მთავარი > შეიცანი ჟამი > ქმნილებათა განახლება და კაცობრივ ბიწთაგან ცეცხლით განწმედა

ქმნილებათა განახლება და კაცობრივ ბიწთაგან ცეცხლით განწმედა


3-03-2013, 08:16
ქმნილებათა განახლება და კაცობრივ ბიწთაგან ცეცხლით განწმედა

   როგორც ნოეს დროს კაცთა მოდგმა ცოდვების ბიწთაგან წარღვნით განიწმიდა, ასევე სამყარო თავისი აღსასრულისას ცეცხლით განიწმიდება, რასაც ამოწმებს:

 ა) ფსალმუნთა მგალობელი: წჳმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაჲ (ფსალმუნი, 10, 6). ღმერთი ცხადად მოვიდეს, ღმერთი ჩუენი და არა დადუმნეს; ცეცხლი მის წინაშე აღატყდეს და გარემოჲს მისსა გრიგალი ფრიად. მოუწოდოს ზეცასა ზეგარდამო და ქუეყანასა განრჩევად ერისა თჳსისა(ფსალმუნი, 49, 3-4). ვითარცა ცეცხლმან რაჲ მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან, რომელმან შეწუნის მთანი, ეგრეთ სდევნნე იგინი გრიგალითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნნე იგინი (ფსალმუნი, 82,15-16). ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოჲს მტერნი მისნი (ფსალმუნი, 96, 3); დასაბამსა შენ, უფალო, ქუეყანაჲ დააფუძნე, და ქმნულნი ჴელთა შენთანი ცანი არიან. იგინი წარჴდებიან, ხოლო შენ ჰგიე (ფსალმუნი, 101, 26-27).

ბ) ესაია წინასწარმეტყველი: რამეთუ იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანა ახალი. და არღა მოიჴსენონ პირველთა მათ, არცა არა მოუჴდეს გულსა მათსა ზედა (ესაია, 65,17);

 გ) დანიელ წინასწარმეტყველი: მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა (დანიელი, 7,10);

 დ) მათე მახარებელი: ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ (24,35);

 ე) პეტრე მოციქული: ხოლო მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი ღამისაჲ, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ. რაჟამს ესე ყოველნი ესრეთ დაზულებოდიან, რაბამთაჲ ჯერ-არს თქუენი ყოფაჲ წმიდითა ქცევითა და კეთილითა მსახურებითა, რაჲთა მოელოდით. და ისწრაფდეთ მოსვლასა მას დღისა მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მჴურვალენი დაიჴსნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ. ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს (2 პეტრე, 3,10-13);

 ვ) იოანე ღმრთისმეტყველი: და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს (გამოცხადებაჲ, 21,1).

 ცეცხლით განწმედისას ქმნილებათა მხოლოდ გამოსახულება განადგურდება, რადგან მარადიულად მათი არსებობა აუცილებელია. პავლე მოციქული ამბობს: წარმავალ არს ხატი ამის სოფლისაჲ (1 კორინთელთა, 7,31), ხოლო ფსალმუნთა მგალობელი ღაღადებს: განაახლო პირი ქუეყანისაჲ (ფსალმუნი, 103,30).

 

წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


უკან დაბრუნება