მთავარი > სხვადასხვა > სამოქალაქო მონობა. მისდამი დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიაში

სამოქალაქო მონობა. მისდამი დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიაში


20-01-2015, 00:01

სამოქალაქო მონობა. მისდამი დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიაში

 


   დღეს ხშირად საუბრობენ თანასწორობაზე, ადამიანის უფ-ლებებზე, ხმის თავისუფლებაზე და ა.შ. მაგრამ კაცობრიობის ისტორია ცხადყოფს, რომ პირველი ადამიანის დაბადების-თანავე დაცემის გამო უსამართლობამ, უპატივცემულობამ, უსიყვარულობამ, სიძულვილმა და სხვა მრავალმა ვნებამ იჩინა თავი. შედეგად, ძლიერებმა მასზე სუსტების ჩაგვრა და დამონება იწყეს, რამაც შემდეგში სამოქალაქო მონობა წარ-მოშვა.

   ბატონისა და მონის ინსტიტუტი მრავალი საუკუნის მან-ძილზე, როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის პერიოდში არსებობდა. ყურადსაღებია, თუ როგორ ეკიდებოდა წმიდა ეკლესია სამოქალაქო მონობას.

   უნდა ვთქვათ: დღეს ღვთის მადლით, ადამიანის მონობა, როგორც საზოგადოებრივი წყობა, ცივილიზებულ სამყაროში აღარ არსებობს. მაგრამ ამსოფლიური სულისკვეთების მატა-რებელი ადამიანი მიიჩნევს, რომ მონა ის არის, ვინც ყველაზე ნაკლებად სარგებლობს მიწიერი სიამეებით, ხოლო თავი-სუფალია ის, ვინც უზომოდ ტკბება ამით. ქრისტიანული მსოფლხედვა ამ საზრისის შესახებ ჩვენ უკვე ვიცით წმიდა მამების ამონარიდებიდან. როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანები სხვაგვარად ეძებდნენ თავისუფლებას. ქრისტიანებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ხალხი, გარემოებანი, ხელისუფლება შეზღუ-დავენ მათ გარეგნულ თავისუფლებას. ნებისმიერი მმართვე-ლობითი სისტემის პირობებში (მათ შორის სამოქალაქო მო-ნობის), მართლმორწმუნეს შეუძლია მოიპოვოს ჭეშმარიტი თავისუფლება. წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვით: „მონობაშ-იც მოვიპოვოთ თავისუფლება".

  ამ საკითხის კიდევ უფრო ღრმა ანალიზისათვის წმ. მღვდელმთავარ ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) წერილს მოვიშვე-ლიებთ.

   „ბიბლიური მაგალითები ცხადყოფს, რომ ძველაღთქმისე-ული ეკლესიის უდიდეს მამამთავრებს - აბრაამს, ისააკს, ია-კობს, იობს - ჰყავდა მონები და მემკვიდრეობით გადასცე-მდნენ მათ თავიანთ შვილებს. უფრო მეტიც: შექმნათა საკი-თხავში წერია: „აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, ყმები და ყმა ქალები". (დაბ. 20.14). აბიმელექი ჩუქ-ნის მონებს, ხოლო მართალი აბრაამი იღებს ძღვენს. ასეთივე საჩუქარი მიიღო აბრაამმა ეგვიპტის მეფისგანაც. (დაბ. 12.16).

   წმიდა სარამ აბრაამს ნება დართო ეგვიპტელი მხევლისაგან აგარისაგან ეშვა შვილი, ვინაიდან თავად არ უჩნდებოდა. აგარი დაფეხმძიმდა, რის შედეგადაც დამცირდა მის თვალში ქალბატონი. უთხრა სარამ აბრაამს ამის შესახებ. აბრაამმა უპასუხა: „აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაიწყო სარამ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი". (დაბ. 16.6).

   გაქცეულ აგარს უდაბნოში ეცხადება ანგელოზი და უბრ-ძანებს: „გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე". (დაბ. 16.9).

  მსგავსი ამბები კარგად გამოხატავს ადამიანის დაცემის მთელ სიღრმეს. ზემოთ მოყვანილი ეპიზოდები ძველი აღთ-ქმის მამამთავრებს ეხება. იოლი წარმოსადგენია, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებოდა მონებისადმი წარმართ ხალხს? ყურადსაღებია ისიც, რომ ღვთის ანგელოზი აგარს (მონას) თავის ქალბატონთან დაბრუნებას უბრძანებს.

   ესეც უნდა ვთქვათ: მამამთავრების დამოკიდებულება თავ-ისი მონებისადმი სულ სხვაგვარი იყო, - (ისინი (მონები) ოჯახის მკვიდრნი იყვნენ), - ვიდრე წარმართი მონათმფლო-ბელებისა. ისინი თავიანთ მონებს შინაურ ცხოველებზე უა-რესად ეპყრობოდნენ.

