მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > გარდაცვალება (სიკვდილი)

გარდაცვალება (სიკვდილი)


21-02-2014, 00:06
გარდაცვალება (სიკვდილი)

   ადამიანებს დიდი ხნის სიცოცხლე სურთ: შენ ქრისტიანი ხარ და ნეტარი სიკვდილი ისურვე.

 

წმ. ტიხონ ზადონელი

 

 

* * *


 

ადამიანი მუდმივად სცოდავს, ამიტომ სინანულის გრძნობა ქრისტიანისათვის მუდმივი განცდა უნდა იყოს; სიკვდილის ხსოვნის მტერი კი მრავალმზრუნველობა, მრავალმეტყველება და ხუმრობაა.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

* * *


 

ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია სიკვდილის შიში. სიკვდილი ადამიანთა მოდგმაში დამკვიდრდა არა ბუნებრივად. ამიტომ ეშინია ადამიანურ ბუნებას სიკვდილის და განევლტის მას.

 

ვალაამის მონასტრის სქემ - იღუმენი იოანე

 

 

* * *


 

არსებობს ერთი გარდაუვალი და უეჭველი შეხვედრა - შეხვედრა სიკვდილთან.

 

 

* * *


 

გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.

 

 

* * *


სიკვდილი არ მოგვიცდის, სანამ ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით.

 

 

* * *


 

ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი წამი, შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს.

 

მიტროპოლიტი ფილარეტი

 

 

* * *


 

ბრიყვებს სიკვდილის ეშინიათ, როგორც უდიდესი ბოროტებისა, ხოლო ბრძენნი ეძიებენ მას, როგორც შრომის შემდგომად განსვენებას და უბედურებათა დასასრულს.

 

წმიდა ამბროსი მედიოლანელი

 

 

* * *


 

გამუდმებით გახსოვდეს საშინელი სიკვდილი, ისე, თითქოს იგი თვალთა წინაშე გიდგას და მას ნაკლებად მრისხანეს შეხვდები.

 

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *


 

გარდაცვლილთა სულები იმგვარ ადგილზე იმყოფებიან, სადაც ისინი ვერ ხედავენ, თუ რა ხდება ამ წუთისოფელში.

 

 

* * *


 

მოწამეები ღვთაებრივი განგებულებით მონაწილეობენ ცოცხლების საქმეებში, ხოლო თავად მიცვალებულებს არ ხელეწიფებათ ცოცხლების საქმეებში ჩარევა.

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

 

* * *


 

ვიდრე ხილულად მოკვდებოდე, უხილავად მოაკვდინე ცოდვა.

 

 

* * *


 

სიკვდილი ქურდსა და მტაცებელსა ჰგავს, სწორედ მაშინ მოგეპარება როცა არ ფიქრობ.

 

 

წმ. დიმიტრი როსტოველი

 

 

* * *


 

იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შენს სახლში, არამედ იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას.

 

კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფოტი

 

 

* * *


 

მიცვალებულისთვის ცრემლი დაღვარე და იტირე ის, მაგრამ უნუგეშო ნუ იქნები, მათ მსგავსად, ვისთვისაც იმედი არ არსებობს.

 

1 თეს. 4, 13

 

 

* * *


 

მხოლოდ მას, ვინც ჭეშმარიტად შეიცნო, თუ რა არის ამ ცხოვრების საზღვარი, შეუძლია, დაუდოს საზღვარი თავის ცოდვებს.

 

 

* * *


 

ნუ გაშინებს სიკვდილი, იმიტომ, რომ ღმერთმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ შენ მასზე მაღლა დადგე.

 

 

წმ. ისააკ ასური

 

 

* * *


 

ნუ დატკბები სოფლის სიტკბოებით, თორემ უბედური სიკვდილით მოკვდები.

 

წმ. ანტონი დიდი

 

 

* * *


 

სიკვდილი ბოროტება არ არის, მაგრამ ცუდი სიკვდილი ბოროტებაა.

 

 

* * *


 

სიკვდილი სხვა არაფერია, - ხანგრძლივი ძილის გარდა.

 

 

წმ. იოანე ოქროპირი

 

 

* * *


 

სიკვდილის შიში იმ კაცს დაამწუხრებს, რომელსაც სინდისი ამხელს, ხოლო ვისაც კეთილი მოწმობა აქვს, მას იმდენადმე სურს სიკვდილი, რამდენადაც - სიცოცხლე.

 

წმ. ისააკ ასური

 

 

* * *


 

უეცარი სიკვდილი უბედურება არ არის იმ შემთხვევაში, როდესაც მას წინ კეთილი ცხოვრება უძღოდა.

 

ეპისკოპოსი პეტრე

 

 

* * *


 

უეცარ სიკვდილს ღმერთი ორი მიზნით მოავლენს: ცოდვილის დასასჯელად და სხვათა განსასწავლად.

 

წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

 

 

* * *


 

ყოვლითა საქმითა შენითა მოიხსენე აღსასრული შენი და უკუნისამდე არა სცოდო.

 

მამა ბარსანოფი ღაზელი

 

 

* * *


 

შიშველი მოხვედი ქვეყანაზე, რა ბედნიერება იქნება, თუ მას ცოდვისაგან შიშველი დატოვებ.

 

წმ. ბასილი დიდი

 

 

* * *


 

ჭეშმარიტად კეთილ გამოცდილებას ფლობს იგი, ვინც ყოველდღიურად ელის სიკვდილს, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარია იგი, ვინც ყოველ წუთს ნატრობს მას.

 

ღირსი იოანე სინელი


უკან დაბრუნება