მთავარი > შეიცანი ჟამი > ყველა მამრობითი სქესით ხომ არ აღდგება?

ყველა მამრობითი სქესით ხომ არ აღდგება?


8-03-2013, 00:07
ყველა მამრობითი სქესით ხომ არ აღდგება?

   არა! - რადგან ღმერთმა დასაბამითვე მამრობითი და მდედრობითი სქესი შექმნა, აღდგომის შემდეგაც მამაკაცები მამაკაცებად დარჩებიან და დედაკაცები - დედაკაცებად. უფალი ორივე სქესს ახსენებს, როცა ამბობს, რომ: აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა(მათე, 22,30). ამრიგად, ჩვენ ყველანი არა მამრობითი სქესით, არამედ მამაკაცად სრულად მოვალთ, ე. ი. მამაკაცურ ძალასა და სიმტკიცეს შევიძენთ, რათა როგორც მოციქული ამბობს: არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ ღელვა - აღტეხილ და მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა (ეფესელთა, 4,14). ანგელოზებს არა სქესის, არამედ ქორწინებისა და ხორციელ სურვილთა მოკვეთით დავემსგავსებით.

 

 

   წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


 


უკან დაბრუნება