   მოსეს რჯული ებრაელს ებრაელთან მონობის გარკვეულ ვა-დებს უწესებს: „თუ ებრაელ ყრმას იყიდი, ექვსი წელი გე-მსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს". (გამოსვლ. 21.2). სულ სხვა დამოკიდებულებაა უცხოტომების მიმართ. იგივე კანონი ამბობს: „ყმა და ყმა ქალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ, თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმა ქალი. იმათგან შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად დგანან თქუენთან და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ისინი. დაუტევნეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ის-რაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით". (ლევ. 24.46).

   თუ მონობას, ასევე სხვა უამრავ უბედურებას, რომელიც დაშვებულია კაცობრიობაზე, სულიერი ასპექტით განვიხილ-ავთ, შეუძლებელია არ აღიარო, რომ ეს ყოველივე ადამიანის დაცემის შედეგია.

   მაცხოვარმა გამოისყიდა მთელი კაცობრიობა, მაგრამ გამო-სყიდულია მხოლოდ ისინი, რომლებსაც სურთ ეს თავისუ-ფალი ნებით. მაცხოვარმა დატოვა მწუხარებები ადამიანის მიწიერი მოგზაურობის დროს, მათ შორის მონობაც. თავად უფალი და მოციქულები ემორჩილებოდნენ ამ მწუხარებებს. ისინი ემორჩილებოდნენ პილატესა და ჰეროდეს ბრძანებებსა და სამსჯავროს. ამით ჩვენც მოგვიწოდებს, მორჩილებისაკენ.

   წმ. პეტრე მოციქულის სიტყვებისამებრ: „... ქრისტემანცა ივ-ნო ჩვენთვის და თქუენ დაგიტევათ ხელით წერილი, რაითა შეუდგეთ კუალთა მისთა" (1 პეტრ. 2.21). ვის უთხრა მოცი-ქულმა ეს სიტყვები? უთხრა ქრისტიანებს, რომლებიც მოქა-ლაქეობრივი კუთხით მონების ფენას ეკუთვნოდნენ. „მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თვისთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა". (1 პეტრ. 2.18).

   ამდენად, ნაკლებმნიშვნელოვანია, რომ ბატონი, უფროსი არაადამიანურად იქცევა, მას ღმერთი განსჯის. ყველა ქრი-სტიანმა თავისი ჯვარი უნდა ატაროს, რომელიც ჩვენი ცხონებისათვის მოგვმადლა ღმერთმა. მაცხოვარმა დედამი-წაზე თავისი მეუფება დაადგინა, ოღონდ სულიერი. ეს მე-უფება ნებისმიერი - მონარქისტული, რესპუბლიკური თუ სხვა სამოქალაქო წყობის პირობებში არსებობს. ქრისტეს მე-უფება არა ამა სოფლისაგანია. (იოან. 18.36).

   თავისუფლებაც სულიერი მოგვმადლა მაცხოვარმა, ეს არ ითვალისწინებს ხელისუფლების განადგურებას. ვინაიდან სულიერად თავისუფალია ნებისმიერი სამოქალაქო დაქვემ-დებარების მიუხედავად, არ ემონება ცოდვასა და ვნებას, იგი შიშსა და მწუხარებაზე მაღლა დგება. მაცხოვრის სიტყ-ვისამებრ: „რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემო-მიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მათ. 10.38). ამასვე გვასწავლის პავლე მოციქულიც: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტე-სითა, რომლისათვის სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა". (გალ. 6.14).

   ახალი აღთქმის ეკლესიის ისტორია წარმოგვიდგენს მრა-ვალ წმინდანს, რომლებსაც ჰყავდათ მონები და გადასცე-მდნენ თავიანთ შთამომავლობას. ისინი ყიდულობდნენ და ყიდდნენ მონებს. მაგალითად, წმ. იოანე დამასკელის მამამ იყიდა ნეტარი კოზმა. ერთმა კეთილმორწმუნემ ჰკითხა ბარსანუფი დიდს: „წმიდა მამაო, მსურს მსახურების შეძენა, მაგრამ ვეჭვობ, მომიტანენ კი სარგებელს? წმიდა მამამ უპ-ასუხა: „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც გვყავს მეუფე. თუ დავემორჩილებით ჩვენს მეუფეს, მაშინ ის ინებებს, რომ მსახურებიც დაგვემორჩილონ ჩვენ. წადი და შეიძინე ისინი ღვთის სახელით".[1]

   ამ მაგალითებიდან ჩანს: 1) პირველი საუკუნეების ეკლესია არ უკრძალავდა ქრისტიანებს მონების შეძენას. 2) მოსეს რჯულის დადგენილება არ იყო სავალდებულო ქრისტიანე-ბისათვის.

   უნდა აღინიშნოს, ისიც, რომ სრულყოფილების მაძიებელი ქრისტიანები ათავისუფლებდნენ თავიანთ მონებს, ხოლო თავიანთ ქონებას ყიდდნენ და გლახაკებს ურიგებდნენ. ამით მაცხოვრის მცნებას აღასრულებდნენ: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე". (მათ. 19.21).

