მთავარი > სხვადასხვა > თავისუფლება და მორჩილება

თავისუფლება და მორჩილება


19-01-2015, 00:02

თავისუფლება და მორჩილება

 

 

„ნუ იქნებით მონა კაცთა" (კორ. 7.23).

 

     ცნობილია, რომ ადამიანებს შორის პირველი ხელმძღვანე-ლი გახლავთ მშობელი თავისი შვილისა. იოლი წარმოსად-გენია, რა დაემართება ბავშვს მშობლის ყურადღების გარეშე. იქნებ მივცეთ ბავშვებს სრული თავისუფლება და სრულიად კეთილი მოსაზრებით მივუშვათ ისინი საკუთარი ნებისა-მებრ? ცხადია, ასეთ ვითარებაში ბავშვი დაიღუპება. ასეა ცხო-ვრების ყოველ ეტაპზე ყველგან და ყოველთვის გვესაჭიროება ხელმძღვანელი. როდესაც საქმე ეხება სულიერ ცხოვრებას, სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნა მითუმეტეს აუცი-ლებელია. ცხონების გზის მაძიებელი, წმიდა მამათა სიტყ-ვით, თავის ძალებზე, მოსაზრებებზე ან ნებაზე დაყრდნობით არ უნდა შეუდგეს საქმეს. იმ თავითვე უნდა მიენდოს გა-მოცდილ ხელმძღვანელს. ვინც ხელმძღვანელის გარეშე იწყ-ებს, ის თავიდანვე დამღუპველ გზას ადგება.

     ამრიგად, სულიერი წარმატებისათვის სულიერი მოძღვრი-სადმი მორჩილებაა საჭირო, მაგრამ აქაც სიფრთხილე გვმარ-თებს. ჭეშმარიტი მორჩილება ნებაყოფლობითია - მორჩილება პიროვნების თავისუფალი არჩევანის გამოხატულება უნდა იყოს.

     წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ამბობს: „ჭეშმარიტი მორჩილე-ბა ღმრთისადმი მორჩილებაა. ის, ვისაც არ ძალუძს თვითონ, თავისი ძალისხმევით დაექვემდებაროს ამ მორჩილებას, და-მხმარედ ირჩევს ადამიანს, რომლისათვისაც ღმრთისადმი მორჩილება უფრო ნაცნობია".[1]

     ძველი დროის წმინდანების ცხოვრებაში მორჩილების საო-ცარ მაგალითებს ვხვდებით. როდესაც მორჩილი საკუთარ განსჯაზე უარს ამბობდა და მორჩილებას იწყებდა; როდესაც თავად მოძღვრებიცა და მორჩილებიც სულიწმიდის ჭურჭ-ლები იყვნენ. ძველი დროის მორჩილებს მათი მოძღვრები პირდაპირ უცდომელად აუწყებდნენ ღვთის ნებას და ა.შ. მაგრამ წმიდა მამათა აზრით, ასეთი სრული მორჩილების ღვაწლი აღარ არის ჩვენი დროის ხვედრი. იგივე წმ. ეგნატე ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა. იგი თავის წერი-ლებში ხშირად საუბრობდა არასწორი მორჩილების საცდუ-რის შესახებ, რომელსაც არა ღმერთის, არამედ ადამიანის მონობამდე მიჰყავს ადამიანი. გავეცნოთ მის რამდენიმე მო-საზრებას.

     „მშვენერია თქვენი სურვილი - იმყოფებოდე სრულ მორჩი-ლებაში გამოცდილ მოძღვართან, მაგრამ ეს ღვაწლი არ არის მინიჭებული ჩვენი დროისთვის ის აღარ არის არა მხოლოდ ერში მყოფ ქრისტიანებში, არამედ მონასტრებშიც კი. თავნება გონებისა და ნების მოკვდინება ვერ შესრულდება ფშვინვი-ერი, გინდ კეთილსინდისიერი ადამიანის მიერ. ამისათვის საჭიროა ღვთივგანბრძნობილი მოძღვარი, მხოლოდ მას შეუ-ძლია დაინახოს, საიდან და საითკენაა მიმართული მორჩი-ლის სულიერი ქმედება. მოწაფემ, სინდისის განწმენდის მი-ზნით, ვრცლად და სრული სიზუსტით უნდა აღიაროს თავისი აზრები მოძღვრის წინაშე, მაგრამ მოძღვარმა არ უნდა იხელმძღვანელოს ამ აღსარებით მოწაფის სულიერ მდგო-მარეობაზე მსჯელობის დროს. მან სულიერად უნდა განჭვ-რიტოს, გაზომოს და უამბოს მისი სულის უხილავი მდგო-მარეობის შესახებ."

     „უდიდესი მამები" მონაზვნურ მორჩილებას სულიწმიდის განსაკუთრებულ წყალობად მიიჩნევდნენ. მორჩილება „რწმე-ნის საოცრებაა", მისი შესრულება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ასევე ასრულებდნენ მას ზეგარდამო ნიჭით ცხებული ადამი-ანები. მაგრამ როდესაც ადამიანები საკუთარი ძალისხმევით ისურვებენ იმის მიღწევას, რაც მხოლოდ ღვთის მადლით არის შესაძლებელი, მაშინ მათი შრომა ამაო და უშედეგო დარჩება; მაშინ ისინი ემსგავსებიან სახარებაში ნახსენებ სვეტის მშენებლებს, რომლებმაც სამშენებლო მასალის გარეშე დაიწყეს მშენებლობა.ეშმაკები დასცინიან ასეთ ადამიანს, რადგან გარეგნული სათნოების მიუხედავად, სინამდვილეში მოტყუებულ, ბრმა, თვითდაჯერებულ, ვნებებს დამონებულ, ეშმაკის ნების შემსრულებლის მდგომარეობაშია იგი. მრავა-ლი ცდილობდა მორჩილებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავის სურვილებს ასრულებდა.

     ბრმათა ბრმა წინამძღვრებზე თქვა მაცხოვარმა: „უტევენით ეგე, რამეთუ ბრმანი არიან და წინამძღვარნი ბრმათანი, ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინა-უძღვნ, ორნივე მთხრებლსა შთაცვიან".

  „ჩვენი დროისათვის სხვა ღვაწლია დაშვებული, მრავალ სირთულესთან და დაბრკოლებასთან დაკავშირებული. ჩვენ მოგზაურობა გვიწევს არა დღისით, მზის კაშკაშა ნათელქვეშ, არამედ ღამით, მთვარისა და ვარსკვლავების მკრთალ შუქზე. ხელმძღვანელად მოგვეცა წმიდა წერილი. ამის შესახებ პირდაპირ ამბობდნენ ბოლო დროის წმიდა მამები".

   „ცხადია, დაცემული ბუნების აღდგენა, ასე დიდებულად რომ სრულდება სულიწმიდის ნებით, ვერ შესრულდება ვნებებს დამონებული დაცემული მქონე ბუნების მოძღვრის მიერ. თუ გსურს განშორდე ამ სოფელს და ისწავლო სახა-რებისეული ცხოვრება, - ამბობს წმ. სვიმეონ ახალი ღვთის-მეტყველი, - მაშინ ნუ მიანდობ შენ სულს გამოუცდელ ან ვნებაში მყოფ მასწავლებელს, რათა სახარებისეული ცხოვრე-ბის სანაცვლოდ ეშმაკისეული ცხოვრება არ ისწავლო. კეთილ მოძღვარს სწავლებაც კეთილი აქვს, ხოლო ბოროტს - ბოროტი". სხვა შემთხვევაში დიდი მამა მონაზონს სულიერი მოძღვრის მითითებით ცხოვრებას ურჩევს და დასძენს: „მა-გრამ ამგვარად მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიქეცი, როდესაც იცი, რომ მოძღვარი სულიწმიდის ჭურჭელია; რომ ის არ იტყვის ღვთის ნების საპირისპიროს, არამედ შეძლებისამებრ გაუწყებს ღვთის სათნო და სულისათვის სასარგებლო სიტ-ყვას, რათა დაემორჩილოს არა ადამიანს, არამედ ღმერთს". ამასვე ამბობს მოციქულიც: „ნუ იქნებით მონა კაცთა". (კორ. 7.23).

     „თქვენი გული დაე მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდეს, ხოლო ღმერთში მოყვასსაც. უამპირობოდ ადამიანების მორჩილება სახიფათოა. „ნუ იქნები მონა კაცთა", თქვა მოციქულმა. ყოვ-ელთვის გულის სიღრმემდე მწვდებოდა იოანე ნათლის-მცემლის ეს სიტყვები: „რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს, ხოლო მეგობარი სიძისა, რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ხმისა სიძისაითა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს, მისი ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად". (იოან. 3.29-30).

     მოძღვარი მხოლოდ ზეციური სიძის მსახური უნდა იყოს, უნდა მიიყვანონ ადამიანები მასთან და არა საკუთართავთან. მოძღვარმა უნდა უამბოს მრევლს ქრისტეს უსასრულო, გა-მოუთქმელი სილამაზის, მოწყალებისა და ძალის შესახებ. დაე, შეიყვარონ ქრისტე, რომელიც ჭეშმარიტად ღირსია სიყ-ვარულისა, ხოლო მოძღვარი, თავმდაბალი ნათლისმცემლის მსგავსად, დაე, იდგეს გვერდით, აღიაროს საკუთარი არარა-ობა, გაიხაროს თავის დამდაბლებით მოწაფეების წინაშე; დამდაბლებით, რომელიც მისი სულიერი წარმატების ნიშა-ნია. სანამ მოწაფეებში ავხორცული გრძნობები ჭარბობს, დიდია მათში მოძღვარი, ხოლო როდესაც განდიდდება ქრი-სტე, ისინი თავის მოძღვარში მხოლოდ ღვთის მადლმოსილ იარაღს დაინახავენ".[2]

   ამრიგად, წმ. ეგნატეს წერილებიდან ნათლად წარმოჩინდა:

   ა) სულიერ ცხოვრებაში აუცილებელია სულიერი ხელმძღ-ვანელობის ქვეშ ყოფნა.

   ბ) თანამედროვე ქრისტიანებს არ გააჩნიათ ძველი დროის წმიდა მამათათვის დამახასიათებელი მორჩილება.

   აქ კიდევ ერთი საკითხია გასარკვევი: როგორი უნდა იყოს მოძღვრისა და მრევლის (მორჩილის) ურთიერთობა თანამე-დროვე პირობებში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თანა-მედროვე ღვთისმეტყველთა და მოძღვართა აზრებს გავე-ცნოთ.

