მთავარი > ანტიქრისტე > ანტიქრისტეს დაბადება და ებრაელების მიერ მისი ჭეშმარიტ მესიად მიღება
ანტიქრისტეს დაბადება და ებრაელების მიერ მისი ჭეშმარიტ მესიად მიღება20-02-2013, 08:10 |
ანტიქრისტეს დაბადებას სხვადასხვაგვარად განმარტავენ. ერთნი ამ-ტკიცებენ, რომ სატანის მოქმედების შედეგად იგი ქალწულისაგან დაიბადება. ეს ცრუ შეხედულებაა. რა შეიძლება იყოს საერთო სინათლესა და სიბნელეს, ქრისტესა და ბელიარს შორის? და ვინ დაემსგავსება უფალს? სხვები ამბობენ, რომ ანტიქრისტეს ეშმაკისაგან ქალი შობს, მაგრამ არც ამგვარი ვითარებაა სარწმუნო. როგორ შეიძლება სულს - ეშმაკს ბუნებრივი ურთიერთობა ჰქონდეს ქალთან და უხორცოსაგან მას როგორ ჩაესახება! ზოგიერთები იმასაც ამტკიცებენ, რომ ანტიქრისტე ბუნებით ნამდვილი ეშმაკი იქნება და სხეულიც მოჩვენებითი ექნება. ამ თვალსაზრისის მიმდევრებს წმ. პავლე მოციქული ამხელს. იგი ანტიქრისტეს გარკვევით უწოდებს: კაცი იგი უშჯულოებისაჲ, შვილი იგი წარსაწყმედელისაჲ (2 თე-სალონიკელთა, 2, 3). ყველაზე სარწმუნო და სხვებთან შედარებით უფრო გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ანტიქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი იქნება, რომელსაც ვითომ ქალწული, სინამდვილეში ბიწიერი ქალი უკანონო შეუღლებისაგან შობს, იესო ქრისტეს საპირისპიროდ, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწული მარიამისაგან იშვა. წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „ეშმაკი კი არ გახდება ადამიანი, არამედ ადამიანი დაიბადება მრუშობისაგან და სატანის ყველა საქციელს შეითვისებს; წინასწარ განჭვრეტს რა მისი ნების გარყვნას, ღმერთი მასში დასამკვიდრებლად ეშმაკის შესვლას დაუშვებს; მეძავისაგან შობილი დაფარულად აღიზრდება, ყველასათვის მოულოდნელად გამოჩნდება და გამეფდება” (მე - 4 წიგნი, თავი 27- ე). ზოგიერთი მამისა და ეკლესიის მასწავლებლის (წმიდანნი ამბროსი მედიოლანელი, თეო-დორიტე, იპოლიტე რომაელი და სხვანი მრავალნი) განმარტებით, ანტიქრისტე დანის ტომიდან წარმოიშობა. მითითებას ამის თაობაზე ისინი ხედავენ: ა) შესაქმის წიგნში, სადაც პირველი მამამთავარი იაკობი თავის შვილს, დანს, ეუბნება: და იყოს დან გუელ გზასა ზედა (შესაქმე, 49,17); ბ) წინასწარმეტყველ იერემიას შემდეგ სიტყვებში: დანით გუესმა ჴმაჲ სიმახჳლისა ცხენთა მისთასა (იერემია, 8, 16). მსგავსი რამ გამოცხადებაშიც გვხვდება: ანგელოზმა დაინახა დაბე-ჭდულნი ისრაელის ყველა ტომიდან, გარდა დანისა, რადგან იგი, როგორც ანტიქრისტეს წარმომშობი, ღმრთის რჩეულთა შორის მოხვედრის ღირსი ვერ გახდება. წმ. ანდრია კესარიელი წერს, რომ „დანის ტომი სხვებს არ მიეთვლება, რადგან მისგან ანტიქრისტე იშვება: მის ნაცვლად მოხსენიებულია ლევის ტომი, რომელიც როგორც სამღვდელო, ტომების რიცხვში არ შედის” (განმარტება გამოცხადებისა, სიტყვა მე - 7). როცა გარკვეულ ასაკს მიაღწევს, ანტიქრისტე ამქვეყნად გამოჩნდება. ისევე როგორც იესუ ქრისტე თავისი მოძღვრებით პირველად იუდეველებს გამოეცხადა, ასევე ანტიქრისტეც, წარმოშობით წინა-დაუცვეთელი ურია, პირველად ებრაელებთან - ურიებთან მივა, ხოლო შემდეგ სხვა ხალხებსაც მიიზიდავს. ებრაელები, რომელთაც ქრისტე არ სწამთ, ანტიქრისტეს დიდი სიხარულით მიიღებენ. ისინი მას ირწმუნებენ როგორც მესიას, რომელსაც წინასწარმეტყველები ჰპირდებოდნენ. ჯიუტად ურწმუნო იუდეველების ამგვარ ცდომი-ლებაზე თვითონ უფალი გვეუბნება: მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ (იოვანე, 5, 43). იმავეს ამტ-კიცებს პავლე მოციქულიც: ვინაჲთგან სიყუარული იგი ჭეშმა-რიტებისაჲ არა შეიწყნარეს, რაჲთამცა ცხონდეს იგინი, ამისთჳს მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისაჲ, რაჲთა ჰრწმენეს მათ ტყუვილისაჲ, რაჲთა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისაი მის, არამედ სათნოეყვნეს სიცრუვესა შინა (2 თესალონიკელთა, 2, 10-12). თავიანთ განმარტებას ღმრთეებრივი წერილის ამ სიტყვების თანა-ხმად იძლევიან წმიდა მამები: იოანე ოქროპირი, კირილე ალე-ქსანდრიელი, გრიგოლი და იოანე დამასკელი. იოანე დამასკელი წერს: „იუდეველებმა არ მიიღეს უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა, მაგრამ მიიღებენ ცრუს, რომელიც თავის თავს თვითონ უწოდებს ღმერთს”.
წიგნიდან „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე”
უკან დაბრუნება |