მთავარი > ანტიქრისტე > ანტიქრისტე
ანტიქრისტე29-03-2013, 00:06  | 
| 
 ანტიქრისტეს მოსვლას ვერ შეაჩერებს და წინ ვერ აღუდგება ვერავითარი ძალა, რადგან ზნეობრივად გადაგვარებული ადამიანების აუტანელი ცოდვების გამო, ღვთის დაშვებით ეძლევა მას მოქმედე-ბის უფლება. ეძლევა რადგანაც საბოლო-ოდ გაირჩეს ერთმანეთისგან თხა და ცხვარი. ანუ კეთილი და ღვთის სათნო ადამიანი, ბოროტი და ეშმაკის ნებით მოსიარულე ადამიანებისაგან. 
 
 
 * * * გავლენიანი ბოროტი ძალები ეცდებიან სხვა ქვეყნების ხელმძღ-ვანელად გაიყვანონ მათთვის სანდო პირები, რომ შემდეგ ერთხმად დაუჭირონ მხარი ანტიქრისტეს გამეფებას. მსოფლიო მართვის ცენტრი ვერ იარსებებს მსოფლიო გაერთიანების გარეშე. ამიტომაც ხდება დიდი გლობალური გაერთიანებები; რაც საბოლოოდ სრული გაერთიანებით უნდა დამთავრდეს. 
 
 
 
 * * * 
 
 მსოფლიოს მალე ეყოლება ერთი მბრძანებელი. შეიქმნება მსოფლიო მართვის ცენტრი, რომლის მბრძანებელიც გახდება ანტიქრისტე. შესაძლოა ეს მოხდეს მსოფლიო საყოველთაო არჩევნების გზით. ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა ასეთ არჩევნებში. 
 
 
 * * * 
 
 უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისგან დღესაც ხშირად ისმის: რა გვეშველება, რა გვიხსნის, ვინ გვიხსნის. სწორედ, აი ასეთ დროს, როცა ყოველგვარი არეულობა და გაჭირვება კულმინაციას მიაღწევს და მსოფლიო თითქოს გამოუვალ ჩიხში მოექცევა, ანტიქრისტე მოევლინება ქვეყნიერებას როგორც მხსნელი. 
 
 
 
 
 მამა გაბრიელი 
 
 
 
 * * * ვინაა ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ესაა ანტიქრისტე, მამის და ძის უარმყოფელი. ვინც უარყოფს ძეს, აღარც მამა ჰყავს; და ვინც აღიარებს ძეს, მამაცა ჰყავს. 
 
 
 პირველი იოანესი, თ. 2-3 
 
 
 * * * მოვა დრო, როცა მსოფლიოს ერთი საერთო მმართველის მოთხო-ვნით ხელმოწერების მოგროვებას დაიწყებენ და მოსახლეობის მკაცრ აღრიცხვას შეუდგებიან. შევლენ სახლებში: იქ კი მამა, დედა და ბავშვები დახვდებიან. ცოლი ქმრის დარწმუნებას შეუდგება: „მოდი მოვაწეროთ ხელი, ჩვენ ხომ ბავშვები გვყავს. თუ არა და ბავ-შვებისათვის ვერაფერს ვიყიდით". რაზეც ქმარი პასუხობს: „თავად გადაწყვიტე როგორ მოიქცე, მე კი სიკვდილი მიჯობს ანტიქრის-ტესთვის ხელის მოწერას". 
 
 
 სქიმარქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველი უკან დაბრუნება  |