   წმიდა დიდმოწამე გიორგიმ მოწამეობრივ აღსასრულამდე გაათავისუფლა თავისი მონები. ასე იქცეოდა თითქმის ყველა მოწამე, მონაზვნები (სულიერი მოწამენი). წმიდა პავლინმა, ნოლის ეპისკოპოსმა საკუთარი თავი მონად გაჰყიდა, რათა გამოესყიდა ქვრივის შვილი. რა თქმა უნდა, ეს მაგალითი არ გახლდათ საყოველთაო წესი ქრისტიანებისათვის. მაგრამ ყველასათვის სავალდებულო კანონი იყო და არის სიყვა-რული მოყვასისა, შესაბამისად მონისაც.

   ქრისტიანთა მონები უფრო ოჯახის წევრები იყვნენ, ვიდრე ნამდვილი მონები. ის ქრისტიანი, რომელიც მონების მიმართ სისასტიკეს იჩენდა, მხილებული იყო ეკლესიის მიერ."[2]

   ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონობისადმი დამოკი-დებულება, რომელიც სულაც არ იყო სათნო ქრისტიანე-ბისათვის. ისინი ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ემორ-ჩილებოდნენ ღვთისგან დაშვებულს. ცნობილია, რომ რომის იმპერიაში იდეალურად მიიჩნეოდა მონობის ინსტიტუტი.

   ქრისტიანისათვის უცხო იყო ბრმა, უსიტყვო, არაადამია-ნური მორჩილება მონისა - ასეთი მონური მორჩილება თრგუნავს ადამიანის სულს.

   ჩვენს სათქმელს დავასრულებთ მღვდელმოწამე იოანე ვოს-ტორგოვის სიტყვით: მაცხოვარს არ სჭირდებოდა ბრმა, ყუ-რმოჭრილი მონები, არამედ ყველანი სიყვარულით უნდა ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. მოქალაქეობრივი მონ-ობის შესახებ კი მღვდელმოწამე წერდა: „მონა ხომ შიშის მსახურია, რომელიც ბატონის ლაგამით იმართება. მაგრამ, ძმანო, თუ ზეცას იმკვიდრებს სიყვარულით სავსე გული, მაშინ უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები: „შიში არა არს სიყვარულსა თანა, არამედ სრულმან სიყვარულმან გარე განდევნის შური, რამეთუ შიშსა ტანჯვა აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყვარულსა ზედა". (1 იოან.4.18). ქრისტე თვისი მოწაფეების უფალი და  მასწავლებელი იყო. მაგრამ ბოლო საუბარში მათ თავისი მეგობრები უწოდა და დასძინა: „არღარა გეტყვი თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი, ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ". (ინ. 15.15).

  მაცხოვარს არ სჭირდებოდა ბრმა, ყურმოჭრილი მონები, რომლებიც შიშით, უსიყვარულოდ შეასრულებდნენ თავის მოვალეობას. ასე რომ ყოფილიყო, მაცხოვარი ანგელოზთა ურიცხვი ლეგიონით გამოგვეცხადებოდა. (მათ. 26.53). ანგე-ლოზები ცეცხლოვანი მახვილებით შიშის ზარს დასცემდნენ კაცობრიობას. ღვთის ნების შეუსრულებლობისას უმალ და-სჯიდნენ ადამიანებს. მაგრამ ამგვარად ადამიანი უფრო პი-რუტყვს ან ნივთს დაემსგავსებოდა და არა თავისუფალ პიროვნებას.

   ადამიანმა თავისუფალი ნებითა და შეგნებით უნდა უპას-უხოს ღვთის სიყვარულს და შეასრულოს მისი ღვთაებრივი ნება. პავლე მოციქულის სიტყვით: „ვითარცა აზნაურნი (თავ-ისუფალნი) და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთუ-რებისა აზნაურებაჲ ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღვთისანი". (1 პეტ. 2.16). პავლე მოციქულიც მიმართავს ქრისტიანებს: „ვინაიცა ჯერ არს დამორჩილება არა ხოლო რისხვისათვის, არამედ გონებისათვისცა იჭვისა". (რომ. 13.5). ხოლო გალატე-ლებს მოუწოდებს: „... თქვენ აზნაურებასა თავისუფლებასა ჩინებულ ხართ, ძმანო, გარნა ხოლო აზნაურებაჲ ეგე ნუ მიზეზად ხორცთა, არამედ სიყვარულისა მისთვის ჰმონებ-დით ურთიერთარს". (გალ. 5.13).

   მაცხოვარიც ხომ იმავეს გვიანდერძებდა: „უწყითა, რამეთუ რომელნი - იგი ჰქონებენ მთავრად წარმართთა, უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ხელმწიფებენ მათ ზედა? ხო-ლო არა ეგრე იყოს თქვენ შორის, არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაი თქვენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ. და რო-მელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა". (მარკ. 10. 42-44)."[3]

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

 



[1]ბარსანუფი დიდი. პასუხი 656.

[2]Полное жизнеописание Светителе Игнатия. გვ. 332.

[3]М. Иоан  (Восторгов) Т.2. Полное собрание Сочинений. გვ.506.


უკან დაბრუნება