მთავარი > სხვადასხვა > ანგელოზი

ანგელოზი


30-03-2013, 00:04
ანგელოზი

   ანგელოზები „დადგინებულნი არიან, რათა მართონ სტიქიონნი და ზეცანი, სამყარო და ყოველივე მასში არსებული".

 

 

ათინაგორი ათენელი


 

 

* * *


 

ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა; ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის განგებულებით ნებას. ისინი უხორცონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ, ამიტომ არ ძალუძს მათი დანახვა ჩვენს ხორციელ მზერას.

 

 

* * *


 

უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა.

 

 

* * *


წმიდა წერილი ადასტურებს, რომ ანგელოზები უკვდავნი არიან, მათ „არცაღა მერმე სიკუდილად ხელ - ეწიფების..." (ლუკ. 20,36). მაგრამ ეს არ არის საღვთო, ანუ თვითმყოფადი და უპირობო უკვდავება. ადამიანთა სულების მსგავსად, მათი უკვდავებაც მთლიანად ღვთის ნებასა და წყალობაზეა დამოკიდებული.

 

 

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი


 

 

* * *


 

ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან, და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ - თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭიროებს სხვათაგან მიღებულ სიკეთეს: იგი თავის თავში, თავისთავად არსებობს და თვით არის უზენაესი სიკეთე.

 

 

ნეტარი ავგუსტინე


 

 

* * *


 

ანგელოზებრივი სახე ერთია, როგორც მონაზონი მამებისათვის, ასევე დედებისათვის: „არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა" (გალ. 3, 28).

 

 

* * *


 

წმინდა ანგელოზები ლხენითა და კეთილკრძალულებით ადიდებენ ღმერთს: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს..."

 

 

 

ბერი პაისი


 

 

* * *


 

ანგელოზი უსხეულოდ და უნივთოდ იწოდება ჩვენთან შედარებით, რადგან ღმერთთან შედარებით - რომელიც მხოლოდ ერთია შეუდარებელი, - ყველაფერი უხეში და ნივთიერი ჩანს, რადგან მხოლოდ ერთია შეუდარებელი, - რადგან მხოლოდ ღვთაებაა ჭეშმარიტად უნივთო და უსხეულო.

 

 

ღირსი იოანე დამასკელი


 

 

* * *


 

მფარველი ანგელოზები ღვთისაგან კაცთა დასახმარებლად წარმოიგზავნებიან და ისინიც ადამიანს, როგორც ღვთის ხატს, სიყვარულითა და ხალისით ემსახურებიან, თანაუგრძნობენ და არ უარყოფენ.

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


 

 

* * *


 

უფალი იესო ქრისტე თავად გვაუწყებს, რომ სიკვდილის მომენტში სულს ანგელოზები ეგებებიან: „და იყო სიკვდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა" (ლუკ. 16,22).

 

 

* * *


 

წმიდა ანგელოზებისთვის უჩვეულოა ღვთის ნებასთან შეუთანხმებელი, ღვთისთვის არასათნო საქმეებში მონაწილეობა.

 

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


 

 

 

 

* * *


 

ყველა ადგილს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს; და თუკი იქ შეირყვნება სწავლება და შევა მწვალებლობა - ამ ადგილის მფარველი ანგელოზი მაშინვე ტოვებს იქაურობას.

 

 

წმიდა ბასილი დიდი


უკან დაბრუნება