   „მღვდელმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთმა მბრძანებლად ან ზემდგომად კი არ დაადგინა თავის სამწხსოზე, არამედ მის შემწედ. (1 პეტ. 5.3). მოძღვარმა უპირველესად ადამიანის სულის ნდობა უნდა მოიპოვოს. მიუღებელია მისი ავტორი-ტეტი გარეგნული წოდებითა და სასულიერო ხარისხით განისაზღვროს. მართლმადიდებელი მოძღვრის ავტორიტეტს მამობრივი სიყვარული, რეალური სულიერი გამოცდილება განაპირობებს. მოძღვარს ხომ სულიერი უფლებამოსილება გააჩნია და არა ადამიანური ძალაუფლება. ეს კი ისეთი ნიჭია, მამობრივი სიყვარულის გარეშე კარგავს ძალას. მღვდლობის უფლება მრევლის შესაზღუდად და მისთვის თავისუფლების წასართმევად კი არ მიენიჭა ადამიანს, არამედ მისი სულიერი აღზრდისა და ჭეშმარიტებაში განმტკიცებისათვის. ასეთია მართლმადიდებელი მღვდლისა და მღვდელმთავრის გზა. ზოგიერთი ამ უფლებამოსილების გამო ღვთის სამწყსოზე „ბატონობაში" ვარდება. ასეთები გამოუცდელი მებაღეები არიან, რომლებსაცმცენარეთა სწორება-ამოზიდვით, მათი ზრდაში ხელშეწყობა სურთ, სინამდვილეში კი აღმოფხვრიან ხოლმე მათ... მორჩილება უნდა იყოს „განსჯითი", ან „განსჯის გარეშე". მოძღვარი მიმართულებას აძლევს, არ მიათრევს მრევლს. ნაბიჯები ადამიანმა თავად უნდა გადადგას, ხელი კი უნდა მოძღვარს ჩასჭიდოს. მორჩილება არ უნდა იყოს „დისციპლინური" (როგორც სამხედრო სამსახურში), არამედ თვით სულიერი ცხოვრებიდან, ურთიერთნდობიდან მომდი-ნარეობდეს.

   ადამიანის დამოძღვრა მისი ნების პარალიზებას არ უნდა იწვევდეს, არამედ აძლიერებდეს და კურნავდეს მას. დამოძ-ღვრის შედეგად თავისუფალი ნების ბოროტი გულისთქმები უნდა განადგურდეს და არა თავად ადამიანის ნება. მოძღვარი მხოლოდ გვირჩევს სათანადო წამალს, მაგრამ თავად არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. ამიტომ თეორიულ-ადაც კი არ შეიძლება ასეთი შეკითხვა გაჩნდეს: განუსჯელად დავემორჩილოთ მოძღვარს თუ არა? როდესაც ეძებ მოძღვარს, განსჯა აუცილებელიცაა. ვისაც სურს თავისი ნება ღმერთს მიუძღვნას, ის მხოლოდ ღვთივსათნო ადამიანს უნდა მი-ენდოს, რათა თავად გახდეს მადლმოსილი. მაგრამ თუ მორჩილების აღსრულებაში ადამიანი ვერ ხედავს სულიერ ნაყოფს, მაშინ მან უნდა გაარკვიოს რატომ არ ჩანს ნაყოფი. აღმოჩენილი სულიერი სენის შესახებ მან უნდა უამბოს მოძღვარს და შეწევნა სთხოვოს".[3]

   სქ. არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) მორჩლების შესა-ხებ წერს: „ მორჩილება რელიგიური აქტია და აუცილებლად უნდა იყოს თვისუფალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს თავის რელიგიურ მნიშვნელობას. მორჩილება მხოლოდ მა-შინ არის სულიერი ნაყოფის მომცემი, როდესაც ის პირო-ვნების თავისუფალი ნებიდან მომდინარეობს და მოძღვრის წინაშე განსჯა ღვთის ნების ძიებას ემსახურება. ამაშია მორ-ჩილების არსი. თუ მოძღვრები მორჩილაბას დისციპლინა-ლური იძულებით ანაცვლებენ, მაშინ ეს სულიერი დაცემის აშკარა გამოხატულებაა და ამ დროს შესაძლოა ერთშიც და მეორეშიც დაკარგული იყოს ჭეშმარიტი მორჩილების არსი".

  იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი) იზიარებდა წმ. ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) გაფრთხილებას მორჩილების სწავლების შესახებ და წერდა: „ჭეშმარიტი მოძღვარი არასოდეს არ თრგუნავს ადამიანის ღვთივბოძებულ თავისუფლებას, ვინა-იდან მორჩილება დაფუძნებულია არა ავტორიტეტზე, არ-ამედ სიყვარულზე". სხვა წერილში ის ამბობდა: „მე არა-ვისგან არ ვითხოვ ჩემი რჩევების უსიტყვო მორჩილებას. რჩევა-რჩევაა, ხოლო საბოლოო პასუხი რჩევის მსურველს ეკუთვნის".[4]

   იმავე სულისკვთებას მოძღვრისა და მრევლის ურთიერთ-ობაში არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) წერილებში ვპო-ულობთ:

   „ქრისტიანი უნდა ემორჩილებოდეს ღმერთს მცნებების შეს-რულებით; ასევე მართებს მას მოძღვრის მორჩილება ყვე-ლაფერში, რაც ეკლესიურ ცხოვრებასა და ქრისტიანულ ზნე-ობას ეხება, მაგრამ მას მაინც რჩება თავისუფალი ნება და მოქმედების თავისუფალი არჩევანი სინდისისა და ზნეობ-რივი განცდების საფუძველზე. ქრისტიანს ორი ორიენტირი გააჩნია: სახარებისეული სწავლება და შინაგანი სინდისის ხმა. ეს ყველაზე მისაწვდომი გზაა, მაგრამ აქ ადამიანი გარ-კვეული საშიშროებისა და სირთულის წინაშე დგება: როგორ შეასრულოს ქრისტიანული მოვალეობანი გარკვეულ პირობე-ბში, როგორ განვასხვავოთ სინდისის ხმა ჩვენი ვნებიანი სულის ფარული სურვილებისაგან? ბოროტება ხომ ხშირად ინიღბება სიკეთით. აქ ჩნდება საჭიროება, რომ უფრო გამო-ცდილმა ადამიანმა შეაფასოს სულიერი მდგომარეობა და სიტუაცია, რომელშიც ვიმყოფებით, შეგვეწიოს ვნებებთან ბრძოლასა და პრობლემების სწორად გადაწყვეტაში, გნებავთ ზნეობრივი კუთხით. ამიტომ, მორჩილება რეალური მოთხო-ვნილებაა, მაგრამ ჩნდება კითხვები, გაუგებრობები და შეც-დომები, თუ როგორი სულიერი ფორმით უნდა განვითარდეს მორჩილება.

    პირველი, ყველასათვის მიღებული ფორმაა, კაცი ესაუბრე-ბა მღვდელს, ან სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ პიროვ-ნებას, მაგალითად ბერს, ხოლო ქალი მონაზონს და ითხოვს რჩევას. ამ შემთხვევაში მას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. ამგვარი საუბარი ეხმარება მრევლს გაერკვეს რთულ სიტუაციაში, იპოვოს სწორი გზა, მაგრამ არ კრავს, ვით ვალ-დებულება.

   მეორე - ადამიანი მოდის მოძღვართან ლოცვა-კურთხევის მისაღებად. მან უკვე გააკეთა არჩევანი, მაგრამ ითხოვს, რომ მღვდელმა ლოცვა-კურთხევით გაუმყაროს ეს არჩევანი და ღვთის მადლი შეეწიოს. ამ შემთხვევაში ადამიანს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს მიღებული ლოცვა-კურთხევა და ცდილობს შეასრულოს ის. თუ გაჩნდა რაიმე დამატებითი წინააღმდეგობა, მაშინ ეს ვითარება მას არ ავალდებულებს ლოცვა-კურთხევის შესრულებას.

  მესამე - ადამიანი მოძღვარს აძლევს გადაწყვეტილების მიღების უფლებას, თუ როგორ იმოქმედოს მან გარკვეულ შემთხვევაში, ერთგვარად მიუთითოს სწორი მიმართულება გზაჯვარედინზე. ასეთი ლოცვა-კურთხევა ადამიანს უკვე ავალდებულებს მის შესრულებას და ამ ვითარებაში მორჩი-ლმა უნდა შეასრულოს კიდეც იგი. თუ ლოცვა-კურთხევის შესრულება შეუძლებელი ხდება, კვლავ უნდა მიმართოს იმავე მოძღვარს, აუხსნას ვითარება და სთხოვოს კვლავ შეაფასოს მოვლენა - დატოვოს ლოცვა-კურთხევა თუ შეცვა-ლოს ის. თუკი ადამიანი თვითნებურად დაარღვევს თავისი ნებით აღებულ მორჩილებას, ეს ლოცვა-კურთხევა დააბრკო-ლებს მას მომავალში.

   ჩვენს დროში გაჩნდა აზრი, რომ აუცილებელია საკუთარი ნების სრული უარყოფა არჩეული მღვდელმსახურის წინაშე. მორჩილება და საკუთარი ნების უარყოფა არ არის ერთი და იგივე. ადამიანები ყურს უგდებენ მასწავლებლებს, მშობ-ლებს, მაგრამ არ უარყოფენ მათ წინაშე თავიანთ ნებას, ანუ ღვთის მსგავსად ქმნილის მთავარ თვისებას - თავისუფალი არჩევანის უფლებას. ადამიანმა თავისი ნება რომ უარყოს, ის ისეთი მაინც უნდა გახდეს, როგორიც მისი მოძღვარია. სამ-წუხაროდ, ზოგიერთი მღვდელმსახური თავისი მრევლისაგან ითხოვს უსიტყვო მორჩილებას. ასეთი მიდგომა პატარა დიქ-ტატორად აქცევს მას მრევლში."[5]

   არქიმანდრიტი რაფაელის (კარელინი) წიგნებში მოძღვრისა და სულიერი შვილების ურთიერთდამოკიდებულება სხვა-დასხვა კუთხით არის განხილული. მამა რაფაელი წერს, რომ ეს ურთიერთობა სახელმწიფოებრივი მართვის სხვადასხვა ფორმებს ჰგავს, რაც ამ ურთიერთობის ნეგატიურ მხარეს წარმოაჩენს: „დემოკრატიული მართვა - მოძღვარი და სული-ერი სამწყსო უწინარეს ყოვლისა მეგობრები არიან. ისინი ბჭობენ ერთმანეთში, ერთად განიხილავენ საქმეებს, ერთობ-ლივად წყვეტენ პრობლემებს და ა.შ. სულიერი მოძღვრის სიტყვა აქ არ არის აუცილებელი, ის გუნდის ერთი ხმაა. ერთი შეხედვით ეს არც ისე ცუდი ჩანს. არავითარი იძულება, ძალადობა პიროვნებაზე, ისინი ერთმანეთს სიყვარულის პრინციპით ემორჩილებიან. სულიერი მოძღვარი მხოლოდ გუნდის დირიჟორად გვევლინება, საერთო მშვიდობა და სიხარულია.

   სინამდვილეში კი სულ სხვა რამ ხდება - ანუ ის, რაც ჩვე-ულებრივია სახელმწიფოს დემოკრატიული წყობისას. იწყება პოპულიზმი და ინტრიგები. მათი აღკვეთა და გადაჭრა სულიერ მოძღვარს არ ძალუძს. მიმდინარეობს ხელისუფლე-ბისათვის ფარული ბრძოლა, რომელშიც ისევე, როგორც დემოკრატიის დროს, ნავარჯიშები ყველანაირ საშუალებებზე წამსვლელი, მიზანმიმართული და ხელისუფლების მოყვარე იმარჯვებს. აქაც, ისე როგორც დემოკრატიულ წყობას ჩვევია. წარმოიქმნება შინაგანად ურთიერთდაპირისპირებული დაჯ-გუფებები, იწყება მოქრთამვა, მლიქვნელობა, ინტრიგები, გულყრის ინსცენირება და თავის მოკვლის მუქარა, რაც დამფრთხალ სულიერ მოძღვარზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს. ის მზადაა ნებისმიერი კაპიტულაციისათვის, ოღონდ არ ნახოს სულიერი შვილი სახრჩობელაზე მოქანავე, სისხლის გუბეში უსულოდ მწოლარე ან პისტოლეტით ხელში, რომ-ლის გარშემო პოლიციელები ტრიალებენ. სულიერი ხელმძ-ღვანელობის ნაცვლად დამრიგებელი - დემოკრატი სულიერი შვილების სიახლოვეს ნიშადურის ფლაკონით დარბის. ფინ-ალი ერთია - ყველანი ცდილობენ იხელმძღვანელონ სული-ერი მოძღვრის რჩევებით. ისიც აქეთ-იქით აწყდება და წარუმატებლად ცდილობს მტრული ბანაკების მორიგებას. ყველაფერს აქვს ბოლო, როგორც ყველაზე ძლიერი ზვიგენი რჩება ცოცხალი, ის თავის მოძღვარს შინ კეტავს და მის კარებს ფურცელს აკრავს წარწერით: „მოძღვარი ავადაა, გთხოვთ არ შეაწუხოთ". თუკი მოძღვარმა ფანჯარაში გახედვა მოინდომა, ის უცერემონიოდ უკან მიარბენინებს. რამდენა-დაც დემოკრატია მჭიდროდაა დაკავშირებული ლიბერალი-ზმთან, ურთიერთობაც სულიერ მოძღვართან შეუზღუდავია. ზოგჯერ „სასახლის გადატრიალებებიც" ხდება. შოკის შემდეგ გონს მოსული სულიერი შვილები შეთქმულებას აწყობენ - მოხერხებულ დროს მოძღვარს იტაცებენ და მოწინააღმდეგის ბანაკს უმალავენ. ასეთი განსაცდელის შემდეგ, თავიანთი ცხოვრების ბოლოს, მამა - დემოკრატები წყალწაღებული მიზანთროპები ხდებიან. ზოგიერთი იმათგანი, ვინც ახალგა-ზრდობაში სულიერ შვილებს მენელსაცხებლე დედებს ადარებდა, სიბერეში ეჭვობს: აქვს კი საერთოდ ქალს სული? თუმცა, ამას ხმამაღლა არ ამბობს.

   არისტოკრატიული მართვა - აქ სულიერი მოძღვარი გვევ-ლინება, როგორც ჯენტლმენი. იგი დახვეწილი, ზრდილი და თავაზიანია, სულიერ შვილს სავარძლიდან წამოდგომით ეგებება, აღტაცებულია მისი გარეგნობით, ხაზს უსვამს მის გემოვნებიან სამოსს. ამის შემდეგ სულიერი შვილი თავს იმ მანდილოსნად გრძნობს, ვისაც რაინდმა გული უძღვნა. ფინალი ასეთია - მრევლის თითოეულ ქალბატონს მიაჩნია, რომ მოძღვარი - რაინდი სწორედ მისდამი, ვით ესოდენ ამაღლებული გრძნობების ღირსი ქალისადმი, განიცდის პლატონურ სიყვარულს. იგი დანარჩენ სულიერ შვილებს იმაზე მეტი მძვინვარებით უყურებს, ვიდრე ეს „დემოკრა-ტიული" მართვისას ხდება. მოძღვარი - არისტოკრატი მას მადლობას უხდის და ნაღვლიანი სახით კარებამდე აცილებს. იგი სულიერ შვილებს ყველაფერში ამართლებს, ძალიან უჭირს საყვედური, შეურაცხყოფილიც კი ამას ამბობს: მე არ ვბრაზობ, მხოლოდ ვწუხვარ. თუკი „დემოკრატებთან სული-ერ შვილებს საჩუქრად კარტოფილი და მაკარონი მიაქვთ, მასწავლებელ - არისტოკრატთან - ყვავილების (უპირატესად შროშანების) თაიგული ან ტორტი. არცთუ იშვიათად მოძ-ღვარი შეკრებს ხოლმე მათ და გამომსახველად უკითხავს რაიმე წიგნს, მაგ. მარტენსენის „ზნეობრივ ღვთისმეტყველე-ბას", ხოლო შემდეგ განუმარტავს წაკითხულს. როცა მოძღ-ვარი ტაძარში მოდის სულიერი შვილები რაზმეულივით უკან მოსდევენ ან კარიბჭესთან ელოდებიან. როცა ის მსა-ხურებს, თითოეული ინტერესდება, პირველს ვის მოიხსენებს სავედრებელ ლოცვებში და ხშირად ამას ტრაგიკულ მნიშვ-ნელობას ანიჭებენ.

