მთავარი > შეიცანი ჟამი > რა თვისებები ექნებათ აღმდგარი წმიდანების სხეულებს?
რა თვისებები ექნებათ აღმდგარი წმიდანების სხეულებს?10-03-2013, 00:08 |
აღმდგარი წმიდანების სხეულები იქნებიან: ა) ვნებათაგან თავისუფალნი, უხრწნელნი და უკვდავნი. დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით(1 კორინთელთა, 15,42); ხოლო რომელნი - იგი ღირს - იქმნენ საუკუნესა მას მიმთხუევად და აღდგომასა მას მკუდრეთით... არცაღა მერმე სიკუდილად ჴელ - ეწიფების (ლუკა, 20,35-36). ბ) სულიერნი. ისინი სიმტკიცით, სისწრაფით, უხრწნელებითა და სიწმიდით უხორცო სულებს დაემსგავსებიან; ისინი წმიდა და მსუბუქნი იქნებიან, როგორც სხეული აღმდგარი ქრისტესი, რომელმაც არავითარი ზღუდე და დაბრკოლება არ იცოდა. დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი (1 კორინთელთა, 15,44). გ) ნათლით შემოსილნი, როგორც მაცხოვარმა ბრძანა: მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა (მათე, 13,43). მოციქულის მოწმობით, უფალმა გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაჲთა იყვნენ იგინი თანა - ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა(ფილიპელთა, 3,21). დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით (1 კორინთელთა, 15,43).
წიგნიდან „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე" უკან დაბრუნება |