მთავარი > ანტიქრისტე > ანტიქრისტეს მიერ საღმრთო შჯულის დამცირება; დევნა და წამება ქრისტიანობის აღმსარებელთა

ანტიქრისტეს მიერ საღმრთო შჯულის დამცირება; დევნა და წამება ქრისტიანობის აღმსარებელთა


22-02-2013, 08:08
ანტიქრისტეს მიერ საღმრთო შჯულის დამცირება; დევნა და წამება ქრისტიანობის აღმსარებელთა

   ანტიქრისტე ჯიუტი მტერია ქრისტესი. ქრისტეს მთელს მოღვაწეობას, მოძღვრებასაც და სასწაულებსაც გაკილავს და შე-ეცდება გაანადგუროს საღმრთო შჯული, უარყოს ნათლობა, მი-რონცხება, ზიარება და სხვა საიდუმლონი. სიტყვაში სამყაროს აღსასრულზე წმ. მოწამე იპოლიტე წერს: „ანტიქრისტეს დროს ღმრთისათვის წმიდა უსისხლო მსხვერპლის მიძღვნა შეწყდება; ღმრთის ეკლესიები განადგურდება და ავაზაკთა ბუნაგებად და უგვან ბოსლებად იქცევა; ფსალმუნთა გალობა შეწყდება, რადგან ყოველგვარი წესი და საეკლესიო მორთულობა გაქრება". იოანე ოქროპირი გვასწავლის: „როცა იგი მოვა, არცერთ სწორ ბრძანებას არ გასცემს, არამედ მხოლოდ დანა-შაულებრივსა და უკანონოს" (მე - 4 სიტყვა). და ქმნას ნებისაებრ თჳსისა, და მეფე ამაღლდეს, და განდიდნეს ყოველთა ზედა ღმერთთა და ღმერთსა ღმერთთა ზედა, და თქუნეს ზეშთა ძალისანი, და წარემართოს ვიდრე აღსრულებადმდე რისხვისა, რამეთუ დასასრულისა თანა იქმნეს. და ყოველთა მიმართ ღმერთთა მამათა მისთასა არა გულისხმა - ყოს და გულისთქმასა დედათასა და ყოველთა ზედა ღმერთთა არა გულისხმა - ყონ, რამეთუ ყოველთა ზედა განდიდნეს (დანიელი, 11, 36 – 37).

   ანტიქრისტე ყველას წინადაცვეთასა და შაბათის დაცვას უბრძანებს. იუდეველების მიერ მესიად მიღებული, თვითონაც ყოველივე იუ-დეურს შეითვისებს; ისევე როგორც იუდეველებს არა სწამთ ქრისტე, ძე ღმრთისა, ასევე მათი მესია - ანტიქრისტეც აგინებს ქრისტეს და სძულს იგი. ვინ - მე არს მტყუარი იგი? - კითხულობს იოვანე ღმრთისმეტყველი, - ანუ არა, რომელმან უარყოსა, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე? ესე არს ანტიქრისტე, რომელმან უარყოს მამაჲ და ძე. ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა (1 იოვანე, 2, 22 – 23).

   თუ ანტიქრისტეს წინამორბედნი - ნერონი, არიოზი და სხვები ძე ღმრთისას უარყოფდნენ და ქრისტიანებს დევნიდნენ, კიდევ უფრო დაამცირებს მათ ძე უშჯულოებისა, რომელიც ღმრთის წმიდანებს ომს გაუმართავს. დაწვრილებითი ახსნა ანტიქრისტეს ამგვარ ამოქმე-დებათა გამოცხადებაშია წარმოდგენილი. და მიეცა მას პირი დიდადმეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოცდაორ თუე. და აღაღო პირი თჳსი გმობად ღმრთისა მიმართ; გმობად სახელისა მისისა და სამკჳდრებელისა მისისა, და ცათა შინა დამკჳდრებულთა მათ. და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათა (გამო-ცხადებაჲ, 13, 5 – 7). იმავეს ამბობს წინასწარმეტყველი დანიელიც: და სიტყუანი მაღლისა მიმართ თქუნეს, და წმიდანი მაღლისანი შეაცთუნნეს (დანიელი, 7, 25). მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელდებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და - ცა - ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი (2 თესალონიკელთა, 2, 4).

 

 

წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


უკან დაბრუნება