   საერთოდ არისტოკრატიული მართვა თავისებურ რაინდ-ულ რომანად გადაიქცევა, სადაც არ არის ქრისტე. მის ად-გილს სულიერი მოძღვარი იკავებს.

   საჭიროა ითქვას, რომ უბრალო ადამიანები როგორღაც ინ-სტინქტურად შორდებიან არისტოკრატიული მანერების მქო-ნე სწავლულ ბერებსა და მასწავლებლებს. ისინი აქ თავს უცხოდ გრძნობენ, სამაგიეროდ დიპლომიანი ქალბატონები ასეთი მასწავლებლებით აღტაცებულნი არიან. ამიტომ სულ-იერი მოძღვრის გარეშე ხდება მრევლის დაყოფა „პლებეებად და პატრიციებად". „პლებეები" თავისთავად ზღურბლს იქით რჩებიან. მასწავლებელი - არისტოკრატი სტუმრებთან შესახ-ვედრად მოზეიმე გამოდის. ეს მოზეიმე გამომეტყველება ბეჭედივით შეყინვია მის სახეს. შესამოსელი ყოველთვის სუფთა და დაუთოებული აქვს, უპირატესობას თეთრ ფერს ანიჭებს. ხშირად მის სახლში პიანინო (ან როიალი) დგას, ასეთ მოძღვარს უმეტესწილად დიდი ბიბლიოთეკა აქვს, სადაც სულიერ წიგნებთან ერთად საერო ლიტერატურაცაა. თუკი შემთხვევით, წიგნის ძებნისას, კარადიდან ჰიუგოს ან უოლტერ სკოტის რომელიმე ტომი გადმოვარდა, მაშინ ის ოდნავ ნაღვლიანი ღიმილით ამბობს: „ხომ უნდა ვიცოდე ცოდვილის ფსიქოლოგია, რათა გამოვასწორო იგი", უყვარს იმაზე ლაპარაკი, რომ მისთვის ყველანი თანაბარნი არიან, თუმცა საუბარში ხშირად თავის ნამდვილ ან ცრუ წარჩი-ნებულ წარმომავლობაზე მიანიშნებს.

   მართვის შემდეგი სახე, რომელმაც ამ პლუტოკრატიულ სა-მყაროში მთავარი ადგილი დაიკავა, არის მდიდრების ხელისუფლება. აქ საჭიროა განვმარტოთ შემდეგი: ასეთი სახის მართვისას სრულიადაც არ არის აუცილებელი, მოძ-ღვარი ეგოისტი და ვერცხლისმოყვარე იყოს, იგი უბრალოდ ფიქრობს: ვისაც სიმდიდრე და ძალაუფლება აქვს, ის შესა-ძლოა ეკლესიისათვის სასარგებლო იყოს. ამიტომაც ასეთებს იგი განსაკუთრებულად გამოარჩევს, ღარიბებს ნაკლებ ყურა-დღებას უთმობს და თავს იმით იმართლებს, რომ მათთვის გაცილებით იოლია ცხონება, მდიდრებისთვის კი ძნელი. შესაბამისად მდიდრებს მეტი ზრუნვა და ყურადღება ესაჭ-იროებათ. მოძღვარი მათ ხელისუფლებისა და სიმდიდრის ღარიბთა საკეთილდღეოდ გამოყენებისათვის განაწყობს. ზო-გჯერ იგი ქმნის გაუხმაურებელ, რაღაც „ფონდის" მსგავსს ღარიბთათვის. ასეთ დროს თავს იჩენს მოქნილი პოლიტიკა. გარეგნულ ძალასა და მდგომარეობაზე ორიენტირება, მოძ-ღვარს სულიერ მონობად გადაექცევა. მდიდრებისადმი გამო-ხატული ყურადღება და თავაზიანობა მას მართლმადი-დებელი იეზუიტის მდგომარეობაში აყენებს, სადაც მიზანი - ტაძრის შემკობა, ღარიბების შეწევნა და ა.შ. საეჭვო საშუა-ლებებით მიიღწევა. ხალხის ნაწილი, რომელიც ტაძარში ჭეშმარიტებას ეძიებს, მოძღვრის გაორებულ ზნეობას, ხალ-ხისადმი მის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას ხედავს და, შესაძლოა, ამის გამო თვით ეკლესიის მიმართ გაცივდეს. ვიმეორებთ: პრაგმატიკოსი სრულიადაც არ ნიშნავს თავის-მოყვარეს. იეზუიტებიც თავს ხშირად სწირავდნენ თავიანთ იდეებს. მართლმადიდებელი და კათოლიკე იეზუიტები, თუმც ერთმანეთს ებრძვიან, მეთოდებით ძმები რჩებიან. მატერიალური კეთილდღეობის სახელით მდიდრების მიმ-ართ ლოიალობა იგივე იეზუიტური გაყიდვაა სინდისისა და უარესი იმაზე, ვიდრე ეკლესიის კომპრომიტირება მორწმუ-ნეთა თვალში. პრაგმატიკოსის უშუალო გარემოცვა უმალ ხვდება, ვისთან როგორ მოიქცეს: ვის უნდა შეეგებოს სიხა-რულით, როგორც ყველაზე ღირსეულს, ღვთისმსახურების დროს სკამი ვის გამოუტანოს და ა.შ. პრაგმატიკოსის აზრით შეიძლება ეკლესიის კანონების გვერდის ავლა, თუ ეს ტაძ-რისათვის და ღარიბებისთვის სასარგებლო იქნება. მაგ: მოუნათლავისა და თვითმკვლელისათვის წესის აგება, წირ-ვის დროს უცხო აღმსარებლის მოხსენიება და ა.შ. პლუ-ტოკრატი პირადი ხასიათის მიხედვით შესაძლოა ძუნწიც იყოს და გულუხვიც. მაგრამ მისი გულუხვობა ხშირად იმათზე ვრცელდება, ვინც მას სჭირდება. მის გარშემო ხშირად ყველა კმაყოფილია, მაგრამ სულიერი ცხოვრება აქ თითქმის არ არის. მთავარი ძალები გარეგნულს ხმარდება. ლოცვებს მისალოცი დეპეშები და მხურვალე სიყვარულის ახსნა დევნის, რამდენადაც დიდია შესაწირი, იმდენად მეტია სიყვარული. აქ მკაცრი და ზუსტი აღრიცხვა წარმოებს. მართვის ეს სახე შეუძლებელია სიცრუის გარეშე. ამიტომ ასეთ წრეებში ტყუილი აუცილებელი ატრიბუტია. პირმოთ-ნეობას სიბრძნედ მიიჩნევენ. ამ ხალხისთვის ეკლესია, რო-გორი უცნაურიც არ უნდა იყოს, თვითკმარი სიდიდეა, ამასთან არა მისტიკური სახე ქრისტესი, არამედ ადამიანური ინსტიტუტი.

   ეკლესიის გამშვენებისათვის ზრუნვა მათთან თვით ქრი-სტეს სახეს ჩრდილავს. პლუტოკრატი შეიძლება იყოს საქ-მოსანი, რომელიც პირად გამდიდრებას მიელტვის, მაგრამ შესაძლოა იყოს პატივმოყვარე. ასკეტიც, ვისაც ავიწყდება, რომ სიყვარული სიმართლესთან უნდა იყოს შეერთებული. სულიერ სამყაროში დემოკრატია ქაოსად იქცევა, არისტოკრა-ტიული პრინციპი - რომანტიკად, პლუტოკრატიული ფორმა კი სულიერი ცხოვრების მატერიალიზებაა.

   მონარქია - ეს სულიერ მოძღვარსა და მრევლს შორის ურ-თიერთობის გაცილებით გონივრული მეთოდია. მონარქია, იდეალური მნიშვნელობით მართვაში გონივრულობას და ადამიანებისადმი სიყვარულს მოითხოვს. მონარქიის წინაშე ყველა თანაბარია. იგი უმაღლესი ხელისუფალია, შემოფარ-გლული არა გარეგანი ინსტიტუტებით, არამედ ტრადიციე-ბით. სულიერი მოძღვრის სიტყვა უდავო უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს, გონივრული და სამართლიანი. მონარქის ბრძა-ნების შემსრულებელმა უნდა იცოდეს, რომ გონივრულად იქცევა და ამ ბრძანებაში მის კეთილდღეობაზე ზრუნვა იგულისხმება. მონარქი თვითმპყრობელია, მაგრამ ის არ უცხოობს რჩევებს და სხვების თხოვნასაც ისმენს.

   ჩვენს დროში სულიერი მოძღვარი თავის მრევლთან სამა-რთლიანად და გონივრულად უნდა იქცეოდეს. მორჩილებაც ამის საფუძველზე უნდა მოითხოვოს. შეიძლება მრევლმა მოისმინოს და შეასრულოს რჩევები და თხოვნები, მაგრამ საბოლოო სიტყვა მას (მოძღვარს) ეკუთვნის. მართვისას დავა, კამათი და ა.შ. დაუშვებელია. შეიძლება მოცემული კურთ-ხევის განმარტება ითხოვო, მაგრამ მისი თვითნებურად შეცვლა ან დარღვევა არ შეიძლება. თუმცა არის სხვაობაც: მონარქმა ტრადიციებით უნდა იხელმძღვანელოს, მოძღვარმა კი - ეკლესიის კანონებით. საეკლესიო გადმოცემათა და სახარებისეულ მცნებათა გარეშე სულიერი ხელმძღვანელობა ძალას კარგავს, მონარქი კი უზურპატორი ხდება.

