მთავარი > ანტიქრისტე > ანტიქრისტეს გამოჩენის ნიშნების დაყოფა

ანტიქრისტეს გამოჩენის ნიშნების დაყოფა


9-02-2013, 14:00

ანტიქრისტეს გამოჩენის ნიშნების დაყოფა

 

 

   წამებამდე და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მო-ციქულებმა ქრისტეს ჰკითხეს: „მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსვლისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?" (მათე, 24,3). მან უპასუხა: ხოლო დღისა მისთჳს და ჟამსა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან (მათე, 24, 36). ვითარცა  -  იგი დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს მოსვლაჲ ძისა კაცისაჲ; რამეთუ ვითარცა - იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლითრღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქო-რწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრემდე შევიდა ნოე კიდობნად, და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლითრღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი, ესრეთ იყოს მოსვლაჲცა ძისა კაცისაჲ (მათე, 24,37-39).

   მაცხოვრის სიტყვებიდან ჩვენ ვხედავთ, რომ მეორედ მოსვლის ზუ-სტი და განსაზღვრული დრო არავინ იცის და არც შეიძლება იცოდეს. ეს საიდუმლოა, რომელიც არა მხოლოდ კაცთათვის, არამედ ანგე-ლოზთათვისაც დაფარულია.

   შეინახა რა ღრმა საიდუმლოდ თავისი დიდებით მოსვლის დრო, იე-სუ ქრისტემ ზოგიერთ საკმაოდ ცხად ნიშანზე თვითონვე მიუთითა: გესმოდიან ბრძოლანი და ამბავნი ბრძოლათანი, - ეუბნება იგი მოწაფეებს, - იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა, და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილ - ადგილ, ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს... და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმარ-თთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული (მათე, 24, 6-8, 14).

   ჩვენ არა ზოგად ნიშნებს, არამედ რამდენიმე კერძო ნიშანს შევეხე-ბით, რომელნიც საკუთრივ ანტიქრისტეს სამყაროში გამოჩენას უკავშირდება. საქმის გასაადვილებად ყველა ნიშანი ჩვენ სამ კატე-გორიად დავყავით: 1. ნიშნები, რომელნიც წინ უსწრებენ ანტიქრისტეს მოსვლას; 2. თანმხლებნი და 3. მომდევნონი.

1.     1. ნიშნები, რომელნიც ანტიქრისტეს გამოჩენას წინ უსწრებენ:

-        - რომის ბატონობის დაცემა;

-        - სახარების ქადაგება ყველა ქმნილებისათვის.

2.     2. თანმხლები ნიშნები:

-        - ელიას და ენუქის გამოჩენა სამყაროში და მათი მოკვლა ანტიქრისტეს მიერ;

-        - ებრაელების მიერ ანტიქრისტეს მესიად მიღება;

-        - ანტიქრისტეს ცრუ სასწაულები;

-        - ქრისტეს აღმსარებელთა დევნა და წამება;

-      - ანტიქრისტეს მიერ თავისი ტახტის აღმართვა იერუსალიმის ტაძარ-ში;

-        - ანტიქრისტეს სახელის დაწერილობა;

-        - ანტიქრისტეს მეფობის ხანმოკლეობა და მისი დაღუპვა.

3.     3. მომდევნო ნიშნები.

-     - საშინელი სამსჯავრო და სამყაროს აღსასრული: ა) მზისა და მთვარის უჩვეულო დაბნელება; ბ) ციდან ვარსკვლავების ჩამოცვენა; გ) ზეც-იური ძალების მოძრაობა; დ) ქმნილებათა განახლება და ცეცხლით განწმედა და ე) მკვდართა აღდგომა.

 

წიგნიდან  „წარმოდგენები ანტიქრისტესა და ქვეყნის დასასრულზე"


 

 


 

 

უკან დაბრუნება