მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ბერ - მონაზვნობა

ბერ - მონაზვნობა


18-02-2014, 00:10
ბერ - მონაზვნობა

   ადამიანი იოლად როდი ხდება მონაზონი. მონაზონი უნდა იყოს გინებული, აბუჩად აგდებული, განცდილი; უნდა დაეცეს, ადგეს, ადამიანი გახდეს. ეს დედის კალთის ქვეშ ყოფნა როდია. განა შესაძლებელია, განა სმენია ვინმეს, რომ ადამიანი მონაზონი გამხდარიყოს დედისაგან მოუშორებლად.

 

იოსებ ათონელი

 

 

* * *


 

ადგილი კი არ გვძენს სიწმინდეს, არამედ - ცხოვრების წესი. შეიძლება წმინდა მთაზე იყო, მაგრამ აზრით - მის გარეთ, ხალხში. შეიძლება ფიზიკურად ხალხში იყო, მაგრამ აზრით - ათონზე. თუ შენ ნამდვილი ბერი ხარ, სადაც არ უნდა იყო, ათონი შენთვის ყველგანაა.

 

ბერი იაკობი

 

 

* * *


 

არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ - შინაგანად და საქმითაც მონაზონი ანუ განმარტოვებული იყავი.

 

 

* * *


 

განმარტოვებული ყოფნა სულიერ განძს აგროვებს, მასთან განშორება კი - სადღაც გაფანტავს მას.

 

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *


 

არ წახვიდეთ მონასტერში, თუ თქვენ მთლიანად ვერ იმორჩილებთ გულს, იმიტომ რომ აუცილებლად დამარცხდებით.

 

 

* * *


 

თუ არ შეგიძლია მოსწყდე სოფელს, მაშინ იღვაწე, რათა, ყოველ შემთხვევაში, შენში აღმოფხვრა სიბრძნე ამა სოფლისა.

 

 

* * *


 

კარგია, თუ მონაზონი აღესრულება იმავე სავანეში, სადაც მან დაიწყო მონაზვნური ცხოვრება სინანულში, ოღონდ ასევე სინანულში უნდა აღსრულდეს.

 

 

* * *


 

მონაზონი - ეს სინათლეა, შუქურაა კლდეზე და არა ქუჩის ფანარი.

 

 

* * *


 

მონაზონს, რომელიც ამსოფლიურად ბრძნობს, ცხადია, გზა შეშლია, თუმცა ის ქრისტესაკენ გაემართა, მისი სული ამ ქვეყანაში დაეხეტება.

 

 

* * *


 

ნუ იჩქარებთ მონასტერში წასვლას, სანამ თქვენს საერო კვანძებს არ დახსნით, თუ გსურთ, მშვიდად გადააბათ თქვენი ცხოვრება ძმებისას.

 

 

* * *


 

ძნელია შენში მოაკვდინო სოფელი, სანამ შენს თავს არ მოაკვდინებ სოფლისათვის - ცოდვათა მიზეზებისათვის.

 

 

 

 

 

ბერი პაისი

 

 

* * *


 

ბერ - მონაზვნობა პირველ ფაზაში - ფარული ვნებების გამჟღავნების მეთოდია, შემდეგ კი - სამკურნალო აღზრდის სახე, ბოლოს - ხორციელდება სათნოება და იწმინდება გული.

 

ათონელი ბერი გაბრიელი

 

 

* * *


 

ბერმონაზვნური ცხოვრება მსხმოიარე ხეა, რომლის ფესვი სიყვარულია, ხოლო საზრდო - მონანიების ცრემლები.

 

ბერი იერონიმე

 

 

* * *


 

განმარტოებას ამაოდმეტყველება არ ახასიათებს, რომლის გამოც სამსჯავროზე პასუხის გაცემა მოგვიწევს.

 

მათე 12, 36

 

 

* * *


 

თუ რაიმე გამოუსწორებელ ნაკლოვანებებს უდაბნოში თან წავიღებთ, ისინი მხოლოდ დაფარული იქნება ჩვენში და არა - აღმოფხვრილი.

 

წმიდა კასიანე რომაელი

 

 

* * *


 

მონაზვნობა არის ის, რომ კაცმა საკუთარი ნება უარყოს, გაბნეული ზრახვები მოიკრიბოს და სამუდამოდ უფრთხილდებოდეს მათ.

 

 

* * *


 

მონაზვნობა არის უხორცო ძალების წესი და საქმე, რომლის ნივთიერ და მოკვდავ ხორცში ყოფნისას აღესრულება.

 

 

* * *


 

მონაზვნობა ბუნების იძულებაა სამარადისოდ და - გრძნობების გამუდმებული დაცვა.

 

 

* * *


 

მონაზვნობა განწმენდილი ხორცი, წმინდა ბაგე და განათლებული გონებაა.

 

 

* * *


 

მონაზონი არის მგლოვიარე სული, სიკვდილის გამუდმებული ხსოვნით გამწარებული ძილში და სიფხიზლეში.

 

 

* * *


 

მონაზონი იგია, რომელიც მხოლოდ საღმრთო საქმეს ხედავს და აღასრულებს ყოველთვის, ყველგან და ყოველგვარ ქმედებაში.

 

 

 

 

 

ღირსი იოანე სინელი

 

 

* * *


 

მონაზვნობა უმოკლესი გზაა განღმრთობისკენ!

 

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

 

 

* * *


 

მონაზონი არის ის, ვინც ხორციელ სხეულში მყოფი უხორცოთა მდგომარეობას ბაძავს.

 

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

 

 

* * *


 

მონასტრის ყველა მცხოვრები როდია მონაზონი, არამედ იგი - რომელიც მონაზვნურ საქმეს აღასრულებს.

 

წმიდა ბარსანოფი დიდი


უკან დაბრუნება