   დესპოტიზმი მონარქიისაგან იმით განსხვავდება, რომ ტრა-დიცია, სიკეთე, ბოროტება და სხვა ფასეულობანი პიროვ-ნული დიქტატით იცვლება. ამ ფორმას სულიერი შვილების გატეხა ან მყისიერი გამოსწორება შეუძლია. ჩვენს დროში ეს ძლიერმოქმედი წამალი სუსტი ორგანიზმისათვის გამოუსა-დეგარია. დესპოტიზმი მეტადრე იმ მადლის გარეშე, რომ-ელიც სულიერ მოძღვარში მოქმედებს, ასახიჩრებს მრევლს. თუ სულიერი შვილი მორჩილი არ არის, ამ პრინციპმა შესაძლოა მასში პროტესტი გამოიწვიოს და მორჩილების ყოველგვარი სურვილი დაუკარგოს. ძველად მოძღვრები ძლიერმოქმედ საშუალებებს მიმართავდნენ. ისინი ძნელ, თითქმის შეუსრულებელ ზოგჯერ საღ აზრს მოკლებულ დავალებებს იძლეოდნენ. მონაზვნის მორჩილებაში მყოფი მოწაფეები კი მზადყოფნით ასრულებდნენ მათ და სულიერ სიმაღლეებსაც სწრაფად აღწევდნენ. ამგვარი მორჩილებით ადამიანი წარმატებით ებრძოდა ამპარტავნების დემონს, რო-მელიც მთელ მსოფლიოს არყევს. ახლა აღარც ასეთი მასწა-ვლებლები არიან და აღარც მორჩილები. ამჟამად მოძღვარი მორჩილებას ღრმა, შესაბამისი განსჯის შემდეგ და სამართ-ლიანობის დაცვით უნდა აკისრებდეს. ადამიანური ამპარტ-ავნება, ავადმყოფობის ყველა სტადიის გავლის შემდეგ, ანთებით ჩირქგროვად იქცა, რომელიც ყოველი შეხებისას მტანჯველად მტკივნეულია. ამიტომ მოძღვარს მართებს თა-ნაგრძნობაც, მოთმინებაც და ძლიერი ნებაც.

  მას ქირურგივით მსუბუქი, მაგრამ მტკიცე ხელი უნდა ჰქონდეს".[6]

   არქიმანდრიტ რაფაელისეული კვალიფიკაცია მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობის შესახებ გვასწავლის, რომ მოძ-ღვარს დიდი სიბრძნე, სიყვარული, გონიერება და თავმ-დაბლობა სჭირდება, რომ არ გაებას ზემოაღნიშნული ფორმის მახეებში, არ დათრგუნოს ადამიანში ღვთივბოძებული თავ-ისუფლება და ამავე დროს, არც ზედმეტი გასაქანი მისცეს მის თავნებობას.

   ამრიგად დასკვნის მაგიერ ვიტყვით:

   1) წმიდა მამათა სწავლების მიხედვით ყველაზე სრულყო-ფილი მორჩილება არის უსიტყვო მორჩილება, ცნობისმოყვა-რეობის გარეშე. ეს ყველაზე უსაფრთხო ბრძოლაა, რადგან სრულყოფილი მორჩილება ყველა სათნოებას მოიცავს, გან-საკუთრებით კი - სულის თავისუფლებას პასუხისმგებლო-ბისაგან.

   2) ბოლო დროის წმიდა მამები შენიშნავენ: სრულყოფილი მორჩილების ღვაწლი, როდესაც მორჩილი მთლიანად უარ-ყოფს თავის ნებას ღვთისა და მოძღვრის წინაშე, არ არის ჩვენი დროისათვის დამახასიათებელი გარდა ერთეული შე-მთხვევებისა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მორჩილება სულაც არ არის საჭირო, არამედ იმას, რომ თანამედროვე ქრისტ-იანთა მოძღვრებსაც და მორჩილებსაც, არ გააჩნიათ ძველი დროის წმიდა მამებისეული სულიერი სიმაღლე.

   3) თანამედროვე მოძღვარმა უნდა გაითვალისწინოს ახლა-ნდელი ქრისტიანების სულიერი მდგომარეობა. მან არ უნდა მოიწადინოს, არ უნდა მოითხოვოს მორჩილისაგან უსიტყვო, ბრმა ძველი დროის მამებისეული მორჩილება.

   მსგავსმა სურვილმა შეიძლება არა ღმერთის, არამედ ადა-მიანის მორჩილება გამოიწვიოს. მოციქულის სიტყვისამებრ: „ნუ იქნებით მონა კაცთა" (კორ. 7.23). მოძღვარმა არც ისეთი თავისუფლება უნდა მისცეს მორჩილს, რომ ის თავნებობასა და კადნიერებაში გადაეზარდოს.

     

ტექსტი მოამზადა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ                                                                                                        




[1] „გონივრული მორჩილება". დ.ჯინჭარაძე. გვ. 32.

[2]იქვე. გვ. 40.

[3]Свобода и Послушание". მთ. ეპ. იოანე (შახოვსკი). გვ. 251.

[4]Молитва Иисусова". Т.1. გვ. 549.

[5]О Послушании монахов имирян". Арх. Рафаил (Карелин).

[6]არქ. რაფაელი (კარელინი). რისთვის გვითმენს უფალი". გვ. 211-222.


უკან დაბრუნება