მთავარი > სხვადასხვა > ბედნიერება

ბედნიერება


13-04-2013, 00:05
ბედნიერება

   ამქვეყნიური ბედნიერება - მაცხოვარი გვასწავლის, რომ პირველი ღმრთის სასუფეველი და სიმართლე უნდა ვეძებოთ და ყოველივე ის, რაც ამ ცხოვრებაში გვჭირდება - საწმელი, სასმელი, შესამოსელი თუ სხვა რამ, ანუ ამსოფლიური ბედნიერება და კეთილდღეობა თავისით, უადვილესად შეგვეძინება.

 

 

* * *


 

როცა კაცი დამშვიდებული და დაწყნარებულია, როცა იგი თავისი მდგომარეობით კმაყოფილია და მადლობელია ღმრთისა, თუგინდ ღარიბიც იყოს და მრავალი რამეც აკლდეს, იგი ყველა მდიდარ კაცზე უფრო ბედნიერი იქნება. კაცი მხნე, შრომისმოყვარე და წმინდა სინდისის მქონე, რომელიც, ამასთანავე, ბევრს კი არ ეძიებს, არამედ მცირედითაც კმაყოფილია - უთუოდ ბედნიერი იქნება.

 

 

* * *


 

ღმერთს წვალებისთვის კი არ შეუქმნია კაცი, არამედ ბედნიერებისა და სიხარულისათვის. ჭეშმარიტი ბედნიერება ადამიანს შემთხვევით და უმიზეზოდ არ მიენიჭება. იგი თითქმის ყოველთვის დიდი შრომისა და მოღვაწეობის შედეგია.

 

 

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

* * *


 

არანაირ გარეგნულ გარემოებებს არ ძალუძთ ადამიანი ბედნიერი გახადონ, მას ამაოდ უნდა მისი პოვნა გარეთ, ეს მაშინ, როცა ის თავად მასშია, სიხარულს ხილულსა და ხელშესახებში ეძებს, ის კი უხილავსა და სულიერშია.

 

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


 

 

* * *


 

ბედნიერნი არიან ისინი, ვინც მიეახლა საღმრთო ნათელს, შევიდა მასში, შეუერთდა მას და თავადაც სინათლედ იქცა, რადგან მათ სრულად შემოიძარცვეს ცოდვით შებილწული სამოსი და უკვე აღარ მოუწევთ ცხარე ცრემლებით ტირილი.

 

 

* * *


 

ბედნიერნი არიან ისინი, ვინც მიიღო მათთან ნათლის სახით მისული ქრისტე. ადრე ისინი წყვდიადში იყვნენ, ახლა კი ნათლისა და დაუღამებელი დღის - უფლის შვილები გახდნენ.

 

 

* * *


 

ბედნიერნი არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ აქ შეიცნო ნათელი უფლისა და თავად უფალი, იმიტომ, რომ სამომავლო ცხოვრებაში კადნიერად წარდგებიან მის წინაშე.

 

 

 

იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)


 

 

* * *


 

გქონდეს ჭეშმარიტი კეთილზნეობა და მაშინ ჭეშმარიტი ბედნიერებაც გექმნება.

 

 

* * *


 

თავადი და წარჩინებული მხოლოდ საფლავამდეა თავადი და წარჩინებული.

 

 

* * *


 

კაცის გული ვერანაირი დროებითი კეთილდღეობით ვერ დაკმაყოფილდება. რაც უფრო მეტია სიმდიდრე, დიდება, პატივი, მით უფრო იზრდება სურვილი მათ მიმართ.

 

 

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *

 

მას ვერანაირი უბედურება ვერ შემუსრავს, ვისაც ვერანაირი ბედნიერება ვერ აზიანებს.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

* * *


 

ნამდვილი ბედნიერება პატივის მოპოვება და ვნებათა დაკმაყოფილება როდია, ნამდვილი ბედნიერება - კეთილმოქმედებაა. ვინც სათნო ხდება და ღვთის ცნებებს ასრულებს - ჭეშმარიტად ბედნიერია.

 

 

 

ბერი ფილოთეოსი


* * *

 

სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი.

 

წმიდა იოანე ოქროპირი


უკან დაბრუნება