, და ყველა სიკეთე და სიავე, რასაც ის ხედავს და ისმენს, გულში ჩაედინება, გული კი ცენტრია ადამიანის სულიერი და ხორციელი ძალებისა.
ბერი იოსები
* * *
გონებას, ჩემო შვილო, არ შეუძლია ერთ მდგომარეობაში გაჩერება, განსაკუთრებით იმისას, ვინც სულიერად სუსტია, ზოგჯერ მას კითხვა სჭირდება, ზოგჯერ - ფსალმუნება, სხვა დროს კი დუმილი. როცა ადამიანი დუმს, გონებას მარჯვე დრო ეძლევა, რომ ჩასწვდეს წმ. წერილის სხვადასხვა ადგილს, რომელთა შესწავლაც უკვე მოასწრო.
იოსებ ათონელი
* * * გონება ყოვლის შემძლეა. მხურვალე გონებას შეუძლია ღმერთს ერთ საათში მეტი სათნოება შესძინოს, ხოლო დამძიმებულმა გონებამ ორმოცდაათ წელიწადს შრომითაც კი ვერა.
ღირსი ზოსიმე პალესტინელი
* * *
გონების დაცვა ღვთის შეწევნით და მხოლოდ ღვთისათვის მოქმედი, მოჰგვრის გონებას სიბრძნეს ღმერთში გმირობების ჩასადენად, ასევე ის შეეწევა განსჯას, რათა უკეთესად მოაწყოს მიტყვა და საქმე.
ისიხი იერუსალიმელი პრესვიტერი
* * *
გონიერების გარეშე ღვთისთვის ისიც კი არ არის სათნო, რაც სიკეთედ გვეჩვენება.
წმიდა პეტრე დამასკელი
* * *
გონიერია ადამიანი, რომელიც გამუდმებით განიწმიდება და თავისუფლდება ცოდვებისაგან, ჭეშმარიტად გონიერი იგია, ვინც საკუთარი გონება განანათლა. თუ გონებას არ განიწმენდ, მისი სიმახვილე ხეირს არ დაგაყრის.
მამა პაისი მთაწმინდელი
* * *
შეუძლებელია გონების დადუმება სხეულის გარეშე, ერც მათ შორის შუაკედელის დანგრევა დუმილისა და ლოცვის გარეშე.
* * *
როცა გონება ხორციელი საზრუნავისაგან თავისუფლდება, ამის შესაბამისად მტრის ვერაგობას ხედავს.
წმინდა მარკოზ განშორებული
* * *
გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს.
იგავნი სოლომონისა, თ. 17-18
* * *
ნეტარი საქმეა, ყველაფერი გონივრულად აღასრულო.
წმიდა ეფრემ ასური
* * *
როცა მთელი გონება ღმერთშია, მაშინ სამყარო დავიწყებულია; სულიერი, როგორც არწივი დაფრინავს მაღლა და სულით გრძნობს ღმერთს, ხედავს მთელს სამყაროს, თუმცა ღამის სიბნელეში ლოცულობს.
წმიდა სილუანი
* * *
როცა შენსა და ქრისტეს შორის სხვა პიროვნება ჩადგება, ვინც გინდა იყოს ის, გააგდე იმ წუთას, ის ატყვევებს შენს გონებას, არ უშვებს ღმერთთან.
ბერი იერონიმე
* * *
ძმანო, ნუ იქებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ სრულწლოვანნი იყავით გონებით.
პირველი კორინთელთა მიმართ, თ. 14 უკან დაბრუნება |