მართლმადიდებლობის ზეიმი (დიდმარხვის პირველი კვირა)
28-02-2026, 15:51
დიდი მარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს ხატების თაყვანისცემის აღდგენას და ზოგადად ყველა მწვალებლობაზე გამარჯვებას. ეს დღესასწაული 842 წელს დაწესდა, როდესაც ეკლესიამ საბოლოოდ გაიმარჯვა ხატმებრძოლობის მწვალებლობაზე.