მთავარი > სიკვდილი > სიკვდილი - მცირე ხნით განშორებაა
სიკვდილი - მცირე ხნით განშორებაა2-03-2013, 19:30 |
ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ სინამდვილეში ადამიანი არ კვდება. სიკვდილი - ეს მხოლოდ ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლაა. ეს მხოლოდ მცირე ხნით განშორებაა. მაგალითად, როდესაც ადამიანი ერთი წლით მიდის საზღვარგარეთ, მისი ახლობლები ძალიან ნერვიულობენ, იმიტომ, რომ მას ერთი წლის განმავლობაში ვერ ნახავენ, ხოლო, თუ ათი წლით მიდის, მაშინ ამ ათწლიანი განშორების გამო სწუხან. სწორედ ამგვარადვე უნდა უცქერდნენ ადამიანები საყვარელ ადამიანებთან იმ განშორებას რომელიც სიკვდილს მოაქვს. მაგალითად, თუ ხანშიშესულ ადამიანს ახლობლები უკვდება, მან უნდა თქვას: ,, ორმოცდაათიოდე წლის შემდეგ ჩვენ კვლავ შევხვდებით. ’’ რა თქმა უნდა, ადამიანი ახლობლის დაკარგვისას ტკივილს განიცდის, მაგრამ სიკვდილთან სულიერი მიდგომა მაინც უნდა შევძლოთ. გახსოვთ რას ამბობს პავლე მოციქული?! ,,..... არა სწუხდეთ, ვითარცა იგი სხუანი, რომელთა არა აქვთ სასოება. ’’მაგალითად, რამდენად ხშირად ვინახულებდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო?! თვეში ერთხელ? უნდა ფიქრობდე, რომ იქ, მარადიულ ცხოვრებაში გამუდმებით მასთან ვიქნები. ჩვენი მშფოთვარება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან წავიდა, ცუდად - არაქრისტიანულად ცხოვრობდა. მაგალითად თუ ის სასტიკი ადამიანი იყო ბევრი ლოცვა გვმართებს, თუკი ნამდვილად გვიყვარს და გვსურს, რომ იმქვეყნიურ ცხოვრებაში შევხვდეთ.
მამა პაისი მთაწმინდელი უკან დაბრუნება |