მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > უფლის აღდგომა

უფლის აღდგომა


19-04-2017, 00:08
უფლის აღდგომა

   განა ღმერთს, რომელმაც არარსებობიდან შეგვქმნა, არ შეუძლია, აღგვადგინოს მაშინ, როდესაც უკვე ვარსებობდით და მოვკვდით.

 

 

წმ. კირილე იერუსალიმელი


* * *

 

   ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმრთის ანგელოზები ცაში.

 

 

სახარება მათესი, თ. 21-22



* * *

 

   სანამდის ცოდვისაგან მთვრალი და ლოთი არის კაცი, აღდგომის ნათელს სწორებით ვერ მიხედავს; როდესაც განიფრთხობს ცოდვის სიმთვრალისა და ლოთობისაგან, მაშინ სწორებით მიხედავს აღდგომის ნათელს.

 

 

* * *


 

   რომელიც ეშმაკისაგან ამ უბოროტეს ხმას აღმოუტევებს. და იტყვის, რომ ღმერთი მკუდართა აღდგინებას არ ინებებს, მას ქრისტეს მოწაფესთან ნაწილი და სამკვიდრებელი არა აქუს; ისიც და მისი უკეთური სიტყუაც ძალითა ქრისტესითა ჩუენგან შორს ვჰყოთ. მაგრამ შორს ყოფისაგან უპირველესად ჯერ მისი პირუტყვული სიტყუა ვითარცა ქსელი დედაზარდლისა, ისე დავხსნათ: ეგების მოიქცეს და ირწმუნოს აღდგომა მკუდართა. თუ არ ირწმუნოს, დავით წინასწარმეტყველის სიტყვა ვსთქუათ: „განმეშორენით ჩემგან ყოველი მოქმედნი უსჯულოებისანი".

 

 

 

წმ. ანტონ ჭყონდიდელი


* * *

 

   უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.

 

 

პირველი კორინთელთა მიმართ, თ. 15-16


* * *

 

   უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით მთელი კაცობრიობაც აღსდგა მკვდრეთით და ზეცად ამაღლდება, მისი სიკვდილით ყველას უკვდავება მოემადლება.

 

 

წმიდა ათანასე ალექსანდრიელი


* * *

 

   ღვთისთვის გაცილებით ადვილია იმის აღდგენა, რაც უკვე იყო, ვიდრე - შექმნა იმისა, რაც არასოდეს ყოფილა.

 

 

წმ. გრიგოლ დიოლოღოსი


* * *

 

   ჩვენ გვწამს, რომ სხეული აღსდგება, არა ისე როგორც ახლა არსებობს, არამედ სუფთა, რომელიც არ დაზიანდება. ყოველ სხეულს თავისი სული დაუბრუნდება.

 

 

წმიდა მოწამე იპოლიტე


* * *

 

   ჩვენი სხეულის არც ერთი ნაწილი, როგორც არ უნდა გაიბნეს ისინი, თუნდაც სრულიად გაიხრწნას, ან - ერთიანად, დაიჭრას, ღვთისთვის არ კვდება, ისინი, იმავე სტიქიად გარდაიქმნებიან, რომლიდანაც ღვთის ხელმა აიღო.

 

 

ნეტ. ავგუსტინე


* * *

 

   შექმნა აღდგომაზე მიუწვდომელია, იმიტომ რომ სულაც არ არის ერთიდაიგივე - ჩამქრალ სანთელს აანთებ თუ ცეცხლს გააჩენ იქ, სადაც ის ადრე არასოდეს ყოფილა, ერთიდაიგივე არ არის: დანგრეულ სახლს აღადგენ, თუ ახალს ააშენებ, აქ - ბოლოსდაბოლოს - მზა მასალა მაინც არსებობს, იქ კი - ეს მასალაც არ არის.

 

 

წმ. იოანე ოქროპირი

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება