მთავარი > ანტიქრისტე > ანტიქრისტეს ცრუ სასწაულები

ანტიქრისტეს ცრუ სასწაულები


21-02-2013, 03:04

ანტიქრისტეს ცრუ სასწაულები

 

 

   ანტიქრისტეს სასწაულების შესახებ მათეს სახარებაშია მოხსენიებ-ული: ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ - დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა (მათე, 24, 24. შეადარე მარკოზი, 13, 22: აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაჲთა აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთაცა). ზმნის ჰყოფდენ მრავლობითი რიცხვი იმაზე მიუთითებს, რომ ცრუ სასწაულებს არა მხოლოდ ანტიქრისტე, არამედ მისი მიმდევრებიც მოახდენენ. რჩეული ჭურჭელი ღმრთისა - მოციქული პავლე ამბობს: რომლისა - იგი მოსვლაჲ არს შეწევნითა ეშმაკისაჲთა, ყოვლითავე ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა ტყუილისაჲთა და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა (2 თესალონიკელთა, 2, 9-10). ამ სიტყვების განმარტებისას წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „ნათქვამია მთელი ძალითა და ნიშნებითა და ცრუ სასწაულებითო, ე. ი. ან-ტიქრისტე მთელ ძალასა და ყოველივეს, რითაც კი ცთუნება შე-იძლება, აჩვენებს, მაგრამ ჭეშმარიტს ვერაფერს მოიმოქმედებს" (საუბარი მე - 4). „გამოცხადებაში" ვკითხულობთ: და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა. და აცთუნებს ჩემთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად (გამოცხადებაჲ, 13, 13 – 14. შეადარე 16, 14; 20, 10; მათე, 24, 24). მამათა განმარტებით, ანტიქრისტე დიდი გრძნეული დამოგვი იქნება. ეშმაკი, რომელიც მასში და-ბადებიდანვე ჩასახლდება, მისი საშუალებით ცრუ სასწაულებს მოახდენს, ზოგს მოჩვენებითად, ზოგსაც ბუნებრივი სახით, როგორც ამას ოდესღაც ეგვიპტელი ბრძენნი აკეთებდნენ.

   გამოცხადება სასწაულთქმნადობის სამ სახეზე მიუთითებს: 1. ანტ-იქრისტე მრავალი ადამიანის საცდუნებლად ზეციდან ცეცხლს ჩა-მოიტანს. ამ სასწაულზე წმ.ანდრია კესარიელი წერს: „საკვირველი არაა, რომ ცდუნებულნი ზეციდან გარდამოსრულ ცეცხლს საკუთარი თავლებით იხილავენ. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა დაუშვა და სატანის მოქმედებით ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა, რომელიც იობის ჯოგს დაეცა" (მე- 13 სიტყვა გამოცხადებაზე). 2. დიდი ჯადოქარი მხეცის გამოსახულებაში სულს ჩადებს, რის გამოც ეს გამოსახულება ილაპარაკებს. ამის თაობაზე იგივე წმიდანი გვეუბნება: „მოგვი-თხრობენ, რომ დემონები ხშირად ქანდაკებებისა და გამოსა-ხულებების, წყლისა და ხეების, აპოლონის ქანდაკების და სხვათა მეშვეობით ლაპარაკობდნენ; ვფიქრობ, მკვდარი სხეულების მეშ-ვეობითაც, როგორც, მაგალითად, სიმონ მოგვმა მოციქულ პეტრეს თანდასწრებით რომაელებს აჩვენა მკვდარი, რომელიც მოძრაობდა. მოციქულმა ამხილა იგი, აჩვენა რა როგორ დგებოდნენ მკვდრები, რომელნიც თვითონ აღადგინა" (იქვე). 3. ანტიქრისტე თავს მოი-მკვდარუნებს და შემდეგ აღდგება. ამგვარი სასწაულებით იგი მთელ მსოფლიოს გააოცებს.

 

 

წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


 

   


უკან დაბრუნება