მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > მკვდართა აღდგომა

მკვდართა აღდგომა


17-04-2017, 00:07
მკვდართა აღდგომა

   მრწამსის ეს წევრი გამოკვლევისათვის მიუწვდომელია. ამიტომ, ვწვდებით რა მას შეუზღუდველი გულისხმისყოფით, მაგრამ მტკიცე რწმენით, ღმრთის საიდუმლოს გამოცდას ვერ შევკადრებთ და ჩვენს დამმოძღვრელ ეკლესიასთან ერთად ვაღიარებთ და ვღაღადებთ: მოველი აღდგომასა მკვდრეთით, გვწამს უფალო! შეგვეწიე ურწმუნოებასა შინა.

   მაგრამ რამდენადაც რწმენა ღმრთეებრივ წერილზე - ამ ცხოველ წყაროზეა დაფუძნებული და მისგან მომდინარეობს, ჩვენც შევეცდებით თუნდაც უმცირესი წვეთები მდინარისა, რომელიც ღმრთის ტახტიდან მომდინარეობს და ჩვენს სულებს, ვითარცა უწყლო უდაბნოს რწყავს, შევკრიბოთ.

   წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა მკვდართა აღდგომა შემდეგ ჩვენებაში იხილა: და იქმნა ჩემ ზედა უფლისაჲ ჴელი და განმიყვანა მე სულითა უფლისაჲთა და დამდვა მე შორის სულსა ველისასა; და ესე იყო სავსე ძუალებითა კაცთაჲთა. და მომავლო მე მათ ზედა გარემო მრგულივ; და, აჰა, მრავლებ ფრიად პირსა ზედა ველისასა და, აჰა, ჴმელ ფრიად იგინი. და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ განცოცხლდეს ძუალები ესე? და ვთქუ: ადონაჲ უფალო, შენ უწყნი ეგენი. და თქუა ჩემდამო: წინასწარმეტყუელებდ ძუალებსა ამას ზედა, წინასწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდამი: ძუალთა ჴმელთა ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ! ამათ ეტყჳს ადონაჲ უფალი ძუალებსა ამას: აჰა, მე შემოვიყვანო თქუენ ზედა სული სიცოცხლისაჲ. და მივსცე თქუენ ზედა ტყავი, და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ, და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი. და ვწინაჲსწარმეტყუელებდ, ვითარცა მამცნო მე უფალმან. და იქმნა ჴმაჲ, ვწინაჲსწარმეტყუელებდ რაჲ მე, და აჰა, ძრვაჲ და მოიყვანნა ძუალნი, ძუალი ძუალისა მიმართ, თითოეული შენაწევრებისა მიმართ მისისა. და ვიხილე და, აჰა, ზედ - დაექმნეს მათ ძარღუნი, და ჴორცნი აღმოსცენდებოდეს და აღმოვიდოდეს მათ ზედა, და გარემოერთხა მათ ზედა ტყავი ზედა კერძო, და სული არა იყო მათ შორის. და თქვა ჩემდამო: წინაჲსწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და ვარქუ სულსა: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ოთხთაგან სულთა მოვედინ სული, და მიებერენ მკუდართა ამათ მიმართ და განცოცხლდენ. და ვიწინაჲსწარმეტყუელე, ვითარ - იგი მამცნო მე; და შევიდა მათდამი სული და განცოცხლდეს, და დადგეს ფერჴთა მათთა ზედა შესაკრებელი მრავალი ფრიად. და იტყოდა უფალი ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, ძუალები ესე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ არს, იგინი იტყჳან: ჴმელ იქმნეს ძუალნი ჩუენნი. წარწყმდა სასოებაჲ ჩუენი, მოვისრენით. ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი: აჰა, მე აღვახუნე სამარენი თქუენნი, ერო ჩემო, და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავთაგან თქუენთა და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად ისრაელისა. და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი განღებასა შინა ჩემგან საფლავთა თქუენთასა, აღმოყვანებად თქუენდა საფლავთაგან თქუენთა, ერო ჩემო, და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ (ეზეკიელი, 37, 1-14).

   მკვდართა აღდგომის ჭეშმარიტება ქრისტე მაცხოვარმაც დაადასტურა, როცა ბრძანა: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე. და ყოველი, რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე (იოვანე, 11,25-26). ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი და რომელთა ისმინენ, ცხონდენ,... ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. და გამოვიდოდიან კეთილისმოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტისმოქმედნი აღდგომასა საშჯელისასა (იოვანე, 5,25,28-29. შეადარე: ეფესელთა, 2,1-5; 1 ტიმოთე, 5,6; გამოცხადებაჲ, 3,1; რომაელთა, 6,4; გალატელთა, 2,20).

   მკვდართა აღდგომის შესახებ მოციქული პავლეც გვასწავლის: ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს? უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს. უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი. ვიპოვენით უკუე ცრუ-მოწამეცა ღმრთისა, რამეთუ ვწამებთ ღმრთისათჳს, ვითარმედ აღადგინა ქრისტე, რომელი არა აღადგინა, უკუეთუ ნანდჳლვე მკუდარნი არა აღდგებიან. რამეთუ უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს. და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი; ცოდვათავე სამეღა შინა თქუენთა ხართ აქამომდე. და შესუენებულნი იგი ქრისტეს მიერ წარ-ვე-სამე-წყმდენ. უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ. ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა. რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი, და კაცისა მიერ - აღდგომაჲ მკუდართაჲ. და ვითარცა - იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ. ხოლო თჳთოეული თჳსითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა (1 კორინთელთა, 15,12-23).

 

წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება