მთავარი > შეიცანი ჟამი > ზეციურ მნათობთა - მზისა და მთვარის დაბნელება
ზეციურ მნათობთა - მზისა და მთვარის დაბნელება1-03-2013, 00:11 |
ამ ნიშნების ჭეშმარიტებაზე ჩვენ წმიდა წერილის მრავალი ადგილი მიგვითითებს: ა) წინასწარმეტყველ იოველთან: და ვსცე ნიშები ცასა შინა ზე და სასწაულებ ქუეყანასა ზედა ქუე, სისხლი და ცეცხლი და ალმური კუამლისა. მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ მოსვლადმდე დღე უფლისაჲ დიდისა და მჩენი (იოველი, 2, 30-31). მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა ავლინონ ნათელი მათი (იოველი, 3, 15). ბ) წინასწარმეტყველ
ესაიასთან: რამეთუ ვარსკულავთა ცისათა და ორიონმან
და ყოველმან სამკაულმან ცისამან არა მოსცენ ნათელი მათი, და დაბნელდეს მზისა აღმომავალისა
და მთოვარემან არა მოსცეს ნათელი თჳსი (ესაია, 13, 10).
გ) წინასწარმეტყველ ეზეკიელთან: და დავფარო ცაჲ დაშრეტასა შინა შენსა და დავაბნელნე ვარსკულავნი მისნი, მაზე ღრუბლისა მიერ დავფარო და მთოვარემან არა აჩუენოს ნათელი თჳსი. ყოველნი მნათობნი ცისანი დავაბნელნე შენ ზედა და მივსცე ბნელი ქუეყანასა ზედა შენსა, - იტყჳს ადონაჲ უფალი (ეზეკიელი, 32, 7-8). დ) მათე მახარებელთან:ხოლო მეყსეულად, შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა, მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ (მათე, 24, 29). ე) იოვანე ღმრთისმეტყველთან:და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარე ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი (გამოცხადებაჲ, 6,12). თუ სამყაროს ყოფიერებას ადამიანთა ცხოვრებას შევადარებთ, შეუძლებელია მათ შორის არსებული დიდი მსგავსება შეუმჩნეველი დაგვრჩეს. ადამიანის სიბერისა და მოახლოებული სიკვდილის ნიშანი თვალში სინათლის დაკლება და სიბრმავეა; ასევე ნათლად მიუთითებს ბებერი სამყაროს აღსასრულზე დაბნელება მზისა და მთვარისა - სამყაროს თვალებისა; ისევე როგორც სახლის პატრონის გარდაცვალებისას მისი შინაურები უნუგეშოდ ტირიან, იბნევიან, მხიარული ფერის სამოსს იხდიან და ძაძებით იმოსებიან, ასევე სამყაროს აღსასრულის ჟამს ყველა ქმნილება ფრიად შეშფოთდება, ხოლო ზეცის მნათობნი, მოაკლდებათ რა სხივოსანი ბრწყინვალება, თითქოსდა სუდარით შეიმოსებიან.
წიგნიდან „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე" უკან დაბრუნება |