მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ადამი
ადამი12-01-2014, 00:50 |
ადამიანები, რომელნიც ვითომ სიხარულსა და ბედნიერებას ამ ქვეყნად ამყარებენ - ცდებიან, რამეთუ არა არს სუფევა ნეტარული ხრწნილებასა შინა, არცა ბედნიერება დაურღვეველ უმწუხარო, ბიწიერ ნება გაუმაძღარ, მომაკვდავ გვამსა შინა.
* * * ადამიანი სანამ ხორცში მყოფობს, ცხოვრება მისი ყოველმხრივ უბედურების ღაღადისია. ვინც უნდა იყოს იგი ხელმწიფებასა შინა მყოფიც, იგივე უბედურების მსხვერპლია.
წმ. ალექსი ბერი * * *
ადამიანები, რომლებიც ძლიერ მიეცემიან ყოფით საზრუნავს, გაზულუქებულ შინაურ ფრინველებს ჰგვანან, რომლებსაც ტყუილად აქვთ ფრთები და მიწაზე პირუტყვთან ერთად დადიან.
წმ. ბასილი დიდი * * *
ადამიანებს მრავალი ნაკლი და უცნაურობა ახასიათებთ და სრულად მათი გამოსწორება შეუძლებელია. ამიტომ არ გვრჩება სხვა გამოსავალი - უნდა მოვითმინოთ და შევეგუოთ ამ თვისებებს.
* * *
ადამიანი მხოლოდ იმ დრომდეა თავისუფალი, სანამ ბატონს არ აირჩევს - ქრისტეს ან ეშმაკს. შემდეგ ძალაში შედის მოვალეობანი. ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანული მოვალეობა თრგუნავს ადამიანს. მაგრამ ქრისტიანობა ღვაწლია.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
* * *
ადამიანი არ კვდება, მხოლოდ გარდაიცვლება სხვა, მარადიულ ცხოვრებაში. სხეული მიწისაგან არის მოღებული და მიწადვე მიიქცევა. ხოლო სული ღმრთისაგან არის და ღმერთთან წავა.
ვალაამის მონასტრის სქემ - იღუმენი იოანე
* * * ადამიანის გონებას იმის შეცნობა ძალუძს, რაც არ შეესატყვისება საღმრთო ბუნებას, ხოლო საკუთრივ ღმერთის ბუნებაზე რისი ფიქრიც ჯერ - არს, ეს მას არ ესმის.
წმ. გრიგოლ ნოსელი
* * *
ადამიანი ქმნილებაა, მაგრამ ღმერთისაგან ნაბრძანები აქვს ღმერთი გახდეს მადლის მიერ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
* * *
ადამიანს თავისით არაფრით არ ძალუძს ჭეშმარიტად კეთილი შეიქნას, როგორადაც არ უნდა სურდეს ეს, თუკი მასში ღმერთი არ შესახლდება, რადგან არავინაა კეთილი და სახიერი, თვინიერ ღმერთისა მხოლოისა!
* * *
არიან ადამიანები, რომელთაც მოსაგრე ცხოვრებით გაუთანგავთ თავიანთი სხეული, მაგრამ ღმერთს კი მოშორებიან, რადგან ვერ შეუძენიათ ჭეშმარიტი გულისხმისყოფა.
* * *
ნუ გექნება ურთიერთობა მზაკვარ ადამიანთან. ესევითართან მეგობრობა ეშმაკთან დამეგობრებას ნიშნავს.
წმიდა ანტონი დიდი
* * *
ამგვარად, თუ ჩვენი არსებობა მოკლებულია უხილავი სამყაროს გრძნობად აღქმას, თავად ჩვენი გონება, გული და სხეულიც კი უხილავი სამყაროს ზემოქმედებას განიცდის.
მღვდელი ვლადიმერ ელისეევი
* * *
აქ, დედამიწაზე ადამიანისათვის შესაძლებელი სრულყოფილება მხოლოდ სრულყოფილებისაკენ განუწყვეტელ და გამუდმებულ მისწრაფებაში მდგომარეობს.
ფილ. 3, 13-015
* * *
კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით. ეს გამოვცადე, რადგან ესეც ღმერთის ხელია.
ეკლესიასტე, თ. 2-3
* * *
მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც განუყოფლადაა შეერთებული ღმერთთან, მთელი თავისი სიღრმით, შეიძლება იწოდებოდეს ადამიანად. ამიტომ მხოლოდ ქრისტეს პიროვნებაში ჩახედვით შევძლებთ ვისწავლოთ, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი.
მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი)
უკან დაბრუნება |