მთავარი > სხვადასხვა > ბოროტება
ბოროტება10-04-2013, 00:05 |
ანთებულ სანთელთან მფრინავი ბუზი ადვილად იწვის, ხოლო სარკე დაორთქლებით ჩამუქდება; ასევე ავზნიანთან ურთიერთობის მქონე ზიანდება და შეირყვნება.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
* * *
არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე - რაიმე ცუდის გადაღება. ხდება ისიც, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მივბაძოთ ვინმეს დიდ სათნოებას, მაგრამ ძალიან ადვილად შეგვიძლია, შევითვისოთ მისი ნაკლოვანებები.
ნეტარი იერონიმე
* * *
ბოროტება არ იარსებებდა, გონიერი ქმნილება თავისუფალი ნებით რომ არ ყოფილიყო შემოსილი.
* * *
ბოროტს ნუ მოიხსენებ, რამეთუ ავის ხსოვნას რომ ინახავდეს კაცი გულში, ეს იგივეა უბეში შხამიან გველს რომ გამოზრდიდეს.
* * *
გაიძვერა გაიძვერას ხაფანგში იტყუებს, ცოდვილიც თავის მსგავსს ბოროტების სიღრმეში ითრევს.
წმიდა ეფრემ ასური
* * *
ბოროტება ეწოდება ნების არასწორად წარმართვითა და ღვთის მცნებათა დარღვევით გამოწვეულ ზნეობრივი ხასიათის უარყოფით მოვლენებს.
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზინსკი
* * *
ბოროტება, რომელიც ზრახვებით იკვებება, გულს ათავხედებს, ხოლო მოთმინებითა და იმედით განადგურებული - გულს შემუსრავს.
* * *
ბოროტების ფარულად ჩამდენი დაუფარავ მჩაგვრელზე უარესია; აი, ამიტომაც ისჯება ის უფრო მკაცრად.
* * *
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა.
* * *
ყოველგვარ ბოროტებას წინუძღვის უმეცრება, მის შემდეგ მეორე კი ურწმუნოებაა.
* * *
წმინდა წერილის თანახმად, ეს არის წურბელას სამი ასული, დედის - უგუნურების მიერ შეყვარებული (იგავნი 30.15).
* * *
უნდა შეიძულო ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა, როგორც დედა ბიწიერებისა და დედინაცვალი სათნოებისა.
წმინდა მარკოზ განშორებული
* * *
ბოროტება საკუთარ თავს ვნებს.
* * *
ბოროტი ადამიანები მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე - შხამიანი გველები; იმიტომ, რომ ისინი აშკარად ატარებენ თავიანთ შხამს, ესენი კი ჩუმად და უგრძნობლად ასნებოვნებენ.
* * *
ის კი არ ზიანდება, ვინც ბოროტებას დაითმენს, არამედ ის, ვინც მას აკეთებს.
* * *
კეთროვანი სუფთასაც აავადებს; ასევე ბოროტებთან ურთიერთობა კარგ ადამიანებსაც რყვნის.
წმიდა იოანე ოქროპირი
* * *
ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.
იგავნი სოლომონისა, თ. 26-28
* * *
ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისაგან იხსნის.
იგავნი სოლომონისა, თ. 8-10
* * *
ბოროტი ჩვეულების უფრო გეშინოდეს ვიდრე მტრებისა.
წმიდა ისააკ ასური
* * *
სულის ბოროტებათა დასაბამი საკუთარი თავის სიყვარულია, რაც საკუთარი სხეულის სიყვარულს ნიშნავს.
წმ. აბბა თალასე
* * *
ღვთის კაცმა იცის ბოროტი, როცა ბოროტმა არ იცის ადამიანთა კეთილი აზრები.
ბერი პაისი
* * *
სჯობს ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე თავად ვიყოთ ბოროტის აღმოცენების მიზეზი. უმჯობესია მსხვერპლი ვიყოთ, ვიდრე ბოროტებას ვიქმოდეთ.
ნეტარი ავგუსტინე უკან დაბრუნება |