მთავარი > შეიცანი ჟამი > აღმდგარ სხეულებს ჭამისა და სმის მოთხოვნილება ხომ არ ექნებათ?

აღმდგარ სხეულებს ჭამისა და სმის მოთხოვნილება ხომ არ ექნებათ?


14-03-2013, 00:05
აღმდგარ სხეულებს ჭამისა და სმის მოთხოვნილება ხომ არ ექნებათ?

   აღმდგარ სხეულებს არ ექნებათ საჭიროება მატერიალური სასმელისა და საჭმელისა, რომელიც აუცილებელია ღონემიხდილი და დაუძლურებული ხრწნადი სხეულისათვის. დაითესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით. მაშინ იესუ ქრისტემ რატომღა ჭამა აღდგომის შემდეგ? (ლუკა, 24,43: და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ). მან ჭამა და სვა, რათა თავისი მოწაფენი, რომელთაც იგი სრულიად მიიღეს, აღდგომაში დაერწმუნებინა, ჭამა აგრეთვე დასამოწმებლად იმისა, რომ სხეული ჰქონდა, რომელმაც სახე იცვალა.

 

   წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


უკან დაბრუნება